თურქულ ანტაკიაში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენებურებმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს

თურქულ ანტაკიაში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა ჩვენთვის იგი გუშინ დამთავრდა. უკვე გაუწყეთ, რომ მეთექვსმეტედფინალში ძირითადი პარტიების შემდეგ 9 მინიმატჩი დასრულდა. ბრძოლას გამოეთიშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, რომელიც ჩინელ ჟაო სიუს დანებდა - 0,5:1,5. შვიდ წყვილში გამარჯვებულები გუშინდელ ტაიბრეიკებში გამოვლინდა. სოფიო ხუხაშვილმა რუს მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან ორივე 25-წუთიანი პარტია დათმო. ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ნანა ძაგნიძე 2001 წლის ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოსთან (საფრანგეთი). არადა, მისი როგორ გვეიმედებოდა!

კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოსცილდა ბულგარელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა, რომელსაც ჩინელმა ჰუან ქიანმა აჯობა - 2:0. გუშინდელი დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: კატერინა ლახნო (უკრაინა)-თრანგ თან ჰუანგი (უნგრეთი) 2:0, ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) 1,5:0,5, ჟუ ჩენი (ყატარი)-მონიკა სოჩკო (პოლონეთი) 2:0, რუან ლუფი (ჩინეთი)-სიაოვენ ჟანი (ჩინეთი) 2:0.

მერვედფინალში ითამაშებენ:

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-რუან ლუფი (ჩინეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ელენა დემბო (საბერძნეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-ანა ზატონსკიხი (აშშ), ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-იუ ვენიუნი (ჩინეთი), ჰოუ იფანი (ჩინეთი)-ჟუ ჩენი (ყატარი), ჰუან ქიანი (ჩინეთი)-კატერინა ლახნო (უკრაინა).

მე-3 რაუნდის პირველი პარტიები დღეს გაიმართება.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს