ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველთა იაპონური წილი

ქართველთა იაპონური წილი

დღეს ტოკიოში ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი იწყება

დღეს ტოკიოში ძიუდოისტთა სეზონის ერთერთი უმთავრესი შეჯიბრება, ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი დაიწყება. იგი ძიუდოს სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და გამონაკლისი არც წლევანდელი მემორიალი იქნება - მასში 53 ქვეყნის 364 ათლეტი მონაწილეობს. აქედან ვაჟთა ტურნირში 50 გუნდი და 208 ძიუდოისტი ჩაებმება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე ნაკრები ტოკიოში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა. ეს განსაკუთრებით ჰოლანდიაზე ითქმის, რომელიც სულ ოთხი კაცითაა ჩასული და იმათგანაც ყველაზე ცნობილი ჟეერომ მოორენია (60), რუსებმაც ლიდერთა უმეტესობა შინ დატოვეს, ფრანგებს, როგორც გუშინ ვწერდით, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ტედი რინერი (+100) აკლიათ, მაგრამ შეჯიბრება მაინც ძლიერი უნდა გამოვიდეს. სხვა თუ არაფერი, იაპონელები ყველა წონაში ოთხ-ოთხი მონაწილით გამოვლენ, რაც ნებისმიერი ტურნირისთვის საკმარისია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ჩვენგან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იჭიდავებს ასეთი შემადგენლობით: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი (+100). ვაჟთაგან დღეს 60 და 66-ის ფალავნები გავლენ ტატამზე, ხვალ - 73, 81, 90-ის, ტურნირს კი ორშაბათს 100 და მძიმე წონების წარმომადგენლები დაასრულებენ.

გუშინ წილისყრაც გაიმართა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. დღევანდელი წყვილიდან უფრო ქარდავა დაიჩაგრა, თუმცა ის არა მარტო შუკვანთან შედარებით გაწირა წილისყრამ, მთლიანად გუნდში ყველაზე მეტად არ გაუმართლა - პირველივე წრეში მასპინძელს, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ ჯუნპეი მორიშიტას ხვდება. ის იმდენად სერიოზული კონკურენტია, მომდევნო წრეებში სავარაუდო მეტოქეებზე ლაპარაკი ნაადრევად მიგვაჩნია. პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავს შუკვანს, თუმცა მთლიანობაში, დიდად არც მას გაუმართლა - თავიდან ამერიკელ ნიკოლას კოსორს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი იაპონელ ტაკეში მაცუკისა და ავსტრიელ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ლუდვიგ პაიშერს შორის მოგებულს შეხვდება. დაგვეთანხმებით, ამ წყვილიდან ორივე სერიოზული მოწინააღმდეგეა. არადა, ჯგუფში მათ გარდა საშიში და დაუძლეველი მეტოქე არავინაა.

პირველ წრეში პაპოშვილის მოწინააღმდეგე უზბეკი ნოვრუზ ჯურაკობილოვია. ამათ შორის მოგებული მომდევნო წრეში ეგვიპტელ ჰუსეინ ჰაფიზსა და ჰონკკონგელ ჩი უიპ ჩეუნგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 81-ში ჩვენი დუეტი მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში, თუმცა დიდად არც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჭრიკიშვილს გაუმართლა - პოლონელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ რობერტ კრავჩუკს ეჭიდავება. ვნახოთ, გაუმკლავდება თუ ვერა ახალგაზრდა ტალანტი ტიტულოვან კონკურენტს. მას თუ გასცდა, იქით ბევრად სუსტი მეტოქე შეხვდება - ამერიკელი ტრევის სტევენსი ან ზელანდიელი ივიცა პავლიჩი.

ბაინდურაშვილის მეტოქე პორტუგალიელი დიოგო ლიმაა, რომელიც არც ისე ძლიერია. სამაგიეროდ, მასთან წარმატების შემთხვევაში შეხვდება უფრო ძლიერი - ან ბრიტანელი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ეუან ბურტონი, ან - ებრაელი ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი იოელ რაზვოზოვი. თუმცა, ცხადია, გადაულახავი არც ამათი ბარიერია.

ლიპარტელიანის პირველი მეტოქე კორეელი სოო კეუნ სონგია, ამ წყვილში გამარჯვებულს კი მომდევნო წრეში უკვე ელოდება არგენტინელი ჰექტორ კამპოსი - ის თავიდან ისვენებს და ავტომატურადაა მეორე წრეში გასული. ამავე ჯგუფში ორი ძლიერი ფალავანია - ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ტიაგო კამილო და ესპანელი ევროპის ექსჩემპიონი დავიდ ალარზა. აქვეა იაპონელი იუკი ჰარუიამა, რომელიც კამილოს ხვდება. რაც შეეხება ლიპარტელიანისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ იაპონელს, მსოფლიოს პრიზიორ ტაკეში ონოს, ის სხვა ჯგუფშია და ჩვენებურს ნახევარფინალამდე არ შეხვდება.

ვერ ვიტყვით, რომ მეტრეველს გაუმართლა - პირველივე შეხვედრას წლეულს საკმაოდ დამაჯერებლად მოასპარეზე მასპინძელ მასარუ მომოსესთან გამართავს. აქვე შეგახსენებთ, რომ 100 კილოშიმ მონაწილე საერთოდ არ გვყავს, მწვრთნელთა შტაბისთვის კი ამ ტურნირზე მთავარია შეგირდთა გამოცდა და არა შედეგი. მათ უფრო ის აინტერესებთ, რამდენად ეგუებიან ბიჭები გაზრდილ დატვირთვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• tbiliseli

თუ წამატებაა უნდა დაიძლიოს მასპინძლებიც,ოღონდ ამისთვის აუცილებელია ობიექტური მსაჯობა ,ვნახოთ რა იქნება.

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი

ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია

ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა