<p>ლონდონელები მექსიკური "ამერიკისა" და ამ ქვეყნის ნაკრების მეკარის გილერმო ოჩოას გადმობირებას აპირებენ <br> "ფულჰემი" მექსიკურ კლუბ "ამერიკასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და, როგორც ამბობენ, ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია - მექსიკის ნაკრების მეკარე, 25 წლის გილერმო ოჩოა იანვარშივე გადმოკვეთს ოკეანეს და ლონდონურ კლუბში დაიწყებს თამაშს.</p><p>"კლუბ ამერიკასა" და ოჩოას ძველ კონტრაქტს ვადა ზაფხულზე გასდის, ასე რომ მექსიკური კლუბი სწორად იქცევა ფეხბურთელს ახლავე რომ იშორებს - ასე ფულს მიიღებს, ზაფხულზე კი გოლკიპერი ქუდს დაიხურავდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა იქაურობას.</p><p>როგორც ინგლისური სააგენტოები წერენ, "ფულჰემს" "კლუბ ამერიკასთვის" 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამბობენ, რომ ოჩოას ლონდონელთა მწვრთნელთან მარკ ჰიუზთან რეკომენდაცია "ფულჰემის" 30 წლის მექსიკელმა მცველმა კარლოს სალსიდომ გაუწია. იოლი მისახვედრია, რომ "კრეივენ კოტეჯზე" ავსტრალიელი გოლკიპერის მარკ შვარცერის შესაცვლელად ემზადებიან.</p>
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა