წლევანდელი საკრივო სეზონის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა არ გაიმართება. სუპერმძიმე წონაში WBA-ისა და IBF-ის მსოფლიოს ჩემპიონმა უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ტრავმა მოიმიზეზა

წლევანდელი საკრივო სეზონის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა არ გაიმართება. სუპერმძიმე წონაში WBA-ისა და IBF-ის მსოფლიოს ჩემპიონმა უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ტრავმა მოიმიზეზა და უახლოეს უქმეებზე არ გავა რინგზე ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან საბრძოლველად.

ბრძოლის გაუქმების შესახებ ჟურნალისტებს ბრიტანელი მძიმეწონოსნის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა აცნობა. მას კლიჩკოს გუნდიდან შეატყობინეს, რომ ჩემპიონმა ზურგის კუნთი გაიწყვიტა და ჩისორას წინააღმდეგ ბრძოლა გამორიცხულია. უორენი ამბობს, რომ ჩისორა ძალიან განაწყენდა ამ ახალი ამბავის გამო, რადგან მოუთმენლად ელოდა უფროს კლიჩკოსთან საჩემპიონო ორთაბრძოლას.

შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სააგენტო AP, რომელსაც წყაროდ კლიჩკოს მრჩეველის შელი ფინკელის სიტყვები მოჰყავს. მან დაადასტურა, რომ ვლადიმერის ტრავმა რთული არ არის, მაგრამ ის მაინც შეუშლის ხელს უკრაინელს რინგზე გასვლაში. ფინკელის თქმით, ჩემპიონს დაზიანების სამკურნალოდ მინიმუმ ორი თვე დასჭირდება.

კლიჩკოსა და ჩისორას ბრძოლა 11 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უნდა გამართულიყო. ბრიტანელს პროფესიულ რინგზე 14-დან 14 გამარჯვება აქვს, თუმცა საყოველთაო აღიარებით მას უკრაინელის დონის მოკრივე ჯერ არ შეხვედრია.

იმავე სააგენტო AP-ის ინფორმაციით, მოკრივეების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ბრძოლის ახალი თარიღის თაობაზე.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე