ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

შეუჩერებელნი არიან "პიტსბურგ პინგვინზი" და მისი ლიდერი სიდნი კროსბი. "პინგვინებს" 15 ნოემბრის შემდეგ არ წაუგიათ შეხვედრა და მათმა მოგებათა სერიამ 12 მატჩს მიაღწია. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერის მორიგი მეტოქე "ბაფალო სეიბრზი" იყო, რომელმაც ყველანაირად სცადა "პიტსბურგის" ბრწყინვალე სერიის შეწყვეტა, 12-ით მეტი ზუსტი დარტყმაც (36-24) შეასრულა, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა, რადგან შეუდარებელი იყო სტუმრების კარში მარკ-ანდრე ფლერი, რომელმაც 34 დარტყმა მოიგერია და სამართლიანად დასახელდა მატჩის პირველ ვარსკვლავად.

სხვათა შორის, ფლერიც იწონებს თავს საკუთარი სერიით - კერძოდ, ამ მეკარეს ზედიზედ 11 მოგება დაუგროვდა, სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში კი 13 გამარჯვება აქვს.

ამჯერად "პიტსბურგის" ტრიუმფში (ეს იყო "პინგვინზის" ზედიზედ მეშვიდე მოგება სტუმრად, რაც ახალი საკლუბო რეკორდი გახლავთ) მოკრძალებული წვლილი დაიდო სიდნი კროსბიმ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან ერთი საგოლე პასი მიითვალა, რითაც გაგრძელდა მისი ფენომენალური სერია - კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი აგერ უკვე 18 მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს. ამ სერიის განმავლობაში მის ანგარიშზე 20 გოლი და 16 პასი მოდის. თუმცა ეს არ არის კროსბის პირადი რეკორდი - 2007 წლის ნოემბერში სიდნის 19-მატჩიანი ანალოგიური სერია ჰქონდა და მაშინ ჯამში 30 ქულას მოუყარა თავი. ასე რომ, კიდევ ერთი ქულიანი შეხვედრა და კროსბი პირად რეკორდს გაიმეორებს.

ამ შედეგიანი თამაშის წყალობით "პიტსბურგი" აღმოსავლეთი კონფერენციისა და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია. ყველაზე ახლოს მასთან თანადივიზიონელი "ფილადელფია" დგას - სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს. ამიტომაც ყველა დიდი ინტერესით ელოდება ხვალ ამ გუნდების დაპირსპირებას, რომელსაც "ფლაიერზი" უმასპინძლებს.

სხვათა შორის, "პიტსბურგმა" ბოლო ოთხი მატჩი თავისი მეორე ლიდერის ევგენი მალკინის გარეშე მოიგო, რომელიც მუხლის ტრავმას მკურნალობს. თუმცა დიდია იმის შანსი, რომ რუსი ვარსკვლავი "ფილადელფიას" წინააღმდეგ ვიხილით - მალკინმა ბოლო ვარჯიში სრულფასოვნად ჩაატარა და მუხლს აღარ შეუწუხებია.

10 დეკემბერი

დეტროიტი-მონრეალი 4:2

1:1, 2:0, 1:1

გოლები: 0:1 მოენი-3 (კამალერი-11, ჰალპერნი-10), 1:1 ლიდსტრიომი-4 (დაციუკი-23, ჰოლმსტრიომი-6), 2:1 კრონვალი-6 (კლირი-7, ფრანცენი-9), 3:1 დაციუკი-10 (ჯ. ერიქსონი-2, ზეტერბერგი-18), 3:2 პუიო-7 (პიკარი-2), 4:2 ივსი-5.

ატლანტა-კოლორადო 2:4

1:0, 1:2, 0:2

გოლები: 1:0 ბერგფორსი-7 (ლედი-19, ბიფულინი-20), 1:1 ფლიშმანი-5 (დუშენი-17), 1:2 მაულდინი-4, 2:2 ლიტლი-6 (ე. კეინი-8), 2:3 ჰეიდუკი-11 (ფლიშმანი-9, დუშენი-18), 2:4 პ. შჩასტნი-11.

ოტავა-ნიუ ჯერსი 3:2

1:0, 2:2, 0:0

გოლები: 1:0 ე. კარლსონი-5, 1:1 ელიაში-5 (კოვალჩუკი-7, ბროდო-1), 2:1 მ. მიხალეკი-(ე. კარლსონი-11, ფილიპსი-4), 3:1 ი. რუუტუ-2 (კ. ნილი-5, კელი-4), 3:2 ზუბრუსი-4 (ზაიაცი-9, კოვალჩუკი-8).

დალასი-კაროლინა 2:1 (ბ)

1:0, 0:1, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 ჯ. ნილი-12 (ბ. რიჩარდსი-22, განონი-2), 1:1 ტლუსტი-3 (ბოდი-2, კორვო-7).

ბულიტები გაიტანეს: ბ. რიჩარდსი (დალასი).

ედმონტონი-ტამპა ბეი 4:3 (ბ)

1:2, 2:0, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 რ. ჯონსი-1, 1:1 პააიარვი-3 (პენერი-9, კოლიანო-5), 1:2 მელოუნი-9 (პურსელი-14, ოლუნდი-3), 2:2 ჰოლი-10 (ო'მარა-1), 3:2 გილბერტი-5 (უმარკი-1, პააიარვი-9), 3:3 სტემკოსი-22 (სენტ ლუისი-24, კუბინა-7).

ბულიტები გაიტანეს: ებერლე (ედმონტონი), უმარკი (ედმონტონი).

ანაჰაიმი-კალგარი 3:2 (ბ)

1:0, 1:0, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 ვიშნოვსკი-4 (გეტცლაფი-21, ლიდმანი-8), 2:0 სექსტონი-2 (მაკმილანი-1, ვიშნოვსკი-19), 2:1 ო. იოკინენი-4 (ჯორდანო-12, იგინლა-14), 2:2 მოსი-3 (იგინლა-15, ჯორდანო-13).

ბულიტები გაიტანეს: გეტცლაფი (ანაჰაიმი), ტანგეი (კალგარი), პერი (ანაჰაიმი).

11 დეკემბერი

ბოსტონი-ფილადელფია 1:2 (ო)

0:0, 0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 ვან რიმსდიკი-5 (ჟირუ-14, ჯ. კარტერი-12), 1:1 ჰორტონი-11 (კრეისი-16, ლუჩიჩი-11), 1:2 ს. რიჩარდსი-11.

ბაფალო-პიტსბურგი 2:5

1:2, 0:0, 1:3

გოლები: 0:1 ჯეფრი-1 (ლავჯოი-3, ადამსი-5), 0:2 ეშემი-4 (ტელბოტი-4), 1:2 ენისი-7 (დ. როი-20, ვანეკი-12), 1:3 გოლიგოსკი-6 (დუპუი-8, კროსბი-25), 2:3 პომინვილი-4 (მიერსი-5, სეკერა-6), 2:4 რუპი-3 (ჯეფრი-1), 2:5 კუკი-5 (ადამსი-6).

კოლამბუსი-რეინჯერსი 3:1

0:0, 1:1 2:0

გოლები: 0:1 მ. სტაალი-5 (ფედოტენკო-8, დუბინსკი-12), 1:1 ვერმეტი-8 (უმბერგერი-12, ნეში-8), 2:1 ნეში-15 (ვორაჩეკი-12, ჰეიდა-4), 3:1 ნეში-16 (კლესლა-6).

ნიუ ჯერსი-დეტროიტი 1:4

0:2, 0:1, 1:1

გოლები: 0:1 ჰოლმსტრიომი-9 (დაციუკი-24, ბ. სტიუარტი-9), 0:2 კლირი-13 (ბერტუცი-15, აბდელკადერი-5), 0:3 ზეტერბერგი-10 (ჰოლმსტრიომი-7, დაციუკი-25), 1:3 ელიაში-6 (ზაიაცი-10, კოვალჩუკი-9), 1:4 დაციუკი-11 (ზეტერბერგი-19, ჯ. ერიქსონი-3).

აილენდერსი-ატლანტა 4:5

1:0, 1:1, 2:4

გოლები: 1:0 მ. მარტინი-2 (კომო-9, შრემპი-3), 2:0 მოულსონი-10, 2:1 ე. სტიუარტი-8 (სოპელი-2), 2:2 ოდუია-1 (სლეიტერი-3, ტორნბურნი-2), 2:3 ოდუია-2 (ანტროპოვი-8, პევერლი-12), 3:3 შრემპი-5 (ენდრიუ მაკდონალდი-1, კომო-10), 3:4 ლიტლი-7, 3:5 ბურმისტროვი-5 (სოპელი-3), 4:5 კომო-5 (შრემპი-4, მოულსონი-6).

ტორონტო-მონრეალი 3:1

2:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 კესელი-11 (ბოჟაკი-6, ტ. კაბერლე-16), 2:0 ტ. კაბერლე-1 (სიოსტრიომი-2, ბრენტი-2), 2:1 კამალერი-10 (პლეკანეცი-17, ა. კოსტიცინი-11), 3:1 ვერსტეეგი-9 (სიოსტრიომი-3).

ვაშინგტონი-კოლორადო 2:3

1:2, 0:1, 1:0

გოლები: 0:1 შატენკირკი-5 (პ. შჩასტნი-15), 1:1 ნუბლი-6 (ოვეჩკინი-24, ელზნერი-3), 1:2 რაიან უილსონი-1 (პ. შჩასტნი-16, პორტერი-2), 1:3 პ. შჩასტნი-12 (შატენკირკი-11, ვინიკი-6), 2:3 ჰენდრიქსი-4 (ნუბლი-7, ბექსტრიომი-22).

ნეშვილი-ფლორიდა 3:0

2:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 რაიან სატერი-1 (ერატი-10, ს. კოსტიცინი-6), 2:0 შ. უებერი-5 (რაიან სატერი-7, სმიტსონი-3), 3:0 ჯ. უორდი-3 (ბუიონი-8, ფრანსონი-6).

ფინიქსი-დალასი 5:2

3:0, 0:1, 2:1

გოლები: 1:0 რეი უიტნი-4 (ვრბატა-10, ჟოვანოვსკი-7), 2:0 დოუნი-3 (ბელანჟე-10), 3:0 დოუნი-4 (რეი უიტნი-16, იენდლი-12), 3:1 ჯ. ნილი-13 (ვენდელი-1, ბარიში-1), 4:1 კორპიკოსკი-8 (ფიდლერი-4, იენდლი-13), 5:1 იენდლი-5 (სტემპნიაკი-7, ვოლსკი-10), 5:2 ლ. ერიქსონი-12 (მოროუ-8).

სტ. ლუისი-კაროლინა 1:2 (ბ)

0:0, 0:0, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ბრენდონ სატერი-6 (ტ. რუუტუ-12, ი. იოკინენი-16), 1:1 პიეტრანჯელო-3 (ბერგლუნდი-11, სტინი10).

ბულიტები გაიტანეს: ი. იოკინენი (კაროლინა).

ვანკუვერი-ტამპა ბეი 4:5 (ო)

1:1, 1:3, 2:0, 0:1

გოლები: 1:0 დ. სედინი-16 (ჰ. სედინი-29, ბაროუზი-5), 1:1 ტომპსონი-5 (მელოუნი-14, რ. ჯონსი-8), 1:2 ბ. კლარკი-6 (მური-6, პურსელი-15), 1:3 სტემკოსი-23 (ლუნდინი-7), 2:3 მალორტა-5 (სამუელსონი-12, შნაიდერი-2), 2:4 პურსელი-6 (სტემკოსი-20, სენტ ლუისი-25), 3:4 ჰ. სედინი-4 (დ. სედინი-18, შნაიდერი-3), 4:4 ბალარდი-2, 4:5 სტემკოსი-24 (სენტ ლუისი-26, მელოუნი-15).

ლოს ანჯელესი-მინესოტა 2:3 (ო)

0:1, 1:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 მ. კოივუ-6, 1:1 დ. ბრაუნი-10 (კოპიტარი-15, ჯასტინ უილიამსი-16), 1:2 კლატერბეკი-8 (ბარკერი-4, ნისტრიომი-2), 2:2 რ. სმიტი-8 (კოპიტარი-16, დ. ბრაუნი-9), 2:3 ბერნსი-8 (ო'სალივანი-3, ბუშარი-3).

სან ხოსე-ჩიკაგო 2:1 (ო)

1:1, 0:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ქლოუ-7 (დმერსი-7, ვლასიჩი-1), 1:1 ჰენდრი-1 (დოუელი-7, სკოტი-1), 2:1 ქლოუ-8 (ვლასიჩი-2, ჯ. ბრაუნი-6).

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა