ფლამინი და სილვა დაშავდნენ

გასულ სეზონში, რონალდინიო "მილანის" უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და მის სხვა გუნდში გასხვისებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერი" ტიტულის გარეშე დარჩა, გაუჩოს თამაში ცალსახად დადებითად შეფასდა და საყოველთაო მოსაზრებით, ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზეც იმსახურებდა გამგზავრებას. დუნგა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როდესაც რონი მუნდიალს მიღმა დატოვა, რაც ნათელი დადასტურება გახლავთ იმის, რომ გასულ სეზონში მისი ასპარეზობა მედიამ და გულშემაკივრებმა დადებითად შეაფასეს. შესაბამისად, საყოველთაო მოლოდინით, რონი მიმდინარე სეზონშიც "მილანის" სული და გული უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - მასიმილიანო ალეგრიმ სწრაფ, მობილურ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი, რასაც გაუჩოს ინტერესები შეეწირა. შესაძლოა, რონალდინიომ შესანიშნავი ფინტით ჩამოიცილოს მეტოქე, ან ენით აღუწერელი პასი გააკეთოს, მაგრამ მაღალი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის. ანუ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თამაშის ტემპს ანელებს, რაც პრინციპში მართალიც არის. ანუ, ალეგრიმ არჩევანი გააკეთა და რონი ოფსაიდში დატოვა. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელი კარგ შემთხვევაში 15-20 წუთს ატარებს მოედანზე, რაც სატრანსფერო ჭორების გავრცელების საბაბი გახდა. იტალიელ ჟურნალისტებს ხან ინგლისურ პრემიერლიგაში გადაჰყავთ გაუჩო და ხანაც ამერიკულ MLშ-ში, ყველაზე ხშირად კი მაინც მის სამშობლოში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობენ. ბოლო დღეებში, ასეთი ხმების გავრცელება კიდევ უფრო გახშირდა და კონკრეტული ვარიანტიც გამოიკვეთა. მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ დიდია შანსი, ამ ზამთარს თუ არა, ზაფხულში მაინც რონიმ "პალმეირასთან" გააფორმოს ხელშეკრულება. ბრაზილიური გუნდის მესვეურებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი ახალი პოლიტიკა თანამემამულე ვარსკვლავების ევროპიდან სამშობლოში დაბრუნება იქნება - გააცხადეს პირველი სამიზნეებიც, რომელთა შორისაც რონალდინიო და ადრიანო მოხვდნენ. "რომას' თავდამსხმელმა კატეგორიულად უარყო სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა, რაც მოგვიანებით გაუჩომაც გააკეთა. მოვუსმინოთ "მილანის" სათადარიგოთა სკამზე გამწესებულ მთავარ ფანტაზისტას:

"ძირითად შემადგენლობაში იშვიათად მიწევს თამაში და ალბათ, ამიტომ ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. არადა, არსად წასვლას არ ვაპირებ და მსურს, კარიერა სწორედ "მილანში" დავასრულო. რაც აქ მოვედი, პირველად არის, რომ ჩემპიონატს სათავეში ვუდგავართ და სკუდეტოსთვის ვიბრძვით. ამიტომ, ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და სხვაგან გადაბარგებაზე სიტყვის გაგონებაც არ მსურს. "მილანი" დიდი გუნდია, მე კი იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდში აუცილებლად სასტარტო თერთმეტეულში ასპარეზობა მოვითხოვო. თუმცა, ისე არ გაიგოთ, რომ რეზერვში ყოფნით კმაყოფილი ვიყო - თავდაუზოგავად ვშრომობ და ვცდილობ, რომ მთავარი მწვრთნელისგან მეტი ნდობა დავიმსახურო".

რონალდინიოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ შეხვედრაში, "აიაქსის" წინააღმდეგ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. მიუხედავად ამისა, გაუჩო ოპტიმიზმს ინარჩუნებს: "ჰოლანდიელებმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. პურველი ტაიმი ძალიან ცუდად წარვმართეთ, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და მეორეში გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით. მიუხედავად ამისა, ერთი გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ, რაც ძალიან დასანანია. მიუხედავად მარცხისა, ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩემპიონთა ლიგაში მაქსიმალურ შორს შეგვიძლია წასვლა".

ტრავმები

"აიაქსთან" შეხვედრა "მილანისთვის" კოშმარული გამოდგა - ერთი, რომ წააგო ლომბარდიულმა გრანდმა და მეორე, ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. შეხვედრის დასრულებისათანავე მატიო ფლამინი და ტიაგო სილვა "მილანის" ლაბორატორიაში გადაიყვანეს და გამოკვლევა ჩაუტარეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ორივეს კუნთი ჰქონდა დაზიანებული. ფლამინის უკვე დაუსვეს საბოლოო დიაგნოზი და ისიც გაირკვა, რომ 3-დან 4 კვირამდე მოუწევს დასვენება. ანუ, 2010 წელი საფეხბურთო თვალსაზრისით მისთვის დასრულებულია და სეზონის მეორე ეტაპიდან დაუბრუნდება მოედანს. რაც შეეხება სილვას, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთული ყოფილა და საბოლოო დიაგნოზის დასმისგან ექიმებმა ამ ეტაპზე თავი შეიკავეს. ორიოდე დღეში, ტიაგო სამშობლოში გადაფრინდება, სადაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმთან, ჟოზე რუის რუნსოსთან გაივლის კონსულტაციას. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი პრესის კრიტიკის საგანი გახდა, რადგან "აიაქსთან" არაფრისმომცემ შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ათამაშა, მათ შორის ტიაგო სილვა. ამაზე, ალეგრიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ის ფეხბურთელები დავტოვე სათადარიგოთა სკამზე, რომლებიც დასვენებას საჭიროებდნენ და არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი. ტიაგო სილვამ ტრავმის გამო ბევრი გამოტოვა, ამიტომ, თავად გამოთქვა სურვილი, რომ "აიაქსთან" შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო. იმედი მაქვს, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და მალე დაუბრუნდება მოედანს".

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა