და აი, მთავარი მატჩის დროც დადგა - კვირას იოჰანესბურგის "სოკერ სიტიზე" ინგლისელი რეფერი ჰოვარდ ვები ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს...

11 ივლისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 22:30

ჰოლანდია-ესპანეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - რობენი, სნეიდერი, კუიტი - ვან პერსი.

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - ინიესტა, ჩავი, პედრო - ვილია.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

და აი, მთავარი მატჩის დროც დადგა - კვირას იოჰანესბურგის "სოკერ სიტიზე" ინგლისელი რეფერი ჰოვარდ ვები ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს მინდორზე უხმობს. 90, 120 წუთის ან ცოტა უფრო მეტი ხნის შემდეგ ერთ-ერთი ამ გუნდთაგანი მსოფლიოს მერვე ჩემპიონი გახდება. შეძლებს ჰოლანდიის ნაკრები მესამე ცდაზე სანუკვარი მიზნის მიღწევას? თუ ესპანელები პირველივე ცდაზე მოახერხებენ ჩემპიონობას? ამ კითხვებზე პასუხს ფინალი გასცემს, რომელსაც ყველა წინა პირობა აქვს თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო თამაშთაგანი გამოდგეს...

აქამდე ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ, მცირე უპირატესობა "ნარინჯისფერთა" მხარესაა - ჰოლანდიის ნაკრებმა 4 დაპირისპირება მოუგო ესპანეთს, 3 დათმო, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთებში უპირატესობა ესპანელთა მხარესაა - 12:10. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მუნდიალს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა, აქედან ერთ-ერთმა - ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა გაამართლა ფავორიტობა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებმა სწორედ ჰოლანდიელებთან წაიფორხილა.

ვინც არ უნდა მოიგოს ფინალი, პლანეტას ღირსეული ჩემპიონი ეყოლება, რადგან ორივე გუნდმა დიდებულად განვლო არა მარტო ფინალური ეტაპი, არამედ - საკვალიფიკაციოც. ჰოლანდიელებს სულაც ასპროცენტიანი შედეგი აქვთ: მათ ორ-ორჯერ დაამარცხეს ნორვეგიელები, შოტლანდიელები, მაკედონიელები და ისლანდიელები (საკვალიფიკაციო ეტაპი), შემდეგ კი მიმდევრობით მიაწვყეს: დანიელები, იაპონელები, კამერუნელები, სლოვაკები, ბრაზილიელები და ურუგვაელები.

"ნარინჯისფერმა" არმიამ ზედიზედ 14 მატჩი მოიგო და ფინალში ისე გავიდა. მართალია, ესპანელებს 100%-იანი შედეგი არა აქვთ, მაგრამ არც მათ შეურცხვენიათ თავი - შესარჩევ ეტაპზე "ფურია როხამ" ზედიზედ 10 მატჩი მოიგო (ორ-ორჯერ ბოსნიის, თურქეთის, ბელგიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ), მაგრამ მუნდიალის პირველივე ეტაპზე დათმო მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან. ამის შემდეგ პირენეელებმა ისევ ყველა მატჩი მოიგეს: ჰოლანდიასთან, ჩილესთან, პორტუგალიასთან, პარაგვაისთან და გერმანიასთან. ბოლო სამი მატჩია "ფურია როხა" მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვებს.

ჰოლანდიელთა თავკაცი ბერტ ვან მარვიიკი მიიჩნევს - იმის მიუხედავად, რომ ესპანეთის ნაკრები უფრო თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე მისი გუნდი, მას და მის შეგირდებს იოტისოდენადაც არ ეშინიათ მეტოქის.

"დღეისთვის ესპანეთი, ალბათ, ოდნავ უფრო სანახაობრივად თამაშობს, ვიდრე ჰოლანდიის ნაკრები. მეტოქე ძალიან კარგად ფლობს ბურთს და უბურთოდაც სწორად მოძრაობს, მისი ფეხბურთელები სწრაფად აზროვნებენ. ძალიან საინტერესო ფინალი იქნება, რადგან ორივე ნაკრებს უყვარს ნამდვილი ფეხბურთის თამაში. წარსულზე და წარსულში წაგებულ ორ ფინალზე არ ვფიქრობთ, ახლა მთავარი ეს მატჩია. რაც მოხდა წარსულში, რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ იმ მატჩებს ახლა არავითარი გავლენა არა აქვთ ესპანელებთან დაპირისპირებაზე და არც უნდა ჰქონდეთ. არ არსებობს მეტოქის საიდუმლო, რომელიც ჩვენ არ ვიცით და პირიქით, ამიტომ ესპანელთა შიში სულაც არ გვაქვს. მეტოქე განსაკუთრებით ძლიერია ბურთის კონტროლში, ამის საწინააღმდეგოდ რა უნდა მოიმოქმედონ, ჩემს ფეხბურთელებს აუცილებლად ვეტყვი, თუმცა აქ, ბუნებრივია, არ გავამხელ საიდუმლოს. სულაც არ მაშფოთებს, რომ ფინალში ფავორიტად ესპანელებს მიიჩნევენ, ეს კარგიც კია ჩვენთვის. სულაც არ მაინტერესებს - მთელმა მსოფლიომაც რომ მიიჩნიოს ესპანეთი ფავორიტად, მაინც ჩვენსაც შევეცდებით. ეს იქნება ორი დიდი გუნდის დაპირისპირება, ორი გუნდისა, რომელსაც სურს და შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ საერთოდ არ გვეშინია მისი. ვიმედოვნებ, რომ იმ განწყობას, რომელიც ახლაა ჩვენს ბანაკში, თამაშამდე შევინარჩუნებთ. ბიჭები თავიანთ ძალებში დარწმუნებულნი არიან. დიდი გამოწვევაა - ეთამაშო და მოუგო ესპანეთს", - განაცხადა ვან მარვიიკმა ფიფას ოფიციალურ საიტზე.

ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი არიენ რობენი თანახმაა, მისმა გუნდმა ცუდად ითამაშოს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდეს. "გაცილებით მირჩევნია, საძაგლად ვითამაშოთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ, ვიდრე ლამაზად ვითამაშოთ და საბოლოო გამარჯვება მეტოქეს დარჩეს. ჩვენს ნაკრებს, რა თქმა უნდა, შეუძლია, ფინალში სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზოს მეტოქეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს მოვიშლებით ორგანიზაციული კუთხით, თუ საჭირო იქნება, ყრუ დაცვასაც შევთავაზებთ ესპანეთის ნაკრებს. ჩვენ ვართ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, აქედან კი თუ როგორ ითამაშებ, მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია მიზანს მიაღწიო. ბევრჯერ გვსმენია, რამდენად კარგია ლამაზი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ამ გზამ შეიძლება არსად მიგვიყვანოს, მოგვწყინდა - ტიტულის მოგება გვსურს", - კატეგორიულია მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი.

"ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 23 ესპანელის კარიერაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩემპიონები, ამისთვის ერთი ძალიან რთული ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი. გუნდში ასეთი განწყობაა, არც დარწმუნებულნი ვართ, რომ მეტოქეს აუცილებლად ვაჯობებთ და არც იმის შიში გვაქვს, რომ ჰოლანდიის ნაკრები მოგვიგებს. მოკლედ, ყველაფერს თავად ფინალი გამოაჩენს. არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს ჰოლანდიის ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობს. მეტოქეს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და როგორც ჩვენ, ისინიც არასოდეს ღალატობენ ნაკრების თამაშის სტილს. ვიცით, რომ რობენი ტექნიკური, სწრაფი და ძლიერია, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ რობენზე აქცენტის გაკეთება, ჰოლანდიას სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, ვესლი სნეიდერი და დირკ კუიტი ასეთივე ძლიერები და საშიშები არიან", - ეს კი ესპანელთა კარის დარაჯის იკერ კასილიასის სიტყვებია.

2010 წლის მუნდიალის ფინალი რაღაც დოზით იმ "ტოტალური ფეხბურთის" მემკვიდრე იქნება, რომელიც 40 წლის წინათ დაიბადა ამსტერდამში. ფეხბურთის ეს ნაირსახეობა ჰოლანდიასა და ესპანეთში ორ სხვადასხვა - "აიაქსურ" და "ბარსელონურ" შტოდ განვითარდა, რამაც ასახვა ამ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებშიც პოვა. შედეგად კი მივიღეთ ორი ძალიან კარგი ნაკრები, რომელიც დიდებულ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ამ დრომდე არ უმართლებდათ. ვინც არ უნდა მოიგოს ეს შეხვედრა, სანახაობრივი ფეხბურთი მაინც გამარჯვებული დარჩება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა