"ალ ჰაბტორ ტენის ჩელენჯზე" ოქსანას წყვილთა თანრიგში შარშანდელი ტიტულის დაცვა მოუწევს

საჩოგბურთო სეზონი დასრულებულია, თუმცა აქა-იქ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი მაინც იმართება. მათ შორისაა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ქალაქ დუბაის "ალ ჰაბტორ ტენის ჩელენჯი" ქალ ჩოგბურთელთა შორის, რომლის საპრიზო ფონდი 75 ათასი ამერიკული დოლარია. წლევანდელი შეჯიბრება უკვე რიგით მე-13-ეა დუბაიში. იქ საქართველოს მეორე ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (192) ითამაშებს. სხვათა შორის, ოქსანა "ალ ჰაბტორის" შარშანდელი გამარჯვებულია წყვილებში (მისი მეწყვილე გერმანელი იულია გორგესი იყო). ასე რომ, მას ტიტულის დაცვა მოუწევს.

ვინაიდან დეკემბერში მსოფლიოში დიდი საერთაშორისო ტურნირები აღარ იმართება, დუბაის ძალიან ბევრი კარგი ჩოგბურთელი მიაწყდა, ამიტომაც ოქსანა კალაშნიკოვას პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვედრა ბოლო დღემდე საეჭვო იყო, თუმცა რამდენიმე ჩოგბურთელი შეჯიბრებიდან მოიხსნა, ადგილები გამოთავისუფლდა და გაირკვა, რომ ჩვენებური ტურნირში 13 დეკემბრიდან ჩაერთვება და საკვალიფიკაციო ბატალიების გადატანა აღარ მოუწევს. 20 წლის კალაშნიკოვა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგისაა ბადეში.

კალაშნიკოვამ წყვილთა შორის შარშანდელ ტრიუმფს, ვერაფერი შეჰმატა ერთეულთა თანრიგში - პირველივე წრეში სამ სეტში წააგო ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან (45). დუბაიში პირველი ჩოგანი სწორედ კალაშნიკოვას მეწყვილე, გერმანელი იულია გორგესი (40) იქნება. მის გარდა ტურნირზე მოწინავე ასეულის კიდევ 6 წევრი ითამაშებს: სევასტოვა, სიბილ ბამერი (ავსტრია, 70), ანაბელ მედინა (ესპანეთი, 72), ბოიანა იოვანოვსკი (სერბეთი, 73), ქსენია პერვაკი (რუსეთი, 97) და პატრისია მაირი (ავსტრია, 99). გამარჯვებული 110 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ფინალისტი - 78-ს. ჩვენებურმა ერთი ეტაპი მაინც რომ დაძლიოს, კლასიფიკაციაში 14 ქულას შეიძენს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა