მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკისთვის ახალი კაბები სტელა მაკარტნიმ "ადიდასთან" ერთად შექმნა

მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნდა სეზონის პირველ ნახევარში ჩოგბურთელის გამოსვლების გრაფიკი. ვოზნიაცკი 2011 წლის სეზონს ტაილანდში დაიწყებს, სადაც 1 იანვარს საჩვენებელ მატჩს ჩაატარებს ბელგიელი კიმ კლაისტერსის წინააღმდეგ. 5-8 იანვარს კაროლინი ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს ტრადიციულ ტურნირში - Hong Kong Tennis Classic-ში.

20 წლის დანიელის პირველი ოფიციალური სტარტი იქნება სიდნეის ტურნირი -Medibank International (9-15 იანვარი). შემდეგ სიაში მოდის: ავსტრალიის ღია პირველობა (17-30 იანვარი), ფედერაციის თასი (31 იანვარი-6 თებერვალი), Dubai Duty Free Tennis Championships (დუბაი, 14-20 თებერვალი), Qatar Ladies Open (დოჰა, 21-27 თებერვალი), BNP Paribas Open (ინდიან უელსი, 7-20 მარტი) და Sony Ericsson Open (მაიამი, 21 მარტი-3 აპრილი).

გრუნტის სეზონს ვოზნიაცკი შტუტგარტში დაიწყებს (18-24 აპრილი), რის შემდეგაც მადრიდში (2-8 მაისი), ბრიუსელში (16-21 მაისი) და როლან გაროსზე (23 მაისი-5 ივნისი) ითამაშებს. შემდეგ ვოზნიაცკის გეგმაშია e-Boks Sony Ericsson Open (კოპენჰაგენი, 6-12 ივნისი), უიმბლდონი (20 ივნისი–3 ივლისი) და Collector Swedish Open Women (ბაშტადი, 4-10 ივლისი).

როგორც ცნობილია, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ცნობილ დიზაინერ სტელა მაკარტნისთან თანამშრომლობს. ბრიტანელმა 2011 წლის სეზონისთვის კომპანია "ადიდასთან" ერთად ვოზნიაცკისთვის ახალი კაბები შექმნა. ერთერთს აქ წარმოდგენილი ფოტოთი გაეცნობით.

"ადიდასს" არ ჩამორჩა "ნაიკი" და იმ კაბის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"