ზუგდიდელებმა შინ სამტრედიელებს აჯობეს და სეზონის განახლებას იმედით შეხვდებიან

სახიფათო ზონიდან თავის დასაღწევად მეტოქეებს მოგება სჭირდებოდათ, ზუგდიდელებს სამტრედიაში მარცხისთვის რევანშიც სურდათ. პირველი ნახევარი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა, რაც მათ შედეგიანადაც გამოიყენეს. მე-11 წუთზე ზუგდიდელთა შეტევა შოთა ლომიამ ჩინებული პასით ირაკლი ეხვაიასკენ მიმართა, მან კი გადაცემა შეირგო და გაიტანა.

მასპინძლებმა პირველ ნახევარში საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა მეტოქე და ხიფათიც ძირითადად სამტრედიელთა კართან იქმნებოდა. ~ბაიას ფეხბურთელებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა გუნდის კაპიტან როინ ონიანის შორეული ძლიერი დარტყმა სანტიმეტრებით ასცდა ძაგანიას კარს. ცოტა ხანში მალიჩავასაც ჩინებულად გამოუვიდა შორეული დარტყმა, თუმცა ბურთი მცველმა კუთხურზე მოიგერია. მარცხენა ფლანგიდან ლომია არ ასვენებდა მცველებს და ერთ-ერთი შეტევისას საჯარიმოში წააქციეს კიდეც, თუმცა სილაგავამ პენალტის დანიშვნისგან თავის შეიკავა, თუმცა რამდენიმე წუთში ლომიასვე წაქცევისთვის მაინც მოუწია თერთმეტრმეტრიანი ნიშნულისკენ მითითებამ. პენალტი მალიჩავამ გამოიყენა - 2:0. შესვენებამდე ლომიასაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა შეტევებით განახლდა, მაგრამ მოულოდნელად ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ქებაძემ მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ზუგდიდელტა კარში და თავისიანებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩინა, თუმცა სამ წუთში მასპინძლებმა სამტრედიელებს კონტრშეტევით და ჩინებული გოლით უპასუხეს. ეხვაიამ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ძაგანიას შანსი არ დაუტოვა. საგოლე პასი კი ისევ ლომიასი იყო. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, ჩანდა, რომ ამ მატჩში ყველაფერი გარკვეული იყო.

მატჩის ბოლოსკენ თამაშმა მოედნის ცენტრისკენ გადმოინაცვლა და მასპინძლებმაც შეხვედრა მშვიდობიანად დასრულეს.

ზაზა ტონია (სამტრედიას მეორე მწვრთნელი): ”წაგების შემდეგ მწვრთნელი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი არასდროს არის, მაგრამ ბიჭების მიმართ სამდურავი როგორ უნდა ვთქვათ? სამი თვის ხელფას-პრემია არ მიუღიათ და მათთვის პროგრამა-მაქსიმუმის მოთხოვნა ძნელია. თან ორი-სამი ძირითადი ფეხბურთელი ავადმყოფობის გამო გვაკლდა და შედეგზე ამანაც იმოქმედა”.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): ”ამ შეხვედრაში მეტოქეზე ძლიერები აღმოვჩნდით და შედეგიც ლოგიკური იყო. ჩვენს გუნდს იმხელა პონტეციალი გააჩნია, რომ შეგვიძლია უფრო უკეთ წარვდგეთ ჩემპიონატში, თუ, რა თქმა უნდა, არსებული სიტუაცია დალაგადა. მიუხედავად ამისა, სეზონის განახლებას მაინც ოპტიმისტურად დაველოდებით”.

11.12.10 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი

700 მაყურებელი

ბაია ზუგდიდი - სამტრედია 3:1

გოლი: 1:0 ეხვაია (11. ლომიას პასით) 2:0 მალიჩავა (36. პენალტით), 2:1 ქებაძე (53), 3:1 ეხვაია (56. ლომიას პასით)

ბაია სამტრედია

4-4-1-1 4-5-1

ზარქუა ძაგანია

აფაქიძე კირთაძე

ლ.აკობია გოგია

თ.აკობია ხუმარაშვილი

რ. ონიანი ბაკურაძე

ვართაგავა გუჩუა

რიგვავა თ.შალიკაშვილი

მალიჩავა ჩომახიძე

გუგუჩია ბაკარანძე

შ. ლომია პავლიაშვილი

ეხვაია ქებაძე

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ელგუჯა ქომეთიანი გელა სანაია

ბაია

60. ვართაგავა – სიხარულია

73. ეხვაია – ჩანგელია

89. რიგვავა – კუკავა

სათადარიგოები: ჯომიდავა, კალანდია, ქვარცხავა, მამულია

სამტრედია

46. გუჩუა – კაპანაძე

60. პავლიაშვილი – დ. კირკიტაძე

75. შალიკაშვილი – ნინუა

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ჩხიკვაძე, ი.შალიკაშვილი, ეცადეიშვილი

გაფრთხილება: ვართაგავა (30)

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

ლაშა გოგილავა

ზუგდიდიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა