აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში გაიხსნა წლის მეოთხე კლასიკური ტურნირი ნაგოიას ბაშო. პირველად ისტორიაში უმაღლეს დივიზიონში სამი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს:

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში გაიხსნა წლის მეოთხე კლასიკური ტურნირი ნაგოიას ბაშო. პირველად ისტორიაში უმაღლეს დივიზიონში სამი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს: დასავლეთის კომუსუბი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) და დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ლევან ცაგურია (კოკაი). პირველ დღეს ორ მათგანს დებიუტი ჰქონდა, ტოჩინოშინს კომუსუბის რანგში ხოლო გაგამარუს - მაკუუჩის დივიზიონში. ორივე დებიუტი მარცხიანი გამოდგა, თუკი ტოჩინოშინმა სუმოს იერარქიაში მეოთხე ტიტულით დიდ ჩემპიონთან წაგებით შეაბიჯა, გაგამარუმ თავისი პირველი ორთაბრძოლა ელიტაში ქართველთან მარცხით დაიწყო...

ცნობილი სკანდალის შემდეგ სუმოს სამყარო კრიზისშია, ელიტის 7 სუმოისტს დისკვალიფიკაცია აქვს (ოძეკი კოტომიცუკის, სამუდამო). ასე რომ, ტურნირმა ბევრი ვარსკვლავი მოისაკლისა, ტელეკომპანია NHK-მ 60-წლიან პრაქტიკაში პირველად გადაიფიქრა პირდაპირი ტრანსლაცია და ბაშოს მხოლოდ ჩანაწერის სახით აჩვენებს, უარი თქვეს სპონსორებმა, დაბოლოს, ნაგოიას ბაშოს გამარჯვებულს იმპერატორის თასს არ გადასცემენ. შეჯიბრების პირველ დღეს სულ 19 კენშო (ჰონორარის ერთეული სპონსორთაგან) გათამაშდა (შარშანდელზე 67 კენშოთი ნაკლები), აქედან 11 კენშო დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოსა და კომუსუბი ტოჩინოშინის ორთაბრძოლაზე დაწესდა. იოკოძუნამ ახლადგამომცხვარ ქართველ კომუსუბის უვატენაგეს ილეთით აჯობა და 11-ვე კენშო მიითვისა. ეს მონღოლის ზედიზედ 33-ე გამარჯვებაა ბაშოზე. ლევანმა კი მეხუთე ცდაზეც ვერაფერი გააწყო იოკოძუნასთან. 25 წლის ჰაკუჰომ წამში შეძლო ცაციათი მეტოქის მავაშის დაჭერა და უვატენაგეს ილეთით 22 წლის ქართველის დაგდება. სხვათა შორის, ეს მე-100 მარცხი იყო ქართველი სუმოისტისთვის ელიტაში.

დიდ ინტერესესს იწვევდა პირველი ქართული დერბი გაგამარუსა და კოკაის შესრულებით, 23 წლის გაგამარუ, რომელიც ორ ცენტნერს იწონის, დიდი სიჩქარით დაეტაკა კოკაის, რომელმაც მეტოქეს მავაშის ჩაჭიდების საშუალებაც მისცა, მაგრამ გამოცდილმა "შავმა ზღვამ" დროული მიწოლით გვერდში (ცუკიოტოში) დებიუტანტი თანამემამულე დოჰიოზე დააგდო.

ტოჩინოშინი დღესაც მონღოლს დაეჭიდება, მისი მეტოქე 26 წლის ოძეკი ჰარუმაფუჯია, რომელმაც მარცხით დაიწყო ბაშო. ურთიერთშეხვედრებში ფრეა - 2:2. ბოლოს, მაისის ბაშოზე ტოჩინოშინმა იმარჯვა. თუ გახსოვთ, მაშინ ქართველმა ზედიზედ ოთხი ოძეკი დაამარცხა. გაგამარუს მეტოქე მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკაა, რომელსაც პირველად ხვდება კარიერაში. ვნახოთ, შეძლებს თუ არა 23 წლის ქართველი ამ ორთაბრძოლაში ელიტის პირველი გამარჯვების მოპოვებას. გაგამარუსთან მოგება კოკაისთვის 280-ე იყო ელიტაში. "შავი ზღვა" კარგად დაწყებული ბაშოს ამავე განწყობით გაგრძელებას მე-14 მაეგაშირა ტამავაშისთან ორთაბრძოლით შეეცდება. ქართველი მონღოლთან ურთიერთშეხვედრებში 1:2-ს აგებს.

ნაგოიას ბაშოს პირველ დღეს სამი ოძეკი დარჩა გამარჯვებული, 25 წლის ესტონელმა ბარუტომ მონღოლი კომუსუბი ჰაკუბა დაამარცხა, ბალტიელმა გოლიათმა ძალზე იოლად წააქცია "მსუბუქწონოსანი" (128 კგ) დებიუტანტი კომუსუბი. 27 წლის ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ, რომელიც ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა დოჰიოს, ორივე ხელით ჩააფრინდა მონღოლ ასასეკირიუს და გასაქანი აღარ მისცა. 37 წლის კაიომ კი ყველაზე იოლად იმარჯვა, მან სასტარტო დაჯახებისთანავე გადაჯეგა დოჰიოს ცენტრში ოსი არანი. საინტერესო ბრძოლა იყო სეკივაკე კისენოსატოსა და ყოფილ სეკივაკე ამინიშიკის შორისაც, რომელიც იაპონელთა იმედის გამარჯვებით დასრულდა.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლის. ნაგოია.

I დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ბარუტო-ჰაკუბა (კიმეტაოში), ტოჩიოძანი-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), კოტოოშუ-ასასეკირიუ (იორიკირი), კაიო-არანი (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ამინიშიკი (ოკურიტაოში), კიოკუტენჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტოკიტენკუ-კიტატაიკი (ჰატაკიკომი), კაკურიუ-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოკუსეგავა-იოშიკაძე (იორიტაოში), შიმოტორი-კაკიძოე (ოშიტაოში), მოკონამი-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ტაკამისაკარი-ტაკეკაძე (ჰიკიოტოში), კოკაი-გაგამარუ (ცუკიოტოში), ჰომაშო-კიმურაიამა (ოკურიდაში), ტამავაში-ბუშუიამა (ოშიდაში), ჰოკუტორიკი-ტამაასუკა (ცუკიდაში), კოტოკასუგა-შოტენრო (იორიკირი).

ფოტოზე: ქართული დუელი, კოკაი გაგამარუს ამარცხებს

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"