კვირის განმავლობაში მსოფლიოში უამრავი მატჩი გაიმართა, სადაც ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს

კვირის განმავლობაში მსოფლიოში სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირის უამრავი მატჩი გაიმართა. ამ რუბრიკაში ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო გამონათქვამებს შემოგთავაზებთ.

როკი-პეტერ ბალბოა

"ევერტონთან" მატჩში ბურთისთვის ბრძოლაში ერთმანეთს "ჩელსის" გოლკიპერი პეტერ ჩეხი და ავსტრალიელი ტიმ კეჰილი შეეჯახნენ. აი, რა თქვა მეორე დღეს პეტერ ჩეხმა: ,,ტიმის ბუცის ქაცვები პირდაპირ თვალთან ახლოს შემერჭო, მაგრამ ექიმები კარგად გაისარჯნენ და ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. ერთი ეგაა, ჩემი სახე ისე გამოიყურება, როგორც როკი ბალბოასი ჩხუბის შემდეგ".

ბეილი და "ფრენის" შიში

,,ტოტენჰემ ჰოთსპურის" ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა თავის ბრწყინვალე თამაშზე გააკეთა კომენტარი. უელსელმა შემდეგი თქვა: ,,დიახ, მე ბრწყინვალე ფორმაში ვარ და შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ინტერთან" კარიერის უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩავატარე. მაგრამ ცაში არ უნდა ავფრინდე, რადგან ეს, შეიძლება, მომავალში ჩამოვარდნად დამიჯდეს".

ბასტიან ერთმორწმუნე

მიუნხენის ,,ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგაში არ არსებობს გუნდი, რომელიც მიუნხენელებზე ძლიერია. ,,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბუნდესლიგაში არ არსებობს გუნდი, რომელიც ,,ბაიერნს" აღემატება. ეს დიადი კლუბია. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ,,დორტმუნდი" ცუდად თამაშობს. პირიქით, ისინი ჩინებულად გამოიყურებიან, აგრესიული ფეხბურთით მიიწევენ წინ", - ასე თვლის შვაინი.

კარლო აბა რას იტყოდა

ლონდონის ,,ჩელსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფიფას უწონებს გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ მუნდიალი2018 რუსეთში გაიმართება: ,,რუსეთი პროგრესირებს, ეს უდავოა! ამ თემაზე აბრამოვიჩთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ რუსეთმა ეს დაიმსახურა. მათი ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო საინტერესო, ძლიერი და დაძაბული ხდება. ადრე, მათ საშუალება არ ჰქონდათ მუნდიალისთვის ემასპინძლათ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

რუბინი მუხლებზე

"როგორც იქნა, ნავსი გატყდა - ,,რუბინი" დაჩოქებულია" - წერს ესპანური პრესა. ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა ეს წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც ,,ბარსელონამ" ყაზანის ,,რუბინს" მეოთხე ცდიდან მოუგო. წინა შეხვედრებში რუსები არ აგებდნენ. მეტიც, შარშან მათ ,,კამპ ნოუზე" 2:1 იმარჯვეს.

კვირის ნაკრები

(4-4-2): გუაიტა (ვალენსია) - ვან დერ ვილი (აიაქსი), ლუიზაო (ბენფიკა), კრისტოფ მეტცელდერი (შალკე 04), ტაიე ტაივო (მარსელი) - ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მატიო ვალბუენა (მარსელი), სამირ ნასრი (არსენალი), ფლორან მალუდა (ჩელსი) - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

კვირის უხეირო

ჰოლანდიის ერედივიზიეს ჩემპიონ ,,ტვენტეს" გოლკიპერი სანდერ ბოსკერი ყველაზე კურიოზული მოქმედების ავტორია. ტოტენჰემთან" მატჩში, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 გახლდათ, ჰოლანდიელთა მცველმა ბურთი დაუგორა ბოსკერს, მსოფლიოს ვიცე?ემპიონმა კი მოქნეული ფეხი ააცილა და ბურთი "ტვენტეს" კარში შეგორდა.

კვირის უიღბლო

მადრიდის ,,რეალის" სათადარიგო მეკარე ირჟი დუდეკს სათამაშო პრაქტიკა ისედაც ცოტა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე ,,ოსერთან" შეხვედრაში, რომელიც მადრიდელებმა 4:0 მოიგეს, პოლონელი პირველად გამოვიდა სეზონში მოედანზე და... ტაიმის ჩამთავრებაც ვერ მოასწრო - გამოსვლაზე ფრანგთა ფორვარდს შეეჯეხა და ყბა დაიზიანა. მის მაგივრად კი ახალგაზრდა მეკარე ადანი შევიდა...

გიორგი ფულარიანი

berbera
ეს უცხოური საიტებიდან გადმოწერილი სტატიების წერა როდემდე უნდა გააგრდზელოთ?
georgia
საკუთარი სტატიის ქება არ მოგბეზრდა? პატარა ბიჭი ასეთ ტყუილებს რომ დაეჩვევი, მერე სულ გაფუჭდები
ucnobi
არაჩვეულებრივი სტატიაა.
qomagi
ძალიან კარგი სტატიაა. მადლობა ავტორს.
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს