სამთო-სათხილამურო სპორტი

ჩრდილოამერიკული ტურნეს შემდეგ სამთო მოთხილამურეება ევროპაში დაბრუნდნენ და ისევ ჩქაროსნულ დისციპლინებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ფრანგული ვალ დ'იზერის ტრასა მათთვის კარგად არის ნაცნობი - მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი სწორედ ამ კურორტზე გაიმართა და ისედაც აქ თითქმის ყოველ წელს ტარდება მსოფლიოს თასის ეტაპები.

ერთი კვირის წინ გიგანტურ სლალომში მიღწეული შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო ამერიკელმა ტედ ლიჯეტიმ. ეს ამ მოთხილამურის მეშვიდე ტრიუმფი იყო კარიერაში და შვიდივე გამარჯვებას მან სწორედ ამ დისციპლინაში მიაღწია. ასე რომ, ამერიკელს წარმატება არავის გაკვირვებია. ლიჯეტიმ პირველი ცდის შემდეგ გააკეთა სერიოზული განაცხადი მოგებაზე - ის ერთადერთი იყო, ვინც ტრასა წუთსა და 12 წამზე ნაკლებ დროში გაიარა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ტედი ჩვეულებრივ მეორე ცდას უფრო წარმატებით გადის, ვიდრე პირველს, მის ტრიუმფში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. მართლაც, მეორე დაშვებისას ამერიკელმა კონკურენტთაგან მხოლოდ შვეიცარიელ კარლო იანკასთან წააგო და საბოლოოდ, ორი ცდის ჯამში უდიდესი უპირატესობა დააფიქსირა.

მეორე ადგილზე გავიდა ცნობილი ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი, რომელიც თანდათან უბრუნდება "ბროლის დიდი გლობუსისთვის" ბრძოლას. თუმცა ლიჯეტისთან წამზე მეტის წაგება სერიოზული დარტყმაა ნორვეგიელის რეპუტაციაზე.

ამავე დღეს, ქალებს შვეიცარიის კურორტ სანკტ-მორიტცში უნდა გაერკვიათ უძლიერესი სუპერგიგანტში, მაგრამ უმძიმესი მეტეოროლოგიური პირობების გამო ორგანიზატორებმა ეტაპი რამდენიმე საათით გვიან დაიწყეს, მაგრამ პირველი ექვსი მონაწილედან სამმა ფინიშამდე ვერ მიაღწია და საბოლოოდ, რბოლა გაუქმდა.

ვალ დ'იზერი (აშშ)

გიგანტური სლალომი. კაცები

1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 2:26.26 (1:11.37+1:14.89); 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 2:27.31 (1:11.63+1:15.68); 3. მასიმილიანო ბლარდონე (იტა) - 2:27.47 (1:12.01+1:15.46); 4. კარლო იანკა (შვეიც) - 2:27.81 (1:12.96+1:14.85); 5. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) - 2:27.92 (1:12.59+1:15.33); 6. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:28.03 (1:12.49+1:15.54).

საერთო ჩათვლა

1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 236; 1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 221; 3. მარიო შაიბერი (ავსტრია) - 175; 4. კარლო იანკა (შვეიც) - 174; 5. დიდიე კუში (შვეიცარია) - 160; 6. მიხაელ ვალხოფერი (ავსტრია) - 149.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა