ლა ლიგა. XV ტურის წინ: შეინარჩუნებს "ბარსელონა" ორქულიან ჰანდიკაპს "სამეფო კლუბზე"?

რაღაცნაირი ტურია... ვერ გამოარჩევ რომელიმე თამაშს. შესაძლოა, ეს "ელ კლასიკოს" შემდეგ გვეჩვენება კიდეც. დღეს "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" "დეპორტივოს" მასპინძლობს, სახელები იცოცხლე, მაგრამ ახლანდელი "დეპორი" ვერ არის სერიოზული მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი, "ატლეტიკოსაც" მინიკრიზისი აქვს. მადრიდის გარეუბანში მიჩელის "ხეტაფე" "ვილიარეალს" მასპინძლობს, გუნდს, რომელიც მე-3 ადგილზეა. დღევანდელი ესპანური "სამზარეულო" ანდალუსიურ დერბისაც გვთავაზობთ, მაგრამ "სანჩეს პისხუანს" ნაკლებად პოპულარული და აშკარად სუსტი "ალმერია" სტუმრობს.

კვირის საღამოს 8 საათის 4 მატჩიდან მხოლოდ ბილბაოს "ატლეტიკისა" და "ესპანიოლის" დაპირისპირებას თუ გამოვარჩევთ. საღამოს კი "რეალი" აუტსაიდერ "სარაგოსას" ეწვევა. ისევ ტურის ბოლოსწინა დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ - "კამპ ნოუს" პრიმერაში აღზევებული "რეალ სოსიედადი" სტუმრობს. სხვა საქმეა, რამდენად აქვთ შანსი შინ ყოჩაღად მოთამაშე ბასკებს კატალონიის დედაქალაქიდან თუნდაც ქულა წამოიღონ... ტური "მესტალიაზე" დასრულდება, "ვალენსია" "ოსასუნას" მიიღებს. მოკლედ, ამ ტურში ესპანეთში მოთამაშე ამდენი საინტერესო გუნდი ისე გადანაწილდა ბევრად საინტერესო წყვილები ვერ მივიღეთ. მთავარ ინტრიგას - შეინარჩუნებს "ბარსელონა" ორქულიან ჰანდიკაპს "სამეფო კლუბზე"? ალბათ დადებითად ეპასუხება. შეძლებს კი "რეალი" დევნის გაგრძელებას? სავარაუდოდ, ამის პასუხადაც უნდა დავაქნოთ თავი.

"ბარსელონამ" მაქსიმალური სიჩქარე აკრიფა - ბოლო ექვსი ტურია "ბლაუგრანა" იგებს, თან პეპ გვარდიოლას ბიჭებმა 27 გოლის გატანა შეძლეს (აქედან 5 "რეალის" კარში). მოკლედ, ბოლოს "კამპ ნოუს" რეალი" ეწვია და 5 უპასუხო გოლი გაუშვა, ახლა კიდევ "რეალ სოსიედადი" სტუმრობს...

ბასკები იხტიბარს არ იტეხენ. აი, რას ამბობს მათი შეტევების ლიდერი ხოსება ლორენტე: "ძალიან კარგი თამაში გველის. "კამპ ნოუზე" წინასწარ განწირულები სულაც არ ვართ, იქ ჩვენ კარგ ფეხბურთს შემოგთავაზებთ. "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშისას დამღუპველია, იმაზე ფიქრი, რაც შეიძლება ნაკლები გოლი გაუშვა - უარესს შედეგს მიიღებ. დადებითი შედეგი? რატომაც არა! თუკი ჩვენ 100%-ით თავს დავდებთ და ამავე დროს "ბარსას" ცუდი დღე ექნება, არაფერია გამორიცხული". გასაგებია, რომ გამოცდილ ლორენტეს ფეხები არ აუკანკალდება, მაგრამ აჰყვებიან კი მას ახალგაზრდა თანაგუნდელები, რომელთა ნაწილი "კამპ ნოუზე" პირველად ითამაშებს, საკითხავია.

გვარდიოლას არ ეყოლება გაბრიელ მილიტო და ჟეფრენ სუარესი, ვარჯიში დაიწყო მალელმა სეიდუ კეიტამ, რომელსაც მუხლი აწუხებდა. მარტინ ლასარტე "კამპ ნოუზე" ხუთი მცველით თამაშს. "რეალ სოსიედადს" სამი კაცი ჰყავს დაშავებული, რომელთაგანაც ნაკლებსავარაუდოა თამაში შეძლოს ფრანგმა ახალგაზრდა ანტუან გრიზმანმა, საეჭვოა დიეგო იფრანისა და დავიდ ზურუტუზას გამოჩენაც.

არაგონელები ცხრილის ფსკერზე არიან, რაც სეზონი დაიწყო "სარაგოსამ" მხოლოდ ერთხელ მოიგო. მოკლედ, "სამეფო კლუბთან" გუნდის შანსებს სერიოზულს ვერ ვუწოდებთ. "რეალს" კიდევ ერთი უპირატესობა დაემატა - როგორც იქნა, საკუთარი შესაძლებლობისა ირწმუნა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ხავიერ აგირემ დაცვის ხაზში უნდა მონახოს მატეო კონტინისა და ივან ობრადოვიჩის შემცვლელები. "რეალში" ვარჯიში განაახლა ანხელ დი მარიამ, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდში პრობლემები რჩება: ერჟი დუდეკი კარგა ხანს დაისვენებს მოტეხილი ყბით, სამი ხედირა დისკვალიფიცირებულია, ლაზარეთში იმყოფებიან: სერხიო კანალესი, ფერნანდო გაგო, გონსალო იგუაინი და კაკა.

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი კიკე ფლორესი დისკვალიფიკაციას "დეპორტივოსთან" მატჩით მოიხდის. სპეციალისტს მხოლოდ ორი სადარდებელი აქვს თამაშის წინ - პაულო ასუნსაო დისკვალიფიცირებულია, ხოლო ტიაგომ ტრავმა ახლახან მოიშუშა და მისი თამაში სარისკოა. გალისიელებს, როგორც იქნა, დაუბრუნდა ლიდერი - მექსიკელი ანდრეს გუარდადო. თუმცა "დეპორში" პრობლემებიცაა: რიკი და ჟუკა ვერ ვარჯიშობენ, რუბენ პერესი "ატლეტიკოს" ეკუთვნისა და თამაშის უფლება არა აქვს, ფორვარდ ადრიანის თამაში კი საეჭვო გახლავთ.

ბილბაოს "ატლეტიკი" მეოთხეადგილოსან "ესპანიოლს" დაუხვდება. მასპინძელთა რიგებში საეჭვოა პაბლო ორბაისის, ირაოლას, აიტორ ოსიოსა და კოიკილის თამაში. "ესპანიოლს", რა თქმა უნდა, ერ ეყოლება ფელიპე მატიონი, რომელიც მუხლის ტრავმამ დიდი ხნით გამოთიშა (თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ მისი აღდგენითი პროცესი დაგეგმილზე სწრაფად მიდის), გამორიცხულია კუნთნატკენი ხავი ლოპესის თამაშიც. დისკვალიფიკაცია აქვთ ხავი მარკესს და რაულ ბაენას.

დღეს

ხეტაფე-ვილიარეალი 21:00

დისკვალიფიკაცია: ბოატენგი - როსი

ტრავმა: მ. ალვარესი, კასკერო - ორიოლი, კაპდევილა

სევილია-ალმერია 23:00

ტრავმა: პეროტი, ფასიო, კონე, ნავასი, ლ. ფაბიანო, ვარასი - ბერნარდელო, ს. სილვა, მიჩელი, პელერანო, ნიეტო

ატლეტიკო-დეპორტივო 01:00

დისკვალიფიკაცია: ფლორესი, პ. ასუნსაო - რ. პერესი (იჯარა)

ტრავმა: ტიაგო - ჟუკა, რიკი, ადრიანი (?)

ხვალ

ბილბაო-ესპანიოლი 20:00

დისკვალიფიკაცია: ბაენა, ხ. მარკესი (ესპ)

ტრავმა: ორბაისი, ირაოლა, ოსიო, კოიკილი - მატიონი, ხ. ლოპესი, გალანი, კორომინასი, დე ლა პენია

სპორტინგი-ლევანტე 20:00

ტრავმა: კანელია - როდასი, ნ. გონსალესი, იბორა, მ. პერესი

ერკულესი-მალაგა 20:00

დისკვალიფიკაცია: ფრიტცლერი (ერკ)

ტრავმა: ტომერი, რუფეტე - აპონიო, ს. ფერნანდესი

მალიორკა-რასინგი 20:00

დისკვალიფიკაცია: რუბენი (მალ)

ტრავმა: კ. გარსია, პინა, აიოსე, სერხიო - კოლტორტი, ციოლისი, ოსკარი, არანა

სარაგოსა-რეალი 22:00

დისკვალიფიკაცია: კონტინი, ობრადოვიჩი - ხედირა

ტრავმა: დუდეკი, კანალესი, იგუაინი, გაგო, კაკა

ბარსელონა-რეალ სოსიედადი 00:00

ტრავმა: მილიტო, ჟეფრენი, კეიტა (?) - გრიზმანი, იფრანი, ზურუტუზა (?)

ზეგ

ვალენსია-ოსასუნა 00:00

დისკვალიფიკაცია: ალბელდა (ვალ)

ტრავმა: კამუნიასი (ოს)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 14 12 1 1 41-8 37

2. რეალი 14 11 2 1 35-11 35

3. ვილიარეალიF 14 9 3 2 27-12 30

4. ესპანიოლი 14 9 1 4 16-15 28

5. ვალენსია 14 7 3 4 19-15 24

6. სოსიედადი 14 7 1 6 21-19 22

7. მალიორკა 14 6 3 5 15-16 21

8. სევილია 14 6 2 6 20-23 20

9. ატლეტიკო 14 6 2 6 22-19 20

10. ხეტაფე 14 6 2 6 22-20 20

11. ბილბაო 14 6 1 7 21-25 19

12. დეპორტივო 14 4 5 5 12-16 17

13. ოსასუნა 14 4 3 7 12-17 15

14. ერკულესი 14 4 3 7 14-21 15

15. ლევანტე 14 4 2 8 16-23 14

16. რასინგი 14 4 2 8 12-23 14

17. მალაგა 14 4 1 9 19-28 13

18. სპორტინგი 14 2 4 8 11-22 10

19. ალმერია 14 1 7 6 10-21 10

20. სარაგოსა 14 1 6 7 13-24 9

ბომბარდირები: 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ნილმარი (ვილიარეალი); 8 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), დავიდ ვილია (ბარსელონა); 7 - დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), გონსალო იგუაინი (რეალი).

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...