საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური: ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილმა "ოსერმა" ჯავრი მარსელის "ოლიმპიკზე" იყარა

აქა ამბავი ჩემპიონის დამუხრუჭებისა: ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილმა "ოსერმა" ჯავრი მარსელის "ოლიმპიკზე" იყარა. მართალია, ვერ მოუგო, მაგრამ შინ მხოლოდ ქულა გაატანა - 1:1. ამით ბრწყინვალედ ისარგებლეს დაწინაურებულმა "ლილმა", "პარი სენ ჟერმენმა" და "ლიონმა".

ბურგუნდიაში "აბე დეშამზე" თამაში დიდიე დეშამის გუნდისთვის დიდებულად დაიწყო, თამაშის დასაწყისშივე ბრანდაოს ჩაწოდებას თავით ლოიკ რემი გამოეხმაურა და "მარსელი" დააწინაურა. არადა, გუნდს წინა ორ თამაშში გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი, გასულ სეზონში კი "ოსერის" კარი ვერ დალაშქრეს სამხრეთელებმა. მოკლედ, დეშამმა იფიქრა, უსიამოვნო ტრადიცია დაირღვაო, მაგრამ მე-40 წუთზე სლოვენიელმა ვალტერ ბირსამ ანგარიში ტაიმის დასრულებამდე გაათანაბრა - ჟულიენ ქუერსია აკრძალული წესებით შეაჩერა სტეფან მ'ბიამ, რის გამოც "მარსელი" ორმაგად დაისაჯა, პენალტით და წითელი ბარათით - 1:1. თამაშით, რა თქმა უნდა, სტუმართა გუნდი სჯობდა მეტოქეს. გავიხსენოთ თუნდაც ვალბუენას "მაკრატელა", მაგრამ ბოლოსკენ ანტონი ლე ტალეკმა კინაღამ 3 ქულა მოუპოვა "ოსერს", "ლივერპულის" ექს-ფორვარდი სიზუსტემ დააღალატა.

დიდიე დეშამი (მარსელი): "ბიჭებით მაინც ვამაყობ, მათ ხომ ურთულეს კონდიციებში მოუწიათ თამაში. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, ვიტყვი, რომ მოედანზე მარტო ერთი გუნდი იყო, მეორე კი მისთვის ფეხბურთის თამაშში ხელის შეშლით იყო დაკავებული. ამას დავუმატოთ მსაჯების შეცდომები. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ".

დრო გადიოდა, მაგრამ "ლილი" ვერაფერს უხერხებდა აუტსაიდერ "არლს" ავინიონში. "ლილის" ამოცანა ვერც იმან გააიოლა, რომ

მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა აუტსაიდერი ათი კაცის ამარა დატოვა - ჯამელ აიტ ბენ იდირი გააძევა.

უკვე სენსაციაზე ალაპარაკდნენ, როცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ჩრდილოელთა 25 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ტულიო დე მელომ გამარჯვებისა შეაგდო. სხვათა შორის, რომ არა მიკაელ ლანდრო, "ლილს" შეეძლო წაგებაც კი - გამოცდილმა გოლკიპერმა სასწაულებრივ აიღო გაელ ჟერმანის დარტყმული.

რუდი გარსია (ლილი): "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აქ ჩამოვედით და ველოდით დაძაბულ ბრძოლას, ასეც მოხდა. ლიგა 1-ში არ არსებობს იოლი თამაშები. ბიჭებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მოიგებდნენ და ცდას არ აკლებდნენ, ამიტომაც დავსაჩუქრდით გამარჯვების გოლით. მინდა მეტოქე შევაქო, ასე თუ გააგრძელა, ლიგიდან არ გავარდება".

"პარი სენ ჟერმენს" 3 ქულა ნენემ მოუტანა, დედაქალაქელებმა სტუმრად "ვალანსიენს" ბრაზილიელის დუბლის წყალობით სძლიეს - 2:1.

ანტუან კამბუარე (პსჟ): "როცა შანსი გაქვს და თამაშს ვერ "კლავ", თავს ხიფათში იგდებ. ვიცოდით, რომ "ვალანსიენმა" არ იცის სიტყვა დანებების მნიშვნელობა. მოკლედ, ბეწვზე გადავრჩით. უფრო ზუსტად, მოვიგეთ იმიტომ, რომ გვყავს ბრწყინვალე ფეხბურთელი ნენე. მონსერ ნენე! მისმა ფანტასტიკურმა მეორე გოლმა 3 ქულა მოგვიტანა. ბოლო 20 თამაშში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ, ესე იგი ყველაფერი წესრიგშია ჩვენს გუნდში".

"ლიონმა" ლისანდრო ლოპესისა და ბაფეტიმბი გომისის გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა "ტულუზი" და ლიდერთან 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა, თანაც ჩემპიონს გადაუსწრო.

ვალანსიენი-პსჟ 1:2

გოლები: 0:1 ნენე (47), 1:1 აბუბაკარი (82), 1:2 ნენე (84)

ნანსი-სოშო 1:0

გოლი: 1:0 ლუიზი (74)

ლორიანი-ლანსი 3:0

გოლები: 1:0 ამალფიტანო (49), 2:0 კიტამბალა (56), 3:0 მვუემბა (74)

კაენი-ნიცა 0:0

ბრესტი-მონპელიე 0:0

არლი-ლილი 0:1

გოლი: 0:1 დე მელო (90)

გაძევება: ბენ იდირი (53. არლი)

ოსერი-მარსელი 1:1

გოლები: 0:1 რემი (9), 1:1 ბირსა (40)

გაძევება: მ'ბია (39. მარსელი)

ლიონი-ტულუზი 2:0

გოლები: 1:0 ლ. ლოპესი (5), 2:0 გომისი (34)

მონაკო-სენტ ეტიენი 0:2

გოლები: 0:1 ბატლე (20), 0:2 საკო (78)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 17 8 7 2 32-20 31

2. პსჟ 17 8 6 3 28-17 30

3. ლიონი 17 8 5 4 24-19 29

4. მარსელი 17 7 6 4 26-16 27

5. რენი 16 7 6 3 17-11 27

6. ბრესტი 17 7 5 5 19-14 26

7. სტ. ეტიენი 17 6 7 4 23-19 25

8. მონპელიე 17 7 4 6 14-18 25

9. სოშო 17 7 3 7 27-20 24

10. ბორდო 16 6 6 4 21-18 24

11. ლორიანი 17 7 3 7 22-21 24

12. ტულუზი 17 7 3 7 17-18 24

13. ნანსი 17 6 4 7 19-26 22

14. ოსერი 17 4 9 4 23-20 21

15. ნიცა 17 5 6 6 13-17 21

16. ვალანსიენი 17 4 7 6 19-19 19

17. მონაკო 17 2 9 6 15-17 15

18. კაენი 17 3 6 8 16-26 15

19. ლანსი 17 3 6 8 15-30 15

20. არლი 17 1 4 12 10-34 7

ბომბარდირები: 13 - სოუ (ლილი); 11 - ნენე (პსჟ); 10 - ელ-არაბი (კაენი); 8 - პაიე (სენტ ეტიენი), გამეირო (ლორიანი).

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა