ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პოლ გესქოინი შობის დღესასწაულზე ციხეში ჯდომას გადარჩა

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პოლ გესქოინი შობის დღესასწაულზე ციხეში ჯდომას გადარჩა – იმ დღეს, როდესაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელად ალან პერდიუს ნიშნავდნენ, ქალაქ ნიუკასლის სასამართლო მის საქმეს არჩევდა. შეგახსენებთ: ლეგენდა მანქანის სიმთვრალეში მართვაზე გამოიჭირეს. თუმცა, სიმთვრალე მაინც რბილად ნათქვამი გვგონია – მას დაშვებულზე ოთხჯერ მეტი ჰქონდა დალეული.

„კაჭკაჭების“, ინგლისის ნაკრებისა და სხვა მრავალი გუნდის ყოფილ ვარსკვლავს, 43 წლის ლოთსა და ცხოვრებაარეულს სასამართლომ რვა კვირით თავისუფლების პირობითი აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, გესქოინი სამი წლის განმავლობაში საჭეს ვეღარ გაეკარება და კანონის ძალით ალკოჰოლიზმისგან იმკურნალებს კიდეც.

გესქოინს ერთი თვის წინაც სასამართლოში ჰქონდა საქმე და მიზეზი მაშინაც იგივე იყო. ვარსკვლავყოფილი არ უარყოფდა, რომ საჭესთამ ნასვამი იჯდა. ან კი, როგორ უნდა ეთქვა საპირისპირო, როდესაც დადგინდა, რომ 100 მილილიტრ ნასუნთქში ალკოჰოლის შემცველობა 142 მილიგრამი იყო, ნორმა კი 35-ია. მას მერე, რაც დამნაშავედ ცნო, მოსამართლე სტივენ ერლმა გესქოინს განუცხადა, რომ გამორიცხული არ არის მას პატიმრობა შეუფარდოს. ერლი ვარაუდობდა, რომ ისეთ დანაშაულს, როგორიც გაზამ ჩაიდინა 12 კვირიანი პატიმრობა შეესაბამება.

სასამართლოს დარბაზში ასეთი ამბები რომ ტრიალებდა, შენობის გარეთ ნიუკასლელი გულშემატკივრების ჯგუფი შეკრებილიყო და ყოფილ გმირს ამხნევებდა. „ტუნის არმია არასდროს ნებდება“ - ეწერა მათ დიდ პლაკატზე. ეს სიტყვა, „ტუნი“, რომელიც ქართულ მას-მედიაში ნაკლებად ტრიალებს, „ნიუკასლ იუნაიტედის“ მეტსახელი გახლავთ, ისევე, როგორც „კაჭკაჭები“. ფანებთან ერთად ვერდიქტს ელოდებოდა ოცამდე ფოტოგრაფი და ვიდეოოპერატორი.

როდესაც პროცესი დასრულდა ადვოკატმა ენდრიუსმა თქვა, რომ მისი კლიენტი არ დააპატიმრეს და ეს უკვე გამარჯვებაა. კერძოდ, ენდრიუსმა მოსამართლეს მოახსენა, რომ გესქოინი მკურნალობს, 12 კვირიან სარეაბილიტაციო კურსს გადის და ჯერ დასაწყის ეტაპზეა - წინ კიდევ შვიდი კვირა და ხუთი დღე აქვს. ყოფილი ფეხბურთელი ყოველდღე დადის ლოთთა და ნარკომანთა ანონიმურ შეხვედრებზე, რის მერეც, საღამოს ათის ნახევრისთვის სარეაბილიტაციო ცენტრში ბრუნდება. როდესაც გესქოინს სასამართლომ სახლის მისამარტი ჰკითხა, მან გეიტსჰედში, კერძოდ დანსტონში მამამისის მისამართი ჩააწერინა, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ იგი სამრეთით აპირებს გადასახლებას. ადვოკატმა ენდრიუსმა თქვა:

„შორეული გეგმის თანახმად ჩემი კლიენტი სადმე სამხრეთის სანაპიროზე უნდა დასახლდეს“.

საქმე არა მხოლოდ 12 კვირიან სარეაბილიტაციო პროგრამას, არამედ გესქოინიზე ხანგრძლივ და საფუძვლიან ზრუნვას ეხება, რაც მის მზრუნველთათვის ადვილადმისაწვდომ ადგილზე დასახლებასაც მოიცავს. ალბათ, ამ გადასახლებაში მისი მშობლიური ნიუკასლიდან მოშორებაც იგულისხმება. გარდა ამისა, ადვოკატმა ენდრიუსმა სასამართლოს მოახსენა, რომ სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმები პაციენტის პროგრესით კმაყოფილები არიან.

საბოლოოდ, როგორც მოგახსენეთ, მოსამართლემ ყოფილ ფეხბურთელს რვა კვირიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ოღონდ თუ 12 თვის განმავლობაში ის ისევ დააშავებს, სიტყვა პირობითი მოიხსნება და გაზას ციხეში მოუწევს ჩაჯდომა. გარდა ამისა, ზემოხსენებული 12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ მას ნახევარწლიან ანტიალკოჰოლურ პროგრამაში ჩასვამენ და მკაცრად გააკონტროლებენ, ემორჩილება კანონს თუ არა.

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში