მსოფლიოს წამყვანმა ჩოგბურთელებმა უკვე დაიწყეს 2011 წლის სეზონისთვის მზადება.

მსოფლიოს წამყვანმა ჩოგბურთელებმა უკვე დაიწყეს 2011 წლის სეზონისთვის მზადება. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა საჩვენებელი ტურნირი, რომელშიც კორტის მასპინძლებთან - კიმ კლაისტერსთან, ჟუსტინ ანენთან და იანინა ვიკმაიერთან ერთად, როლან გაროსის ჩემპიონმა, იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემაც ითამაშა.

პირველები კორტზე ვიკმაიერი და სკიავონე გავიდნენ და აპენინელმა ორ სეტში - 7:5, 6:4 გაიმარჯვა. გაცილებით დიდი ინინტერესი გამოიწვია ძველი მეტოქეების - კლაისტერსისა და ანენის დაპირისპირებამ. ეს მათი 26-ე (!) შეხვედრა გახლდათ და მცირე უპირატესობა კიმის მხარეს იყო - 13:12.

ანენმა ვერ შეძლო თანაფარდობის აღდგენა. მეტოქეებმა პირველი და მეორე სეტი გაცვალეს - 6:1 კიმმა მოიგო, 6:3 - ანენმა. მესამე სეტში საჩემპიონო ტაი-ბრეიკი გათამაშდა, სადაც უფრო იღბლიანი კლაისტერსი აღმოჩნდა - 10:5.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიმმა და ჟუსტინმა საინტერესო იდეის შესახებ მოუყვნენ ჟურნალისტებს - კერძოდ, მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი ლონდონის ოლიმპიადისთვის გაერთიანებას და წყვილთა თანრიგში თამაშს აპირებს. მაგრამ ორივემ აღიარა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის ყველაფრის კარგად დაგეგმვა და გათვლაა საჭირო.

"ეჭვგარეშეა, რომ ეს იქნება ოლიმპიური თამაშების მშვენება, - აღნიშნა 27 წლის კიმმა, რომელმაც დაამატა, რომ 2012 წელი, შესაძლოა, ბოლო იყოს მის კარიერაში. - კარგი იქნება, თუ ეს იდეა გამოგვივა".

აქამდე კიმსა და ჟუსტინს მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ ერთად: ფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ბელგიელთა დუეტმა მარია კირილენკოსა და დინარა საფინას წყვილთან წააგო - 6:7, 5:7. თუმცა ბელგია მატჩს 3:1-ს იგებდა და წყვილთა შეხვედრას აზრი არ ჰქონდა.

კლაისტერსს აქამდე ოლიმპიადაზე არ უთამაშია, ანენი კი ათენის თამაშების ჩემპიონი გახლავთ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა