სწორედ ამ თანხას გადაიხდის კომპანია Qatar foundation "ბარსელონას" მაისურზე საკუთარი ლოგოს დატანების საფასურად
სწორედ ამ თანხას გადაიხდის კომპანია Qatar foundation "ბარსელონას" მაისურზე საკუთარი ლოგოს დატანების საფასურად. შეგახსენებთ, არსებობის ისტორიაში კატალონიური გრანდის ფორმაზე სპონსორის გამოსახულება არასოდეს მოხვედრილა. ბოლო სეზონებში "ბარსა" UNIჩEF-ს უწევდა რეკლამირებას, მაგრამ ამას ყოველგვარი საზღაურის გარეშე აკეთებდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ტრადიციის დარღვევის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, პარტნიორის ვინაობა კი გუშინ დაასახელა. "ბარსელონასა" და Qatar foundation-ს შორის კონტრაქტი 2016 წლამდე გაფორმდება და ზემოთ ნახსენებ 150 მილიონი ევროს "ბარსა" მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს.

"ეს შეთანხმება ყველა მხარისთვის მომგებიანია. დღევანდელ დღეს, როცა ეკონომიკური კლიმატი ჯერ კიდევ არ არის ჯანსაღი, ამხელა თანხა "ბარსელონას" განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

"ამ ხელშეკრულებით "ბარსელონა" მსოფლიოში უძვირესი საფეხბურთო ბრენდი გახდება და კონკურენტებს უდიდესი უპირატესობით გაუსწრებს", - ეს "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ფაუსის სიტყვებია.

ორიოდე სიტყვით "ბარსას" ახალ სპონსორზე - Qatar foundation სამეცნიერიო გამოკვლევებითა და კომუნიკაციის ახალი საშუალებების შექმნით დაკავებული ორგანიზაციაა. დაარსებულია 1995 წელს, ყატარის ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის მიერ.

"ბარსელონას" კი ტრადიციის დარღვევა დიდძალი ვალების გამო დასჭირდა. გასულ სეზონში კლუბმა 77 მილიონი ევრო იზარალა და მისი ვალების საერთო რაოდენობამ 442 მილიონი ევრო შეადგინა.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა