საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტურის წინ

საოცარი ჩემპიონატია ფრანგული ლიგა 1 - სხვაგან სად ნახავთ ტურნირის შუაწელზე ლიდერი გუნდი ორ ტურში მე-10 ადგილზე ჩამოვარდეს! არადა, ზუსტად ასე დაემართა "მონპელიეს", რომელიც მე-14 ტურის შემდეგ "ლილის" და "რენის" კამპანიაში ლიდერობდა. "ლილი" ახლაც პირველია და დღეს ბოლოადგილოსან "არლს" ესტუმრება. ავინიონელები, როგორც აღზევდნენ, ისევე დაქვეითდებიან, მაგრამ, ნათქვამია, ერთხელ ცოცხიც გაისვრისო... არადა, რუდი გარსიას გუნდს ერთი წაფორხილების უფლებაც არ აქვს (ამის ნათელი მაგალითი "მონპელიეა"). საფრანგეთის უკიდურესი ჩრდილოეთის ქალაქის გუნდზე კი ცოტას კიდევ შევჩერდებით. მით უფრო, რომ 9-გოლიანი თრილერის შემდეგ ეს გუნდი პოპულარული გახდა გულშემატკივრებში. "ლილის" კარს გამოცდილი გოლკიპერი მიკაელ ლანდრო იცავს. დაცვის ოთხეული ასე გამოიყურება: მატიო დებიუში, ემერსონი, ორელიან ჩედჯუ და ადილ რამი. გუნდის შუახაზის "გამწევი ძალა" მეტისმეტად ახალგაზრდაა, მაგრამ მეტისმეტად ნიჭიერიც - 19 წლის ედენ ჰაზარდი. თუკი ჰაზარდი ევროგრანდებმა სეზონის ბოლომდე დაუტოვეს "ლილს", ჩათვალეთ, რომ ნორდელებს მაგრად გაუმართლათ. ჰაზარდი ვერას გახდებოდა, რომ არა მუშა ნახევარმცველები იოან კაბაიე და რიო მავუბა. ამ სამეულს დავუმატოთ ფლორან ბალმონი და ლუდოვიკ ობრანიაკი, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი პოლონელი, რომელიც პოლონეთის ნაკრებში თამაშობს. შეტევაში "ლილი" ხშირად სამი ფორვარდით თამაშობდა, მაგრამ ახლა კოტ დ'ივუარელი ჟერვინიო ტრავმირებულია და ჭაპანს სენეგალელი მუსა სოუ და ვეტერანი პიერ-ალენ ფრო გაწევენ. სოუ 13 გოლით ბომბარდირებში ლიდერობს, ჟერვინიოს ანგარიშზე 7 გოლია, ფრომ კი 4 გაიტანა.

მას შემდეგ, რაც "ლილი" ოქტომბრის ბოლოს შინ "მარსელთან" დამარცხდა, გუნდმა 6 მატჩიდან 4 მოიგო (გავიხსენოთ 6:3 "ლორიანთან") და 2 ფრედ დაასრულა. რუდი გარსია თავისიანებს აუტსაიდერთან თამაშის წინ აფრთხილებს: "ჩემმა ბიჭებმა კარგად იციან, რა მნიშვნელობა აქვს "არლთან" შეხვედრას, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მათ - არ მოეშვნენ, არ ჩათვალონ წინასწარ მატჩი მოგებულად. დარჩნელ მოტივირებულებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ საშუალო ფრანგული გუნდი გავხდებით და დიდ მიზნებს ვერ დავისახავთ. რადგან ყველაფერი კარგად მიდის, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ 15 წუთით მეტი ძილი გვეკუთვნის, ან ისეთი საკვები, რომელიც სპორტმენისთვის საზიანოა. პროფესიონალობა სწორედ ყველა დეტალის ზუსტი დაცვაა. როცა მეკითხებიან, შეუძლია "ლილს" თუ არა ტიტულის მოპოვება ვპასუხობ - "ლიონმა" და "მარსელმა" ერთნაირი ანგარიშით, 3:1 მოგვიგო, მომავალი გამარჯვებული ამ ორ კლუბს შორის ეძიეთ".

"ლილის" ლიდერობა რომ მყიფეა უკვე ვთქვით - ჩრდილოელები მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ "პარი სენ ჟერმენსა" და "რენს". დედაქალაქელები "ვალანსიენს" სტუმრობენ. ხოლო "რენი" ხვალ "ბორდოს" ჩააკითხავს.

ჩემპიონი "მარსელი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ "ოსერს" შეხვდება. ამ თამაშში "მარსელს" კი ეყოლება სულეიმან დიავარა, მაგრამ შემდეგ სენეგალელი ორ მატჩს გამოტოვებს. ასე ძვირი დაუჯდა მას ფრანგულ "კლასიკოზე" პსჟH-ს ნენესთან უხეშობა. სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე ვიტყვით, რომ "ბასტია" ლიგის თასის მომავალი სეზონიდან საერთოდ მოკვეთეს კორსიკელი ფანების უგვანო საქციელის გამო. "ოსერი" მარსელელებს ბენუა პედრეტის გარეშე დაუხვდება, ის ტრავმირებულია და ერთი თვე იუქმებს. პედრეტი "ოსერის" ლაზარეთის მთელ არმიას შეუერთდა: ენგბარი, იელენი, ნ'დინგა, ბერტო, ლიკატა, სანოგო - ყველა ტრავმირებულია. დიდიე დეშამს მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება ტრავმების გამო: ილტონი და სესარ ასპილიკუეტა. ლუჩო გონსალესმა და ედუარდ სისემ ლიგაზე დაისვენეს, სტეფან მ'ბია დისკვალიფიცირებული იყო, ანდრე-პიერ Hჟინიაკი კი მომჯობინდა. ეს კვარტეტი "ოსერთან" სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

დღეს

არლი-ლილი 22:00

ბრესტი-მონპელიე 22:00

კაენი-ნიცა 22:00

ლორიანი-ლანსი 22:00

ნანსი-სოშო 22:00

ვალანსიენი-პსჟ 22:00

ოსერი-მარსელი 00:00

ხვალ

ლიონი-ტულუზი 20:00

მონაკო-სენტ ეტიენი 20:00

ბორდო-რენი 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 16 7 7 2 31:20 28

2. პსჟ 16 7 6 3 26:16 27

3. რენი 16 7 6 3 17:11 27

4. მარსელი 16 7 5 4 25:15 26

5. ლიონი 16 7 5 4 22:19 26

6. ბრესტი 16 7 4 5 19:14 25

7. სოშო 16 7 3 6 27:19 24

8. ბორდო 16 6 6 4 21:18 24

9. ტულუზი 16 7 3 6 17:16 24

10. მონპელიე 16 7 3 6 14:18 24

11. სტ. ეტიენი 16 5 7 4 21:19 22

12. ლორიანი 16 6 3 7 19:21 21

13. ოსერი 16 4 8 4 22:19 20

14. ნიცა 16 5 5 6 13:17 20

15. ვალანსიენი 16 4 7 5 18:17 19

16. ნანსი 16 5 4 7 18:26 19

17. მონაკო 16 2 9 5 15:15 15

18. ლანსი 16 3 6 7 15:27 15

19. კაენი 16 3 5 8 16:26 14

20. არლი 16 1 4 11 10:33 7

ბომბარდირები: 13 - მუსა სოუ (ლილი); 10 - იუსეფ ელ-არაბი (კაენი); 9 - ნენე (პსჟ); 8 - დიმიტრი პაიე (სენტ ეტიენი), კევინ გამეირო (ლორიანი); 7 - ჟერვინიო (ლილი), ბრაუნ იდეიე (სოშო), გრეგორი პუჟოლი (ვალანსიენი).

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსი" მუდრიკს პრაქტიკის მისაღებად მეგობარ კლუბში გაანათხოვრებს
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა