ნოემბრის ბოლოს საქართველოში ხმა დაირხა, კალაძე თბილისის "დინამოს" შეძენითაა დაინტერესებულიო

ნოემბრის ბოლოს იტალიურ პრესაში დაიწერა, კახა კალაძე ტრავმის გამო წლეულს ვეღარ ითამაშებსო. საქართველოში კი ხმა დაირხა, კალაძე თბილისის "დინამოს" შეძენითაა დაინტერესებული და კლუბის განვითარების საკუთარი გეგმაც აქვსო. კახა "სამტრედიასთან" მიმართებაშიც არაერთხელ ახსენეს.

ერთი სიტყვით, კალაძესთან სალაპარაკოდ არაერთი მნიშვნელოვანი თემა გვქონდა და მას იტალიაში დავუკავშირდით.

- კახა, ტრავმის საქმე როგორ არის?

- ახლა ბევრად უკეთ ვარ. მყესი მქონდა გაჭიმული. დავისვენე, ვიმკურნალე და სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ. მალე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშიც შემეძლება.

- იტალიური მედია წერდა, კალაძე წლეულს ვერ ითამაშებოო...

- მთლად ასეც არ არის საქმე. ტრავმის გამო ორი მატჩი გამოვტოვე, "ბრეშასთან" და "ლეჩესთან". ვერც შაბათს ვითამაშებ შინ "ნაპოლისთან". თუმცა იმედი მაქვს "ინტერთან" სათასო მატჩში, ან წლევანდელ ბოლო ტურში "სამპდორიასთან" მოედანზე გავალ. ჩვენი მწვრთნელი დევიდე ბალარდინი ხშირად კითხულობს ჩემს ამბავს, აინტერესებს, როდის შევძლებ თამაშს.

სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიდის და ვნახოთ რას იტყვიან ექიმები. თუ იქნება იმისი ალბათობა, რომ ტრავმა გამიმიზეზდეს, მაშინ სჯობს არ ვითამაშო, რადგან გაისად მნიშვნელოვანი მატჩები მელის ეროვნულ ნაკრებში და "ჯენოაში".

- თბილისში ხმა დაირხა "დინამოს" შეძენას აპირებსო. ისიც ითქვა, კლუბის განვითარებისთვის საკუთარი გეგმა აქვს, რომელშიც კიევის "დინამოსთან" ან სხვა უცხოურ კლუბთან პარტნიორობა შედისო...

- "სამტრედიასთან" მიმართებაშიც მახსენეს. ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდია და მისი წარმატებები მუდამ მახარებს. ამ კლუბს დავხმარებივარ კიდეც, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხმები, თითქოსდა "დინამოს", "სამტრედიას" ან რომელიმე ქართული კლუბის შეძენა მსურს, სიმართლეს არ შეესაბამება. მართალი გითხრათ, ქართული კლუბის შეძენას ან ინვესტიციის დაბანდებაზე არც ვფიქრობ, რადგან ჯერჯერობით ამ საქმეში პერსპექტივას ვერ ვხედავ.

- და რატომ ვერ ხედავთ?

- ქართული ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ამისთვის სათანადო ბიზნესგარემო უნდა შეიქმნას. ბიზნესმენი რაღაცით უნდა დააინტერესო, ქართულ კლუბში ფული რომ ჩადოს. მით უმეტეს, ჩვენი კლუბები შედეგებითა ან სხვა ფაქტორებით ვერ გამოირჩევიან. სხვა ფაქტორებში, ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ. ბიზნესმენი გუნდით რომ დაინტერესდეს, კლუბს ბაზა და სტადიონი უნდა ჰქონდეს. ეს ყველა გუნდისთვის აუცილებლობაა. თუ არ აქვს, მაშინ ამის გასაკეთებლად ფინანსებია საჭირო. კლუბი ერთი მთლიანი ბიზნესპაკეტი უნდა იყოს, რომელიც გუნდს, ბაზას და სტადიონს მოიცავს. უამისოდ, ჩვენს კლუბში ჩადებული ფული შედეგს ვერ მოიტანს. საქართველოში თითო-ოროლა კლუბია, რომელსაც ბაზაც აქვს და სტადიონიც. ჩემი აზრით, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის სხვა მიმართულება, სხვა პროექტია საჭირო.

- რას გულისხმობთ?

- დღეს ორი-სამი ქართული კლუბია შედარებით ძლიერი, დანარჩენებს უჭირთ და ინფრასტრუქტურაც არ აქვთ. არადა, ინფრასტრუქტურის გარეშე ძნელია შედეგის მიღწევა. ამიტომ, ჩემი აზრით, კლუბებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ინფრასტრუქტურის შექმნასა და მოძლიერებაში. საამისოდ ფეხბურთის განვითარების პროგრამაა საჭირო. უკეთესია, პროგრამა გრძელვადიანი იყოს. თუ არა და, ორ-სამწლიანი მაინც უნდა იყოს, რათა კლუბები მოძლიერდნენ და ბიზნესმენებისთვის უფრო ფასეული გახდნენ. თუ ასე მოხდება, იქით კი არ იქნება სახვეწარი, ბიზნესმენები რიგში ჩადგებიან ჩვენი გუნდების საყიდლად.

- ახლა ნაკრებზე, სლოვენიასთან მატჩზე ვთქვათ.

- ვფიქრობ, ეს მატჩი კარგად გამოვიყენეთ. ნაკრებში არაერთი ახალი ფეხბურთელი გამოიცადა, კონკურენცია გაიზარდა და ეს ახალბედები ეროვნულის მოთხოვნებს გაეცნენ. კოპერის მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ვაგებდით და მოვიგეთ. თანაც, ეს ოპტიმალური კი არა, გადახალისებული შემადგენლობით შევძელით.

- კოპერში ბევრმა ახალბედამ ითამაშა. ნაკრების კაპიტანი მათზე რას ფიქრობს?

- ფეხბურთელების შეფასება, ვინმეს გამორჩევა მწვრთნელის კომპეტენციაა. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ მოუმატონ და ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრონ ადგილი.

- რვამატჩიანი წაუგებელი სერია 2010 წელს... ასეთი არც გვახსოვს.

- მართლაც წარმატებული წელიწადი გვქონდა. ეს ყველას დამსახურებაა, მწვრთნელის, ფეხბურთელების, გულშემატკივრის. თუმცა ერთი უნდა გვახსოვდეს: წარმატებით დიდხანს ტკბობა ხეირს არ მოგვიტანს. ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ეს უკვე წარსულია და უნდა დავივიწყოთ. ნაკრებში კიდევ ბევრია სამუშაო. უკვე დროა, გაზაფხულის მატჩებისთვის კლუბებში ვემზადოთ. მარტის თამაშებს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ჯგუფის ფავორიტ ხორვატებთან უძნელესი მატჩი გველის. განვლილმა შეხვედრებმა გვიჩვენა, რომ ყველა გუნდთან შეგვიძლია სასურველი შედეგისთვის ბრძოლა. მეტოქეები ისე აღარ უყურებენ ჩვენს ნაკრებს, როგორც შარშან და მანამდე. ახლა ანგარიშგასაწევ ძალად გვთვლიან და ყველა სერიოზულად მოემზადება ჩვენთან თამაშისთვის.

- შესარჩევი ციკლის მატჩებამდე, 9 თებერვალს კვიპროსზე სომხეთს ვეთამაშებით...

- ნურავინ იტყვის, რომ სომხეთთან იოლი მატჩი გვექნება. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი საფეხურით, მაგრამ სომხეთი ფიფას რეიტინგში ჩვენზე საგრძნობლად წინ არიან. ასე რომ, ეს ამხანაგური მატჩიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის