სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მამუკა გორგოძესა და სამხრეთაფრიკელ ჯო ფან ნიკერკს ახასიათებენ
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონებში სამოცდაათამდე ქართველი მორაგბე თამაშობს. ამთგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძეა. ახლახან, "ტულონსა" და "მონპელიეს" შორის მე-13 ტურის მატჩის წინ, ყოველდღიურ სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც გორგოძესა და ტულონელთა მესამეხაზელს, სამხრეთაფრიკელ ჯო ფან ნიკერკს ახასიათებენ. გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან.

"მოედანზე მათმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, დიდი ხმაური გამოიწვიოს. თავიანთი გუნდების ლიდერები, სამხრეთაფრიკელი "ფლეიბოი" და ქართველი "მონსტრი", მოწინააღმდეგეს თავზარს სცემენ.

მათ შორის განსხვავება იმთავითვე თვალშისაცემია. ჯო ფან ნიკერკი თუთიყუშივით ენაწყლიანი ადამიანია, რომელიც მატჩის შემდეგ ხალისით ესაუბრება ჟურნალისტებსა და თაყვანისმცემლებს. მამუკა გორგოძე კი პირიქით, ვინც მას იცნობს, მათთვის იგი არის წყნარი, გულჩათხრობილი, ჩაკეტილი ადამიანი და მაინც, ტულონელ ჯო ფან ნიერკსა და მონპელიელ მამუკა გორგოძეს ბევრი საერთო აქვთ.

ორივენი გუნდის უდავო ლიდერები არიან, ქართველი თავისი თამაშით და სამხრეთაფრიკელი კი თავისი გავლენით. მას შემდეგ რაც "მონპელიეს" სათავეში ფაბიენ გალტიე და ერიკ ბეშუ მოვიდნენ, გორგოძე, როგორც ნიჭიერი მორაგბე, ახალი კუთხით წარმოჩინდა. თავიდან ის ფიზიკურ ორთაბრძოლებზე ორიენტირებული მოთამაშე იყო, რის გამოც მწვრთნელებმა მეორე ხაზში მიუჩინეს ადგილი. წლეულს კი, ახალმა მწვრთნელებმა, "კავკასიის კოლოსი" მესამე ხაზში მოკლე ფრთის ფლანკერად გადაიყვანეს.

"ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისი ფეთქებადობისა და დაცვის პირველი ეშელონის გარღვევის უნარის წყალობით, გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია მესამე ხაზში, აქ უფრო საშიში იქნებოდა მოწინააღმდეგისთვის" - აღიარა ერიკ ბეშუმ. იმის გამო, რომ ნაკლებად უხდება შერკინებაში მიწოლა, ფეხებში ნაკლები რძის მჟავა უგროვდება და მისი თამაში უფრო აქტიური და ნაყოფიერი ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, გალტიესა და ბეშუს ინტუიციამ გაამართლა. გორგოძე განუწყვეტლივ გადასცემს თანაგუნდელებს გამარჯვების დაუოკებელ წყურვილს. ძალა და სისწრაფე მას საშუალებას აძლევს, დღესდღეობით "მონპელიეს" წამყვანი მოთამაშე იყოს.

მას აქვს უნარი კონტაქტისას ფეხზე დარჩეს და გაარღვიოს მოწინააღმდეგის დაცვის პირველი ეშელონი, რაც თანაგუნდლებს საშუალებას აძლევს, შეიჭრან წარმოქმნილ თავისუფალ სივრცეში და მეტოქის დაცვის ზურგს უკან ითამაშონ.

"მამუკა გუნდის მთავარი ფიგურა გახდა. მან კარგად გაიაზრა, როგორ მართოს თავისი არაადამიანური ძალა და მაქსიმალურად მოახმაროს თამაშს. ფლანკერად თამაშმა მის ახალ მიღწევებს მისცა დასაბამი. მოგვიანებით გორგოძეს შეუძლია რვა ნომრის პოზიციაზე მოთამაშედაც ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ, მისი ფიზიკური ძალის, დაცვაში და შეტევისას თამაშის ბრწყინვალე ცოდნის წყალობით, ეს ის პოზიცია იქნება, რომელიც მამუკას ყველაზე მეტად შეეფერება" - თქვა ბეშუმ.

8 ნომრის პოზიციაზე აქამდე ჩატარებული რამდენიმე თამაში ნამდვილად იმედის მომცემი იყო. ამასთან, წინა სეზონთან შედარებით, გორგოძე გაცილებით გაწონასწორებული გახდა, ნაკლებ ყვითელ ბარათებს იღებს (ამ სეზონში სულ 2 ყვითელი ბარათი მიიღო), მაგრამ ჩხუბისთავის რეპუტაცია ჯერ კიდევ თან სდევს. ახლახან, ბურგუენელ ალექს ტულუსთან კუნთების დემონსტრირება მას 20-დღიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა, რამაც საშუალება არ მისცა საქართველოს ნაკრებში ეთამაშა ნოემბრის ტესტებზე.

დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ ის მოედანზე "ტულონთან" მატჩში დაბრუნდება. ამ თამაშს განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს, რადგან გორგოძემ უკვე მისცა თანხმობა ტულონელთა მულტიმილიონერ პრეზიდენ მურად ბურჯელალს, რომ მომავალი სეზონიდან "ტულონის" კვართს მოირგებს.

P.S.

მიუხედავდ იმისა, რომ "მონპელიემ" სტუმრად "ტულონთან" წააგო 13:29, მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე