მატჩის შემდეგ ერთი ადგილობრივი ქომაგი ამბობდა, აქ იმიტომ მოვედი, ბრძოლა მენახა, თორემ ანგარიშს სახლშიც გავიგებდიო

მატჩის შემდეგ ერთი ადგილობრივი ქომაგი ამბობდა, აქ იმიტომ მოვედი, ბრძოლა მენახა, თორემ ანგარიშს სახლშიც გავიგებდიო... დაძაბული პაექრობა მართლაც არ გვინახავს "ქართლზე". ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ძალიან იოლად სძლია მოწინააღმდეგეს. ეს იყო ”სპარტაკის” მორიგი ნაბიჯი სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დასაღწევად. არასახარბიელო სტარტის შემდეგ ბოლო ხანს რიგიანად ათამაშებული ცხინვალელები, მართალია, საახალწლო არდადეგებზე ისევ ბოლო ადგილზე მყოფნი მიდიან, მაგრამ დღეს ისე ჩანს, რომ ეს გუნდი ფსკერიდან მალე ამოყვინთავს.

არადა, მატჩის დასაწყისში მასპინძლების დიდი ანგარიშით გამარჯვება ძნელად სავარაუდო იყო. ძაგანიას ნახევარმომენტს თუ არ ჩავთვლით, პირველ გოლამდე მაყურებელს არც ერთი კარის მიმართულებით ხიფათი არ უნახავს, ანუ გოლი საკმაოდ ”უწყინარ” 23 წუთს მოჰყვა. სწორედ 23-ე წუთზე მატჩის ყველაზე გამორჩეული მოთამაშის ნიკოლოზ მაისურაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი კარის სიახლოვეს მყოფმა ტიერი-ანს კლოვისმა იოლად გაიტანა თავით - 1:0. მაისურაძის საუკეთესოობა შემთხვევით არ გვიხსენებია. პირველი გოლი ხომ მისი პასით გავიდა, ცოტა ხანში მანვე მაღალი პასი მიიღო მკერდით, ბურთი მიწაზე დაუშვა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გაზარდა - 2:0. რამდენიმე წუთში მანვე ძაგანია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა იგი მცველებმა საჯარიმოში მოცელეს და არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმაც უყოყმანოდ მიუთითა 11- მეტრიანი ნიშნულისაკენ. პენალტი გოლად შოთა კაშიამ აქცია - 3:0.

მოკლედ, ”სპარტაკი” მეტად უმტკივნეულოდ დაწინაურდა, თანაც დიდი ანგარიშით. მასპინძლებს გოლების გარდა თითქმის არ შეუქმნიათ ხიფათი გორდეზიანის კართან, აღარაფერს ვამბობთ ფოთელთა მხრიდან სოსო გრიშიკაშვილის ”შეწუხებაზე” - იგიც ყველაზე ”დაუსაქმებელი” ადამიანი იყო მოედანზე მყოფთაგან.

შესვენების შემდეგ პირველად ისევ ”სპარტაკმა” გამოიჩინა ფხა, როდესაც კლოვისი-ბოიომო-ძაგანიას კომბინაცია უკანასკნელის უზუსტო დარტყმით დასრულდა. ორ წუთში, როგორც იქნა, ფოთელებმაც გაიბრძოლეს, ლაშა საცერაძის თავური ხარიხას გადაევლო. ამის შემდეგ სტუმრებმა ტაიმის ბოლოსღა, 82-ე წუთზე შეგვახსენეს თავი მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდით, თუმცა ისიც უკვე ოთხი ბურთით დაწინაურებული ”სპარტაკის” მობურთალთა ყურადღების მოდუნებით იყო გამოწვეული. მასპინძლებს ამ დროს ყველაფერი მოთავებული ჰქონდათ, ბოლო შედეგიანი დარტყმა კი ფოთელთა რბევის დამწყებმა კლოვისმა მიხეილ ბარაბაძის პასის შემდეგ შეასრულა - 4:0.

10. 12 გორი ქართლი 200 მაყურებელი

სპარტაკი - კოლხეთი 4:0

1:0 კლოვისი (23. მაისურაძის პასით), 2:0 მაისურაძე (29), 3:0 კაშია (42. პენალტით), 4:0 კლოვისი (82. ბარაბაძის პასით)

სპარტაკი კოლხეთი

4-4-2 4-5-1:

გრიშიკაშვილი გორდეზიანი

აქუბარდია ბარამიძე

ტეტუნაშვილი ცხვიტარია

ბოიომო ბუკია

ჭაფოძე ლემონჯავა

კაშია კუკულაძე

კაკაშვილი მეგრელიშვილი

შონია გოგონაია

მაისურაძე საცერაძე

ძაგანია მოისწრაფიშვილი

კლოვისი წიქარიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი

ბადრი კვარაცხელია ბესიკ შეროზია

სპარტაკი

53. კაკაშვილი – ზერეკიძე

60. ძაგანია - მ. ბარაბაძე

68. კაშია - დეკანოიძე

სათადარიგო: დაუშვილი, ჩალაძე, ხაჭვანი, მამუდოვი

კოლხეთი

46. კუკულაძე - გეგელია

68. ცხვიტარია - გაბუნია

82. მეგრელიშვილი - ქაშიბაძე

სათადარიგო: ჩიქობავა, კორსანტია

გაფრთხილება: ბარამიძე (42), ზერეკიძე (88)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა