როგორც იქნა დადგა ტურ დე ფრანსზე პირველი სამთო ეტაპის ჯერი. თუმცა მეშვიდე ეტაპზე...

როგორც იქნა დადგა ტურ დე ფრანსზე პირველი სამთო ეტაპის ჯერი. თუმცა მეშვიდე ეტაპზე არ ყოფილა ისეთი ამაღლებები, ტურის ნამდვილ ფავორიტებს ლიდერის ყვითელ მაისურზე რომ მიეტანათ იერიში. მიუხედავად ამისა, "მთის მეფის" პრემიალური ქულების განაწილება ამ ეტაპს მაინც გარკვეულ ინტერესს მატებდა.

ბევრი ელოდა, რომ საერთო ჩათვლის ლიდერი ფაბიან კანჩელარა შეინარჩუნებდა ყვითელ მაისურას - ასეთ მთებს შვეიცარიელი არასოდეს შეუშინებია. ყველას ახსოვს, რომ გასულ წელს მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიის ტურზე და იქ სწორედ მთებში კარგად გამოსვლით გამოიჩინა თავი.

მეშვიდე ეტაპზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოკლე იყო ამ ტურზე, თავიდანვე ხუთი მრბოლელი გაიქცა. მათ შორის გამოირჩეოდა "მთის მეფის" მაისურის მფლობელი ჟერომ პინო, გერმანიის ჩემპიონი კრისტიან კნეესი და ალესანდრო პეტაკის დამხმარე - დანილო ჰონდო. ამ ჯგუფის პელოტონთან მაქსიმალური უპირატესობა 8 წუთსა და 15 წამს შეადგენდა. პინო დამაჯერებლად აგროვებდა სამთო პრემიებს, ჰონდო - სპრინტერულ ბონუსებს. თუმცა ნამდვილი რბოლა მხოლოდ ფინიშამდე 50 კილომეტრით ადრე დაიწყო, როცა მრბოლელებს ორი ამაღლების გადალახვა მოუწიათ.

სწორედ ამ დროს გახდა ცხადი, რომ ფაბიან კანჩელარა ვერ შეინარჩუნებდა ყვითელ მაისურას. შვეიცარიელი პელოტონიდან იმ ველომრბოლებთან ერთად ამოვარდა, რომელთა სპეციალიზაცია მთები არ გახლავთ. რაც შეეხებათ ტურის მთავარ ფავორიტებს, ისინი დამაჯერებლად აკონტროლებდნენ ძირითადი ჯგუფის მუშაობას და არ რეაგირებდნენ იმათ აქტიურობაზე, ვისაც ეტაპის მოგება სურდათ.

ამასობაში, რამდენიმე გუნდის აქტიურობით გაქცეულებთან დროში სხვაობა ორ წუთამდე შემცირდა. ამის შემდეგ ლიდერებს გამოეკიდნენ სამთო კლასიკის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან ტომას ფიოკლერი, დამიანო კუნეგო და სილვენ შავანელი. მათ კიდევ რამდენიმე ველომრბოლი დაემატა და შეიქმნა მეორე ჯგუფი, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა ლიდერებს.

წინ მხოლოდ პინო და ჰონდო დარჩნენ. მალე ამ უკანასკნელს ძალები გამოელია და ჯგუფს დაუბრუნდა. პინო კიდევ ცოტა ხანი იბრძოდა მარტო, მაგრამ ბოლოს ისიც დანებდა, თუმცა 54 სამთო ქულა მისი აქტიურობისთვის შესანიშნავი კომპენსაცია გამოდგა. ამის შემდეგ ფინიშისკენ მარტო გაემართა სილვენ შავანელი. ერთი პირობა ფრანგის უპირატესობა სამ წუთამდე გაიზარდა, რამაც პელოტონი გაააქტიურა. შავანელის გამარჯვებას ყველა შეეგუა, მაგრამ მისი ძალიან შორს გაშვებაც არ უნდოდათ.

ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე შეტევა წამოიწყო 20 წლის ესპანელმა რაფაელ ვალსმა, მაგრამ შავანელის დაწევა ვეღარ მოასწრო. ფრანგმა ამ ტურზე მეორე ეტაპი მოიგო და მეორედ მოირგო ყვითელი მაისურა. სავარაუდოდ, შავანელის ლიდერობა ისევ ერთდღიანი იქნება, რადგან წინ არის ურთულესი სამთო ეტაპია და ტურის მთავარი მოქმედი პირები ჩრდილიდან გამოვლენ.

VI ეტაპი

მონტარჟი-გენიონი (227.5 კმ)

1. მარკ კევენდიში (ბრიტ, HTC-Columbia) - 5.37,42; 2. ტაილერ ფარარი (აშშ, Garmin) - იგივე დრო; 3. ალესანდრო პეტაკი (იტა, Lampre) - იგივე დრო; 4. რობი მაკიუენი (ავსტრა, Team Katusha) - იგივე დრო; 5. ჰერალდ ჩიოლეკი (გერ, Team Milram) - იგივე დრო; 6. სებასტიენ ტურგო (საფ, Bbox Telecom) - იგივე დრო...

VII ეტაპი

ტურნიუსი-სტასიონ დე რუსი (165.5 კმ)

1. სილვენ შავანელი (საფ, Quick Step) - 4.22,52; 2. რაფაელ ვალს ფერი (ესპ, Footon-Servetto) - +0,57; 3. ხუან მანუელ გარატე (ესპ, Rabobank) - +1,27; 4. ტომას ფეკლერი (საფ, Bbox Telecom) - +1,40; 5. მატიო პერჟე (საფ, Caisse d'Epargne) - იგივე დრო; 6. დანიელ მორენო (ესპ, Caisse d'Epargne) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. სილვენ შავანელი (საფ, Omega Pharma-Lotto) - 33.01,23; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +1,25; 3. რაიდერ ჰეშედალი (კან, Garmin) - +1,32; 4. ანდი შლეკი (შვეიც, Team SaxoBank) - +1,55; 5. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +2,17; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - +2,26... 11. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, Sky) - +2,35... 14. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +3,16... 26. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +4,05; 27. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +4,06... 58. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, SaxoBank) - +13,11...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა