სამ დღეში ქართული გუნდები ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ. "ზესტაფონმა" "ფაეტანოს" ბარიერი იოლად გადალახა და...

სამ დღეში ქართული გუნდები ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ. "ზესტაფონმა" "ფაეტანოს" ბარიერი იოლად გადალახა და ამჯერად უკვე სლოვაკურ (ბანსკა-ბისტრიცა) "დუკლასთან" მოუწევს დაპირისპირება. "ვიტ ჯორჯია" კი ჩეხურ (ოსტრავა) "ბანიკს" შეეჭიდება. ეს მატჩები 15 ივლისს თბილისსა ("ბორის პაიჭაძე", 18 საათი) და ზესტაფონში ("დავით აბაშიძე", 20 საათი) გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ "დუკლა" და "ბანიკი" ერთმანეთს საკონტროლო მატჩში შეხვდნენ. თამაში ჩეხეთში შედგა და "ბანიკის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

ბანიკი (4-3-3): დანეკი (46. ბარანეკი) - რეჟნიკი (46. შმეიკალი), ნეუვირტი, ბოლფი (62. კუკალი), ნევესი - ფრაილახი (62. ჰუსბაუერი), მარეკი (46. გრეგუში), ლუკეში (77. ვოინარი) - ვარადი (63. ზეჰერი), შენკერიკი (74. ფანტუსი), ვრტო (46. პილიკი).

დუკლა (4-2-3-1): ბოროში - ბრაშენი (75. გონოსი), ადამიკი, პოლიოვკა, სავიჩი - პლევა, პოვაჟანეკი (67. ჰლინკა) - პანჩიკი, გაიდოში (67. დურიცა), ჰუჩკო (85. უშკოვიჩი) - დურიში (75. ფილო).

მატჩი ძირითადად "ბანიკის" კარნახით მიმდინარეობდა. ოსტრაველებმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა და გოლებიც არ დააგვიანეს. მე-13 წუთზე ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ტომაშ ფრაილახმა (8 მატჩში 3 გოლი) გახსნა ანგარიში. 6 წუთში კაპოვერდელმა მცველმა ნანდო ნევესმა "ბანიკი" ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კი "დუკლამ" მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა: 56-ე წუთზე ჩეხების კარი ნახევარმცველმა დალიბორ პლევამ დალაშქრა.

"ქართულ გუნდთან გასვლით მატჩამდე "დუკლასთან" საკონტროლო შეხვედრა ჩვენთვის გენერალური რეპეტიცია იყო. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ მატჩში ორი სხვადასხვა ტაქტიკური სქემა მოვსინჯეთ. პირველ ტაიმში შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი და მეტოქე დავჯაბნეთ. შესვენების შემდეგ კი დაცვიდან თამაშში გამოვცადე ჩემი გუნდი. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველებთან უფრო მეტი სისწრაფე და მაღალი ფიზიკური კონდიციები დაგვჭირდება. პირველი მატჩი სტუმრად გველის და დაცვაში დიდი ყურადღებით გვმართებს თამაში. კმაყოფილი ვარ ახალწვეულების თამაშითაც. მათ უკვე ეტყობათ, რომ ადაპტაციის პერიოდი უკან მოიტოვეს და გუნდში უცხოდ აღარ გრძნობენ თავს. "ვიტ ჯორჯიაზე" გარკვეულ ცნობებს ვაგროვებთ. გვაქვს მათი საკონტროლო მატჩების სტატისტიკა, სხვა ცნობებიც მოვიძიეთ... სტაბილური გუნდი ჩანს, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა ნამდვილად შეგვიძლია. თუ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს შეასრულებენ, მომდევნო ეტაპზე გავალთ", - აღნიშნა "ბანიკის" მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კუბეკმა "დუკლასთან" მატჩის შემდეგ.

ჩეხების თავკაცისგან განსხვავებით, "დუკლას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე შეგირდების გარჯით კმაყოფილი არ არის:

"ჩვენს გუნდს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენმა დაცვამ უხეში შეცდომები დაუშვა. პირველი გოლიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეცდომის გამო გავუშვით. "ბანიკმა" მეორე ბურთი "სტანდარტულიდან" გაგვიტანა და გამოჩნდა, რომ ასეთ სიტუაციებში მეტი ყურადღება გვმართებს. ამ საკონტროლო შეხვედრამ ბევრი რამ დაგვანახა. ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში", - აღნიშნა "დუკლას" თავკაც მარკო კაროლის თანაშემწე ვოიჩეხ ვარადინმა.

სლოვაკურმა პრესამ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში "დუკლას" საკონტროლო მატჩები მიმოიხილა და გარკვეული დასკვნები გააკეთა. როგორც ირკვევა, მარკო კაროლის გუნდმა 9 საკონტროლო შეხვედრიდან 7 მოიგო და 2 წააგო. "ბანიკის" გარდა, "დუკლა" ვენის "რაპიდთანაც" დამარცხდა (0:3). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სპარინგებში "დუკლადან" ყველაზე მეტი - 6 გოლი გაიტანა სენეგალელმა თავდამსხმელმა მუჰამადუ სეიემ, რომელსაც მსუბუქი ტრავმის გამო "ბანიკთან" არ უთამაშია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"