ფელიქსი ფარფანს ტოვებს, ჯონსს კი შეუძლია წავიდესო

მას მერე, რაც მიუნხენის „ბაიერნთან“ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი რეკორდმაისტერში უნდა გადავიდეს. მანუელს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, მაგრამ რა იქნება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ? ფაქტი ის არის, რომ „შალკეს“ თავკაც ფელიქს მაგათს ნოიერი არ ეთმობა და თანაც, „დესპოტ ფელიქსს“ სჯერა, რომ ბუნდესმეკარე „შალკესთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებს.

მაგათს ნოიერთან გასაუბრება მომავალ კვირებში, ახალ წლამდე აქვს გადაწყვეტილი. მანუელის გულის მოსაგებად მაგათი დღენიადაგ იმეორებს, ნოიერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, რაც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ კიდევ სიამოვნებით გავიმეორებო. ფელიქსს სულაც არ აწუხებს და პირიქით, აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენად მიაჩნია ის, რომ ნოიერით არა მარტო „ბაიერნი“, არამედ კიდევ რამდენიმე სუპერგრანდია დაინტერესებული.

ამას წინათ ნოიერმა თქვა, რაც არ უნდა იყოს, პირველ რიგში მხოლოდ „შალკეს“ დაველაპარაკებიო, რამაც მაგათი ძალიან გაახარა. „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მანუელმა ჩვენთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს,“ - ამბობს მაგათი.

ფელიქსი ჯეფერსონ ფარფანის მომავლის გარკვევასაც ძალიან მალე აპირებს. მას პერუელი გარემარბის შენარჩუნებაც სურს: „ფარფანმა მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მართლაც ძალიან კარგად ითამაშა, რის გამოც მინდა, რომ ჩვენთან მანაც ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.“ სხვათა შორის, „კიკერის“ შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ამ სეზონში ნოიერი (2.57) და ფარფანი (3.00) საუკეთესო შალკელები არიან.

სამაგიეროდ, მაგათი თანახმაა, საყრდენ ნახევარმცველ ჯერმეინ ჯონსს და გამთამაშებელ ალექსანდერ ბაუმიოჰანს შეელიოს. გაგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ფელიქსმა ეს ფეხბურთელები განაცხადიდან ამოაგდო და მეორე, მოყვარულთა გუნდში გადაისროლა. ფელიქსის თქმით, თუ ახალ გუნდებს იპოვნიან, გზა ორივე ფეხბურთელს ხსნილი აქვს.

„ჯონსისა და ბაუმიოჰანის გადაბირების სურვილი ჯერჯერობით არავის აქვს. ჯერმეინმა და ალექსმა თქვეს, რომ „შალკედან“ წასვლა უნდათ. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,“ - აღნიშნავს მაგათი.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა