ბასტიანი მიუნხენში რჩება, 50 მილიონი 2016 წლამდე!

მორჩა, გადაწყდა: ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენის „ბაიერნში“ 2016 წლამდე რჩება! დასრულდა თუ არა „ბაიერნისა“ და „ზანკტ პაულის“ მატჩი, რომელიც მიუნხენელებმა 3:0 მოიგეს, შვაინშტაიგერმა მიკროფონი მოიმარჯვა და რეკორდმაისტერის ქომაგებს ამცნო, რომ „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2016 წლამდე აქვს.

„საყვარელო ფანებო, პირველ რიგში ეს თქვენთვის უნდა მეთქვა. 12 წელია, „ბაიერნში“ ვთამაშობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. დღეს „ბაიერნთან“ ახალი ხელშეკრულება გავაფორმე, 2016 წლამდე! ეს თქვენთვის, მხოლოდ თქვენთვის გავაკეთე!“ - ყვიროდა მიკროფონმომარჯვებული შვაინი „ალიანს არენაზე“ და 69 000-იანი სტადიონი უდიდესმა ოვაციებმა მოიცვა. ეს ბასტიანს, რა თქმა უნდა, ძალიან მოეწონა, კლუბის მაისურზე განთავსებულ ლოგოს აკოცა და ფანებს კიდევ რამდენიმე თბილი სიტყვით მიმართა. გაგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერამდე „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტები ფრანკ რიბერიმ (2015 წლამდე), ფილიპ ლამმა (2016 წლამდე) და მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმაც (2012 წლამდე) გააფორმეს.

შვაინშტაიგერის უფრო დეტალური განმარტება: „მთავარი მიზეზი, რის გამოც „ბაიერნში“ დიდხანს დარჩენა გადავწყვიტე, ის არის, რომ ამ გუნდს მართლა დიდი მომავალი აქვს. იყო სერიოზული შემოთავაზებები მადრიდის „რეალიდან“ და მილანის „ინტერიდან“, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება „ბაიერნში“ მირჩევნია, რადგან ჩემი გული წითლად ძგერს.“

მიუნხენური გრანდის პრეზიდენტ ული ჰიონესის თქმით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, გადაწყვიტეს, შვაინშტაიგერისთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინათ, რაზეც გერმანული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი უარს ვერ იტყოდა. „ბილდის“ ინფორმაციით, ბასტიანის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება, რითაც შვაინშტაიგერი ფრანკ რიბერისთან ერთად, მიუნხენური გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება. ცნობისათვის, ფილიპ ლამის ხელფასი წელიწადში 9 მილიონია.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია. „ზანკტ პაულისთან“ მატჩის მიწურულს, „ალიანს არენას“ სამხრეთ ტრიბუნაზე, „ბაიერნის“ ულტრასებმა დიდი ტრანსფარანტი გადმოფინეს, რომელზეც ბავარიული აქცენტით ეწერა: „ახალი მეკარე არაფერში გვჭირდება, ჩვენ თომას კრაფტი გვყავს!“ გარდა ამისა, სამხრეთ ტრიბუნიდან ხშირად ისმოდა შეძახილები, „ნოიერ დუ არშლოხ,“ რასაც თარგმნა არ სჭირდება. მოკლედ, მიუნხენელი ფანები კრაფტისთვის შანსის მიცემის მომხრენი არიან და არცაა გასაკვირი, მანუელ ნოიერი გულზე რომ არ ეხატებათ. „ბაიერნის“ ფანობას „შალკეს“ მეკარისგან არაერთი წყენა ახსოვს. თუნდაც ოლივერ კანის დაცინვის (კუთხურის ალმის ფრიალი ალიანს არენაზე) ფაქტის გახსენება რად ღირს...

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"