NBA. რეგულარული ჩემპიონატი

დენვერ ნაგეტსის ვარსკვლავმა ნიუ იორკთან ტრეიდი მოითხოვა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გუშინდელი მთავარი ამბავი კარმელო ენტონის უკავშირდება. მისი გუნდი - "დენვერ ნაგეტსი" ნიუ იორკში იყო ჩასული სათამაშოდ და მატჩის შემდეგ კარმელომ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს თავისი ამჟამინდელი გუნდის 65-მილიონიან შემოთავაზებაზე. გარდა ამისა, ენტონიმ "ნაგეტსის" ხელმძღვანელობას "ნიქსთან" ტრეიდის ორგანიზება მოსთხოვა.

"მელო, შენ ჭირდები ნიუ იორკს!", - სკანდირებდა მატჩის დროს პუბლიკა.

"რა თქმა უნდა, ასეთი სიტყვების შემდეგ გრძნობ, რომ აქ ყველას სჭირდები", - განაცხადა ენტონიმ მატჩის შემდეგ.

კარმელოს სურვილი გასაგებია - "ნიქსში" საინტერესო და პერსპექტიული შემადგენლობა შეიკრიბა, რომელიც ამ შეხვედრას შვიდმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა. "დენვერში" კი არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციია. სხვანაირად როგორ იქნება, როცა გუნდის ლიდერი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ წამს დატოვოს კოლორადო.

ნიუიორკელ გულშემატკივრებს მხოლოდ ენტონის განცხადებით არ მიუღიათ სიამოვნება - "მედისონ სკვერ გარდენის" მოედანზე მათ შემტევი კალათბურთი იხილეს, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველ ტაიმი, რომელშიც მასპინძლების მაქსიმალურმა უპირატესობამ 12 ქულა შეადგინა (44:32), თითქმის საყაიმო ანგარიშით დასრულდა - 66:65 "ნიუ იორკის" სასარგებლოდ. გასულ უქმეებზე "შარლოტმა" "ბოსტონს" მთლიანად მატჩში 62 ქულა ჩაუგდო, აქ კი გუნდებმა თითქმის ანალოგიური შედეგიანობა 24 წუთში აჩვენეს.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. "დენვერის" რიგებში, რა თქმა უნდა, ენტონი აქტიურობდა, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. მას მხარს უბამდნენ ნენე ილარიო, ელ ჰარინგტონი და ტაი ლოუსონი. სამაგიეროდ, ჩააგდეს თამაში ჩონსი ბილაპსმა და ჯეი არ სმიტმა - ჯამში 15 ტყორცნიდან მხოლოდ სამი გამოიყენეს. ბოლო მეოთხედის წინ "ნიუ იორკი" 106:97-ს იგებდა, მაგრამ ჯორჯ კარლის გუნდმა საფინალო სირენამდე წუთითა და 17 წამით ადრე შეძლო ანგარიშის გათანაბრება: ბილაპსმა გამოიყენა თამაშიდან ერთადერთი ტყორცნა - 120:120. შემდეგ ამარე სტაუდმაიერმა და ენტონიმ გაცვალეს ორი-ორი ქულა, გადამწყვეტი ტყორცნა კი ჩენდლერმა ჩააგდო, როცა ფარქვეშ მარტო დარჩენილმა ფელტონისგან მიიღო პასი. "დენვერს" დარჩა მატჩის გადარჩენისთვის დრო და შეტევაში ენტონი გაუშვა, მაგრამ კარმელომ გალინარიზე ჯარიმთ მიიღო და "ნიუ იორკმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.

ენტონის გარდა ყურადღების ცენტრში მოექცა სტაუდმაიერი. მან ზედიზედ მერვე შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა და გაიმეორა ვილი ნოლსის საკლუბო რეკორდი, რომელიც 48 წლის წინ იყო დამყარებული. რაც შეეხება "ნიქსის" ზედიზედ რვა მოგებას, ასეთი სერია გუნდს 1994-95 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

გუშინ იუბილე ჰქონდა "სან ანტონიო სპურსის" ლეგენდას ტიმ დანკანს. მან NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. პარტნიორებმა არ დააღალატეს ტიმი და ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა მოგებით აღნიშნეს. NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "პორტლენდის" დამარცხებაში - 8 ქულა და 13 მოხსნა, ყველაზე შედეგიანი კი "სპურსის" სათადარიგო მცველი ჯორჯ ჰილი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.

რეგულარულის სტარტზე ზედიზედ რვა მოგების შემდეგ თანდათან ქვემოთ ეშვება "ნიუ ორლეანი". კრის პოლის გუნდმა სრული კრახი განიცადა "ფილადელფიასთან" შეხვედრაში. მასპინძლებმა პირველი მეოთხების ბოლოს და მეორეს დასაწყისში 17:2 გაქცევა მოახერხეს და ბრძოლის სურვილი დაუკარგეს მეტოქეს. "სიქსერზს" "ჰორნეტსის" კალათბურთელებიც დაეხმარნენ, რომლებმაც პირველ ტაიმში თამაშიდან 14 (!) პროცენტის სიზუსტით ისროლეს. დიდი შესვენებისთვის "ფილადელფია" 45:23-ს იგებდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. "ნიუ ორლეანმა" ბოლო 11 მატჩში მერვედ წააგო, ამასთან, 19 ნოემბერის შემდეგ არ დაუგროვებია ერთ შეხვედრაში 100 ქულა.

როგორც იქნა საჩემპიონო თამაში აჩვენა კობი ბრაიანტმა. "ლეიკერსის" ლიდერმა "ნიუ ჯერსი ნეტსის" წინააღმდეგ თითქმის უნაკლოდ ითამაშა. მოედანზე 35 წუთი გაატარა, 32 ქულა (თამაშიდან - 9/19, სამქულიანი - 3/6, საჯარიმო - 11/13), 6 პასი, 4 ჩაჭრა და 4 მოხსნა დააგროვა. ამასთან, ბოლო წუთებზე კობიმ მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღო თამაში და ჯერ 88:87-ზე შესანიშნავი პასი მისცა გასოლს, 40 წამის შემდეგ კი ოდომს ჩაატენინა ბურთი - 92:87. ამის შემდეგ აღმოსავლეთის უსუსტეს გუნდს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ჰქონდა.

ნიუ იორკი-დენვერი 129:125

35:24, 31:41, 31:24, 32:36

ნ-ი: სტაუდმაიერი (30+8 მოხსნა+3 დაფარება), ჩენდლერი (27+7 მოხსნა), ფელტონი (19+17 პასი), ფილდსი (18+9 მოხსნა), გალინარი (16), დუგლასი (13).

დ: ენტონი (31+13 მოხსნა), ნენე (26+8 მოხსნა), ჰარინგტონი (19+5 პასი), ლოუსონი (18).

ფილადელფია-ნ. ორლეანი 88:70

20:13, 25:10, 22:23, 21:24

ფ: უილიამსი (17+5 პასი), იგუოდალა (16+10 მოხსნა+5 პასი), ბრენდი (15+13 მოხსნა), ჰოლიდეი (12+5 მოხსნა).

ნ-ო: პოლი (25), არიზა (5+10 მოხსნა).

ნიუ ჯერსი-ლეიკერსი 92:99

24:30, 18:22, 25:17, 25:30

ნ-ჯ: ლოპესი (25+9 მოხსნა), ჰარისი (16+8 მოხსნა+10 პასი), მოროუ (15), ჰემფრიზი (11+11 მოხსნა+3 დაფარება).

ლ: ბრაიანტი (32+6 პასი+4 ჩაჭრა), ოდომი (22+7 მოხსნა), გასოლი (15+11 მოხსნა+5 დაფარება), ფიშერი (10).

სან ანტონიო-პორტლენდი 95:78

23:17, 24:23, 23:21, 22:17

ს-ა: ჰილი (22), ჯინობილი (18), პარკერი (14+6 მოხსნა+6 პასი), ნილი (11), დანკანი (8+13 მოხსნა).

პ: მეტიუზი (17), ოლდრიჯი (16+7 მოხსნა), კემბი (11+13 მოხსნა).

ოკლაჰომა-კლივლენდი 106:87

31:17, 25:28, 30:13, 20:19

ო: დურანტი (25+7 მოხსნა), ჰარდენი (19), გრინი (19), უესტბრუკი (14+11 პასი).

კ: პარკერი (12), გიბსონი (11), ვარეჟაო (7+16 მოხსნა).

კლიპერსი-ორლანდო 85:94

14:35, 26:24, 19:10, 26:25

კ: გორდონი (28+8 პასი), გრიფინი (27+16 მოხსნა+5 პასი).

ო: ჰოვარდი (22+8 მოხსნა), ნელსონი (17+9 პასი), კარტერი (13+7 მოხსნა), ბასი (13+11 მოხსნა).

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"