მამაკაცმა მოთხილამურეებმა ვალ დ'იზერში გამოსვლა სლალომით დაასრულეს.

მამაკაცმა მოთხილამურეებმა ვალ დ'იზერში გამოსვლა სლალომით დაასრულეს. ეს სახეობა ამ კურორტზე დიდი იშვიათობაა, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეტაპის მონაწილეები უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩდნენ.

პირველი ცდის შემდეგ მოულოდნელად ლიდერობა ვეტერანმა იტალიელმა მანფრედ მოელგმა მოიპოვა. საერთოდ, იტალიური პუბლიკა დიდი ხანია ელოდება მანფრედისგან მაღალ შედეგებს. მას ყოველთვის გამოსდიოდა სლალომი, მაგრამ ამჯერად მეორე ცდაზე ვერ გაამართლა და საერთო ჯამში მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა.

მთავარი სენსაცია გახდა ფრანგი სტივ მისილიე. ის სლალომის სპეციალიტი კი გახლავთ, მაგრამ უძლიერესთა ჯგუფის მეორე ნახევარშიც არ შედის, თანაც ცუდ ფორმაშია, რაც პირველი ცდის შედეგმაც დაადასტურა - მხოლოდ 25-ე შედეგი. მაგრამ პირველ ცდაზე ნაჩვენები შედეგების სიმჭიდროვემ და მეორე ცდისას ბრწყინვალე სრიალმა თავისი საქმე გააკეთა - სტივ მისილიემ ყველას წამზე მეტი მოუგო და ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა!

სლალომის ტრიუმფატორები ავსტრიელები გახდნენ. საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ახალგაზრდა მარსელ ჰირშერმა, რომელიც უკვე სამი წელია აოცებს ყველას სტაბილური შედეგებით, მეორეზე 31 მეასედი ჩამორჩენით ლეგენდარული ბენჯამინ რაიხი აღმოჩნდა, რომელიც წელსაც მზად არის მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად.

უამინდობის გამო ქალებმა შვეიცარიის სანკტ მორიტცში ნახევარი ეტაპი ჩაატარეს. გაუქმდა სუპერგიგანტის სტარტი, მაგრამ მეორე დღეს გიგანტური სლალომის გამართვის საშუალება გაჩნდა. პირველი ცდა მონაწილეებმა უპრობლემოდ ჩაატარეს, მეორეში კი მათ ქარი უშლიდათ ხელს და ამან მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ძალთა საბოლოო გადანაწილებაში.

პირველი ცდის შემდეგ ეტაპს ორი გერმანელი - ვიქტორია რებენსბურგი და კატრინ ჰიოლცლი ლიდერობდნენ. საკმაოდ ნაცნობი სურათი იყო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რებენსბურგი ამ დისციპლინაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ჰიოლცლმა კი გასულ სეზონში გიგანტურ სლალომში მცირე ბროლის გლობუსი მოიგო.

მაგრამ მეორე ცდა ორივე გერმანელმა ჩააგდო. ჰიოლცლმა საერთოდ ვერ მიაღწია ფინიშამდე, რებენსბურგმა კი დისტანციის პირველ ნაწილში შეცდომა დაუშვა და შემდეგ ტემპი ვეღარ აკრიფა. საბოლოოდ ვიქტორია, რომელიც სეზონის პირველ ეტაპებზე დომინირებდა გიგანტურ სლალომში, მხოლოდ მეცხრე ადგილზე გავიდა.

გამარჯვება კი ფრანგმა ტესა ვორლიმ მოიპოვა, მან ბოლო დროს ძალიან მოუმატა. ვორლიმ პირველ ცდაზე ნაჩვენები მეხუთე შედეგის შემდეგ შეძლო ეტაპის მოგება და ყველას თვალნათლივ დაანახა თავისი ამბიციები. მეორე პოზიციაზე გასულმა ფინელმა ტანია პოუტაინენმა მხოლოდ ერთი მეასედი წააგო გამარჯვებულთან. მესამეზე აღმოჩნდა სლოვენიელი უნივერსალი ტინა მაზე.

აღვნიშნავთ ამერიკელ ლინდსი ვონს, რომელმაც მისთვის ნაკლებად კომფორტულ დისციპლინაში საკმაოდ მაღალი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. საერთო ჩათვლის ლიდერი მარია რიში კი მე-19 პოზიციაზე აღმოჩნდა, ასე რომ ვონმა ოდნავ შეამცირა ჩამორჩენა გერმანელთან.

სანკტ მორიტცი (შვეიცარია)

გიგანტური სლალომი. ქალები

1. ტესა ვორლი (საფ) - 2:10.70; 2. ტანია პოუტაინენი (ფინ) - +0.01; 3. ტინა მაზე (ნორ) - +0.31; 4. ანემონე მარმოტანი (საფ) - +0.52; 5. მარი-მიშელ განიონი (კან) - +0.79; 6. ტაინა ბარიოსი (საფ) - +1.06...

საერთო ჩათვლა

1. მარია რიში (გერ) - 526 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 381; 3. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 276; 4. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 250; 5. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 236; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 236...

ვალ დ'იზერი (აშშ)

გიგანტური სლალომი. კაცები

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:44.70; 2. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) - +0.31; 3. სტივ მისილიე (საფ) - +0.56; 4. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - +0.75; 5. ჟულიან კუზინე (კან) - +1.13; 6. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - +1.31...

საერთო ჩათვლა

1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 236 ქულა; 2. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 221; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 200; 4. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) - 188; 5. მარიო შაიბერი (ავსტრია) - 175; 6. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 175...

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო