შესაძლოა ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის დაწყების ვადამ ივნისიდან ივლისში გადაიწიოს
ფიფა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დაწყების გადავადების საკითხს განიხილავს, რათა ფეხბურთელებმა ნაციონალური ჩემპიონატების შემდეგ დასვენება და ძალების აღდგენა მოასწრონ. ამ საკითხზე ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ოპერატიული სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

უახლოეს მომავალში ექსპერტებმა შესაძლოა ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების ვადა ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებში გადაიტანონ. ეს ნაბიჯი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების უეინ რუნის, დიდიე დროგბას და კრისტიანუ რონალდოს მრავალთათვის იმედგამაცრუებელმა, უფერულმა ასპარეზობამ გამოიწვია, რის მიზეზადაც ეროვნულ ჩემპიონატებზე გამოფიტვას მიაწერენ.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესაძლო გადატანის შესახებ ინფორმაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის მოწოდების შემდეგ გავრცელდა, რომელიც ყატარში 2022 წლის ჩემპიონატის ზაფხულიდან ზამთარში გადატანას ითვალისწინებს. აზიის საფეხბურთო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა პიტერ ველაპანმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის არენებზე ჰაერის კონდიციონერით გაგრილება, 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს "პრობლემებს ვერ გადაწყვიტავს".

ველაპანის თქმით, ამ მიზეზით ზოგიერთმა ევროპულმა ნაკრებმა შესაძლოა ამ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტიც გამოუცხადოს.

ადრე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ვადის გადატანის ინიციატივით ფიფას აღმასკომის წარმომადგენელი ფრანც ბეკენბაუერი გამოვიდა. სახელგანთქმული ფეხბურთელის აზრით, გამონაკლისის სახით ეს ჩემპიონატი აუცილებელია ზამთარში გადაიტანონ.

gio
რას არ ჩალიჩობენ ეს ბრაზილიელები, არასაფეხბურთო სიცხეში უნდათ ჩემპიონატის ჩატარება, თვითონ რომ ქონდეთ უპირატესობა :) ვითომ ისე გაუჭირდებოდათ )
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა