ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა: ჯანო "სპარტაკში" დარჩაო

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა: ჯანო "სპარტაკში" დარჩაო

ცუდი ისაა, მის გულშემატკივრობაში რუსეთის ჩემპიონატს რომ შევყურებთ

ჯანო "სპარტაკში" დარჩაო... მე, პირადად, ძალიან მეწყინა. არადა, რაღა აკლდა "სიტიში" გადასვლას? რუსეთში ხელფასი მოუმატეს, კონტრაქტიც გაუხანგრძლივეს და ეს უკეთესია თუ არა, ალბათ თვითონ და მისმა გარშემომყოფებმა უკეთ იციან. ბოლო-ბოლო, დრო დაგვანახებს ამას. უბრალოდ, მე ერთ რამეზე მწყდება გული - რაღა თქმა უნდა, თითოეული ქართველივით მეც ძალიან ვგულშემატკივრობ ჯანოს და მისი დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ამ გულშემატკივრობაში რუსეთის ჩემპიონატის თამაშებს რომ ვუყურებ, ხანდახან რუსების ყველაზე სახალხო გუნდის წაქომაგებისკენაც გამექცევა ხოლმე გული და ეგ ძალიან არ მომწონს.

საქართველოს ჩემპიონატში კი მორიგი უცნაურობა დატრიალდა. თუმცა, იმდენი უცნაური რამ ხდება ხოლმე ჩვენთან, რომ ფანტასტიკის ჟანრის ფილმის გადაღებაც კი შეიძლება, ფინანსები რომ იყოს. აგერ, ახლახან რუსთავის "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე გუნდიდან გაუშვეს. რატომ? რისი გულისთვის? არავინ იცის. გუნდი პირველობისვის იბრძვის, ამ მწვრთნელის ხელში ჩემპიონატში არ წაუგია და უცებ უმუშევარი დარჩა. "ოლიმპის" მფლობელზე ამას წინათ ეწერა, უფრო უშუალოდ უნდა ჩაერთოს საფეხბურთო საქმეებშიო და უთხოვია კიდეც ხალხისთვის, რომ დამეხმარეთ ფეხბურთის სწავლაშიო (თამაშს არ ვგულისხმობ). რა ასწავლეს ნეტავ ასეთი, რომ წარმატებული მწვრთნელი გუნდიდან გაუშვა? სახელმძღვანელოები, ალბათ, ბერძნული "ოლიმპიაკოსის" შეფებმა ათხოვეს.

ჩვენი ჩემპიონატის წინა ტურში კი 2 ისეთი გოლი გავიდა, რომ რაღაც სულელური კლიპების ნაცვლად ეგენი რომ ატრიალო სატელევიზიო ეთერში, გაცილებით აჯობებს. ეგრეა, რეკლამა სჭირდება ყველაფერს, თორემ, აბა, რომელიმე უცხოურ გუნდს რომ გაეტანა ეგეთი გოლები, მერე გენახათ, რა ამბები ატყდებოდა... თან უცხოეთში კი არა, საქართველოში. დამვიწყებია მეთქვა და ალბათ მიხვდებოდით, ჩიკვილაძისა და მუჯირის გოლებზე ვამბობ. ისე, მგონი ჯობია, რომ ქართულ გუნდებს პოპულარული უცხოური გუნდების მაისურები ჩავაცვათ და ხალხსაც მოვიზიდავთ სტადიონზე. აბა, წარმოიდგინეთ, ქუთაისის "ტორპედოს" "რეალის" მაისურები რომ სცმოდა, 7 ნომერი ჩიკვილაძის გოლი კრიშტიანო რონალდოს გოლად მოეჩვენებოდა ხალხს და ილაპარაკებდნენ მერე ამაზე კაი ხანს. ახლა კი, მხოლოდ ერთმა ჩემმა ქუთაისელმა მეგობარმა მთხოვა, ვერ ვუყურე თამაშს და მანახე სადმე ეგ გოლიო. ისე, ხვალ ჩიკვილაძის და მუჯირის გუნდები ეროვნულ სტადიონზე ერთმანეთს ხვდებიან და, გარდა იმისა, რომ ძველებური ქართული დერბია, ამ ბიჭებისთვის ტაშის დასაკრავად მაინც ღირს მისვლა.

სხვა თამაშებზე კი რა გითხრათ, ალბათ, ისევ გაჭირვება და უფულობა იქნება მთავარი თემები. არადა, დღეს წავიკითხე, რომან აბრამოვიჩი თავის გოგოს ქორწილს უხდის და 8 მილიონის დახარჯვას აპირებს ამაშიო. ქორწილი, მგონი, კარიბის კუნძულებზე გაიმართება. ეგ დალოცვილი, ჩამოსულიყო საქართველოში და სადმე სამტრედიასთან ან სამეგრელოში გადაეხადა ქორწილი მაგ ფასში. ჩვენ გუნდებსაც ეშველებოდათ ცოტა და სუფრაც ზღაპრული გაიშლებოდა. რა, დავიჯერო, კარიბეთში უკეთეს ხაჭაპურს აცხობენ, ვიდრე იმერეთში?

შუა კვირაში კი ჩემპიონთა ლიგის თითქმის უაზრო ბოლო ტური გაიმართა, ევროპაში. რამდენიმე მომენტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: ჰოლანდიური "ტვენტეს" მეკარემ ისეთი სასაცილო ბურთი გაუშვა, რომ მივხვდი, ან ძალიან დაბერდა ფეხბურთისთვის (40 წლის ყოფილა), ან ძალიან მიეძალა ჰოლანდიურ სიამოვნებებს.

მიუნხენში კი, ფრენკ რიბერიმ გოლი რომ გაიტანა, მის საპატივცემულოდ სტადიონზე ჯო დასინის ცნობილი სიმღერა გაისმა - "ელისეს მინდვრები" (უფრო ჩვენებურ-გასაგებად რომ ვთქვათ- "შანზელიზე"). მართალი გითხრათ, არ დავკვირვებივარ, ბოლო ხანებში ეს ტრადიცია აქვთ მიუნხენში თუ პირველი შემთხვევა იყო. ისე, ეგ მშვენიერი იდეაა და იქნებ რომელიმე ქართველი ფეხბურთელიც მოხვდეს ამ კლუბში და მალე "ალიანს არენაზე" "მინდვრები, ქართლის მინდვრებიც" კი მოვისმინოთ.

იქამდე კი გერმანელებმა თავისი ზედმეტი და უაზრო პუნქტუალობით... თავად გერმანელებიც კი გააოცეს. დორტმუნდის "ბორუსია" მორიგი მოგებული მატჩიდან შინ რომ ბრუნდებოდა, თვითმფრინავს ბილიკზე დაფრენა 29 წამით დააგვიანდა და აღარ მისცეს დაჯდომის უფლება. შესაბამისად, გუნდს სხვა ქალაქში მოუწია ჩაფრენამ და იქიდან ავტობუსით დორტმუნდში დაბრუნებამ. აეროპორტის უფროსი ალბათ "შალკეს" ფანია, თორემ წელს "ბორუსია" ისედაც მაგრად დაფრინავს მინდორზე და ზედმეტად ჰაერში ფრენა ნამდვილად აღარ სჭირდებოდა.

ეგ კიდევ რა, ესპანეთში აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო "ბარსელონამ" პამპლონამდე რით აღარ იმგზავრა - მატარებლით, ავტობუსით, მანქანებით... ეჰ, ეს იქაა, ამაზე რომ წუწუნებენ, თორემ ჩვენ, ზოგ გუნდს ავტობუსიც სანატრელი აქვს.

უი, კინაღამ დამავიწყდა - სადღაც, მგონი, არაბეთში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაწყებულა. ანუ ეს რას ნიშნავს - მსოფლიოს საფეხბურთო კონფედერაციების საუკეთესო გუნდები ერთმანეთში გამარჯვებულს გამოარკვევენ. პირველივე მატჩი ძალიან საინტერესო იყო, რადგან მასში პაპუა-ახალი გვინეის "რაღაც იუნაიტედი" თამაშობდა, მაგრამ დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა. ჯიგარია ფიფა, რა, ფეხბურთის მასობრიობაზე რომ ზრუნავს.

P.S. პიტ სამპრასის სახლი გაუძარცვავთ და მისი ჯილდოების და თასების დიდი ნაწილი წაუღიათ. ნეტავ, "კამაზით" იყვნენ მისულები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• juba

ამ უაზრო პუნკტუალობამ გახადა ღმერთმა იცის რამდენჯერ დანგრეულ -დანაწევრებული ქვეყანა მსოფლიოს ერთერთი განვითრებული სახელმწიფო....

• vaime

ავტორს: ჩიკვილაძის და მუჯირის გოლები თუ დევს ამ საიტზე? შორს რომ არ წავიდეთ?

• ra1n

სიტი არა ის კიდე არ მოგბეზრდათ ეგეთების მოგონება?ბარსას გარდა ყველა გუნდზე დაწერეს მგონი უკვე,ბარსელონა შერცხვათ ალბათ ნამეტანი იქნებაო.ყიდვა რო ნდომოდა ვინმეს აქამდე იყიდიდა

• vaxo

მაგარიააა:D მაგრა ვიცინე. გაუმარჯოს ტორპედოს და ლივერპოოლსსსს!!!!!

• manuchari

გოჩა ისე საუბრობ თითქოს ჯანო სიტი თუ სპარტაკი? ამ არჩევანის წინაშე იდგა. დადე აქ იმ ინფორმაციის ზუსტი წყარო რომლის მიხედვითაც სიტი ჯანოში 12 მილიონს იხდიდა? უბრალოდ ეს იყო ქართული გაზეთების მორიგი ცრუ ინფორმაცია. თუ ასე არ იყო დადეთ ამ ინფორმაციის ზუსტი ლინკი. ოგონდ არა ეურო-ფოოტბალლ.რუ- აქ ამ საკითხზე არაფერი არაა მოცემული. ამიტომ სენი სტატია მთლიანად ფარსზეა აგებული...........

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო