ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უკრაინაში უგოლოდ დავიწყეთ

უკრაინაში უგოლოდ დავიწყეთ

შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით მოთამაშე ქვეყნებში ბადალი არა ჰყავს უკრაინის პირველობას, სადაც სეზონი ყველაზე ადრე იწყება.

შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით მოთამაშე ქვეყნებში ბადალი არა ჰყავს უკრაინის პირველობას, სადაც სეზონი ყველაზე ადრე იწყება. უკრაინელებმა მუნდიალის დასრულებასაც კი არ დაუცადეს და 10 ივლისიდან შეუყვნენ მორიგ ვიშალიგას. დონეცკში "შახტარმა" 2:0 მოუგო "კრივბასს", სტუმართა რიგებში "დნიპროს" ორი ქართველი ლეგიონერია განათხოვრებული ბექა გოცირიძე და სანდრო კობახიძე. სასტარტოში არც ერთი არ იყო, მაგრამ უკვე 27-ე წუთზე მოედანზე გოცირიძე ვიხილეთ, კობახიძეს კი თამაში არ მოუწია. წინა დღით დუბლების ჩემპიონატში "შახტარის" ფორმა პირველად მოირგო თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც 2:0 მოგებულ შეხვედრაში I ტაიმი ითამაშა.

დნეპროპეტროვსკში "დნიპრომ" მძიმედ დაიწყო, პირველ ტურში "კარპატი" ბოლო ხუთ წუთში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა - 1:0. მასპინძელთა მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. სტუმართა რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა სანდრო გურული, რომელმაც ბოლო წუთებზე ბევრი იაქტიურა. სიმფეროპოლში "ტავრიამ" 0:1 წააგო "მეტალისტთან", გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ გიგიაძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ გუნდს ვერაფერი უშველა. "ილიჩევეცი" 1:1 დაუზავდა დონეცკის "მეტალურგს", მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე გიორგი გაბედავა იჯდა.

რუსულ პრემიერლიგაში მე-12 ტურის თამაშები გაიმართა. ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო მატჩი მახაჭყალაში "ანჟისა" და მოსკოვის "ლოკომოტივს" შორის. მასპინძელთა სასტარტოში იყვნენ: ნუკრი რევიშვილი და დავით კვირკველია, 67-ე წუთზე კი გიორგი ილურიძე ვიხილეთ. სტუმართა გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით მალხაზ ასათიანმა გამოიყვანა. "ჩემპიონატმა" რევიშვილსა და ასათიანს 5,5-5,5 ქულა დაუწერა, კვირკველიასა და ილურიძეს 5-5.

მართალია, "სპარტაკმა" 0:1 დათმო სტუმრად "როსტოვთან", მაგრამ ქართველმა ჯანო ანანიძემ წაგებულთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო (ალექსთან ერთად) - 6 ბალი. 23-ე წუთზე ჯანომ ცარიელ კართან პირისპირ დატოვა ველიტონი, რომელმაც 2 მეტრიდან ვერ გაიტანა. ლაშა სალუქვაძის "რუბინმა" 3:0 მოუგო "კრილია სოვეტოვს", ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა (5,5). "რუბინი" 23 ქულით მესამეა, ნალჩიკის "სპარტაკი" 22 ქულით მომდევნო პოზიციაზეა, "ლოკომოტივი" 18 ქულით მე-6 ადგილზეა, "სპარტაკი" (16 ქულა) - მერვეზე, ლევან გვზავას "ტერეკს" 14 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, ხოლო "ანჟი" 10 ქულით მე-13 ადგილზეა.

რუსეთის პირველ დივიზიონში "ვოლგამ" 3:0 გაანადგურა "მორდოვია" და 32 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. გამარჯვებულთა რიგებში ოთარ მარცვალაძე 75-ე წუთზე შეცვალეს, ედიკ საჯაიამ კი 90 წუთი ითამაშა.

ფინეთის იკონენლიგაში აღარ ხუმრობს ტყუპი ძმების, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილების "როვანიემი". გუშინ ამ გუნდმა 3:0 მოუგო კპვ-ს, რომლის შეტევების ლიდერი ირაკლი სირბილაძეა (7 გოლი). ამ მარცხით კპვ (19 ქულა) მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო "როვანიემი" (30 ქულა) უახლოეს კონკურენტს უკვე 9 ქულით უსწრებს. ამ შეხვედრაში პავლე სასტარტოში იყო, ვალტერი - სათადარიგო სკამზე. 31-ე წუთზე პავლემ ანგარიში გახსნა, 75-ე წუთზე მოედანზე მისი ძმა გამოჩნდა, პავლე კი 81-ე წუთზე შეცვალეს. ეს პავლე ხორგუაშვილის მეხუთე გოლი იყო ჩემპიონატში. ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა. გიორგი ოსიტაშვილის "კოტეპე" შინ 0:3 დამარცხდა პოპა-სთან. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. "კოტეპე" 18 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლატვიურ ვირსლიგაში თამაზ პერტიას "დაუგავამ" მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა "მეტალურგსი" - 1:0. სტუმართა ქართველი ლეგიონერი ჯემალ ჯალიაშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, გიორგი ჩიკრაძე კი სათადარიგო იყო. რიგის "ოლიმპსმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ელგავას". ამ შეხვედრაში 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი დავით ჯანელიძემ გაიტანა, ეს 20 წლის ფორვარდის მეორე გოლია ჩემპიონატში. ლაშა ღონღაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კოტე ზარნაძე სათადარიგო იყო.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა