<p>თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრება დასრულდა <br> თბილისის ჭადრაკის სასახლეში გუშინ დამთავრდა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრება, რომელშიც სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 32 წარმომადგეელი მონაწილეობდა. ბოლო ტურის შეხვედრებს უნდა გაერკვია იმ ხუთი მანდილოსნის ვინაობა, რომლებიც 10 იანვრიდან ანაკლიაში უმაღლესი ეშელონის შვიდ დიდოსტატთან (სალომე მელია, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სოფიო ხუხაშვილი, ნაზი პაიკიძე) ერთად სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ.</p><p>შეუპოვრად ითამაშა სამტრედიელმა (ამჟამად იგი ქუთაისში ვარჯიშობს) საერთაშორისო ოსტატმა მერი არაბიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით ფიდეს ოსტატ მადონა ბოკუჩავას სძლია და 9 შესაძლებლიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. რადგანაც ფინალის საგზური, ფაქტობრივად, განაღდებული ჰქონდათ, ზედმეტ რისკს მოერიდნენ და ყაიმზე შეთანხმდნენ ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი და თბილისელი საერთაშორისო ოსტატი, ხუთი შვილის დედა სოფიო ნიკოლაძე, გურჯაანელი დიდოსტატი მაკა ფურცელაძე და ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი მირანდა მიქაძე. დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: სოფიო გვეტაძე-ქეთი წაწალაშვილი 0:1, ნატო იმნაძე-ანა გავაშელი 0:1, ანა შამათავა-ნინო ხომერიკი 0:1, ლიზი ტრაპაიძე-ალექსანდრა ვახანია 0:1, დეა გოგიშვილი-ლიკა კობეშავიძე 0:1, ნინო გოგოხია-მარიამ თევზაძე 0:1, თათია კოხრეიძე-ნინო კეკელიძე 0:1, თეკლა მაჭარაშვილი-მარიამ ვალიშვილი 1:0, მაია მუმლაძე-ნანა მელაძე 0:1, ქეთი ჭუმბურიძე-სოფიო გუგეშაშვილი 1:0, მარიამ ჯავახიშვილი-მარიამ შუბითიძე 0:1, ელენე პეტრიაშვილი-დალი ნანეიშვილი 0:1.</p><p>ამდენად, გამარჯვებულს 0,5-0,5 ქულით ჩამორჩნენ და მეორე-მესამე ადგილები ბაციაშვილმა და ფურცელაძემ გაინაწილეს. 6-6 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მიქაძე და ნიკოლაძე გავიდნენ. უმაღლესი ეშელონის საგზური სწორედ ამ ხუთეულმა დაიბევა. თადარიგში არიან, ასევე, ექვსქულიანი საერთაშორისო ოსტატები - თბილისელი ანა გავაშელი და თელაველი ქეთი წაწალაშვილი. დედაქალაქელი დიდოსტატი სოფიო გვეტაძე 5,5 ქულით მერვე ადგილით დაკმაყოფილდა.</p>
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა