ხსოვნის ტურნირს, რომელიც მერვე წელიწადია 12-წლამდელ ჭაბუკთა შორის ტარდება, წელს 35-ე საფეხბურთო სკოლამ უმასპინძლა

12 დეკემბერს 63 წელი შეუსრულდებოდა გამორჩეულ ქართველ ფებურთელს კახი ასათიანს. მისი ხსოვნის ტურნირი მერვე წელიწადია 12-წლამდელ ჭაბუკთა შორის ტარდება. ამჟამადაც ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების კოორდინატორი საქართველოში ბადრი მაჭავარიანი და კახი ასათიანის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი ჩოლარია ხელმძღვანელობდნენ ტურნირს, რომელსაც 35-ე საფებურთო სკოლამ უმასპინძლა.

წლეულს ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების ტურნირის მონაწილე 15 გუნდიდან, ოთხი საუკეთესო კახი ასათიანის სახელობის ტურნირში ჩაერთო. მესამე ადგლისთვის მცხეთის გუნდმა 35-ე სკოლის მეორე გუნდს მოუგო 3:1. ფინალში კი ვლადიმერ გუცაევის სახელობის საფეხბურთო სკოლის ”იბერია" 0:6 დამარცხდა 35-ე სკოლის პირველ გუნდთან. კახი ასათიანის თასის მფლობელები გახდნენ: გიორგი ენუქიძე, ლუკა რაზმაძე, ზვიად გოგია, არჩილ შალამბერიძე, ლექსო გოგილაშვილი, თორნიკე გობრონიძე, თეიმურაზ მაღრაძე, მიხეილ მჟავანაძე, ბექა მოქერია, ალექსანდრე შურღაია, დავით შენგელია.

სპეციალური პრიზები გადაეცათ: მაყურებლის სიმპათიისა - მიხეილ მუშკუდიანს; საუკეთესო მოთამაშის - თორნიკე გობრონიძეს (ორივე - 35-ე სკოლის მეორე გუნდი); მცველის - დავით თუღანოვს (მცხეთა); ლამაზი გოლის - გიგი წილოსანს (”იბერია"). სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ტურნირის მონაწილე ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს.

”თავის დროზე კახი ასათიანის მონაწილეობით არაერთი მატჩი მიმსაჯია. კახი დიდი პიროვნება, არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და საუკეთესო ადამიანი იყო. სანამ მუხლებში ძალა მექნება, მისი სახელობის ტურნირს ყოველთვის ვიმსაჯებ"- გვითხრა ამ ტურნირის უცვლელმა მსაჯმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ანატოლი მილჩენკომ.

ბადრი მაჭავარიანს თქმით, გაისიდან ტურნირი მასობრივი გახდება და მასში მონაწილეობას გაცილებით მეტი გუნდი მიიღებს.

ყოვედღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა