ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 2010 წლის სეზონის ლაურეატები მონაკოში ოფიციალურ ცერემონიაზე დააჯილდოვა

გასულ უქმეებზე მონაკოში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ ცერემონიაზე დააჯილდოვა 2010 წლის სეზონის ლაურეატები. ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა მისთვის განკუთვნილი პრიზი ფედერაციის პრეზიდენტისგან ჟან ტოდტისგან მიიღო.

ფორმულა 1-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნი ექსლტოუნმა კონსტრუქტორთა თასი გადასცა "რედ ბულის" ხელმძღვანელს კრისტიან ჰორნერს. ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") და მარკ უებერმა ("რედ ბული") ასევე მიიღეს პრიზები საერთო ჩათვლაში მოპოვებული მეორე და მესამე ადგილებისთვის.

"ეს საოცარი საღამოა ჩემთვის და მთლიანად "რედ ბულისთვის", - განაცხადა ფეტელმა. - ძალიან აღელვებული ვარ საჩემპიონო თასის მიღების გამო. ამაზე მას შემდეგ ვოცნებობდი, რაც ავტოსპორტში დავიწყე გამოსვლა. უბრალოდ არ მჯერა, რომ ჩემპიონატი მოვიგე ფანტასტიკურ სეზონში, რომელშიც ჩავარდნა მრავლად იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ტრიუმფმა გადაწონა.

მინდა მადლობა გადავუხადო "რედ ბულის" მთელ გუნდს და "რენოს" ძრავის სპეციალისტებს იმ თავდადებული შრომისთვის, რომლის შედეგი გახდა ჩვენი მანქანა. ვამაყობ ამ გამარჯვებით, რომელსაც ერთად მივაღწიეთ".

"რედ ბულისთვის" ეს სეზონი მართლაც დასამახსოვრებელი იყო. ორი საჩემპიონო ტიტულის გარდა, ავსტრიული საჯინიბოს პილოტებმა ჯამში 15 პოული მოიპოვეს, გარდა ამისა, ფეტელისა და უებერის ანგარიშზე 6 სწრაფი წრე მოდის.

თასები გადაეცათ ფედერაციის ეგიდით ჩატარებული სხვა სარბოლო სერიების გამარჯვებულებს: საბასტიან ლოები რალის ჩემპიონატში ტრიუმფისთვის დაჯილდოვდა - ფრანგმა 2010 წელს მეშვიდედ მოიგო სეზონი. პრიზები მიიღეს WTCC-ის ჩემპიონმა ივან მიულერმა, აგრეთვე GT1-ის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულებმა - მიკაელ ბარტელსმა დ ანდრეა ბერტონლინიმ.

გარდა ამისა, მონაკოში გამართულ ცერემონიაზე დააჯილდოვეს საუკეთესო პრომოუტერი და საუკეთესო ტელეკომპანია. პრომოუტერების ნომინაციაში დააჯილდოვეს კორეის გრან-პრის ორგანიზატორები. ჩემპიონატის საუკეთესო გაშუქებისთვის პრიზი მიიღო ტელეკომპანია Abu Dhabi Media Company-მ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა