"ესტუდიანტესმა" ბოლო ტურში ოფიციალურად მოიპოვა აპერტურას ტიტული, თუმცა რეალურად ჩემპიონობა შუა კვირაში გაიფორმა

"ესტუდიანტესმა" ბოლო ტურში ოფიციალურად მოიპოვა აპერტურას ტიტული, თუმცა რეალურად ჩემპიონობა შუა კვირას ბოლოსწინა ტურში გაიფორმა, როცა სტუმრად 4:0 გაანადგურა "რივერ პლეიტი". ამის შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო, რომ "სტუდენტები" შინ ქულებს დაკარგავდნენ "არსენალთან" და კონკურენტ "ველეს სარსფილდს" შანსს მისცემდნენ. მით უმეტეს, რომ ნახევარი წლის წინ მათ კარგი გაკვეთილი ჰქონდათ მიღებული - ბოლოსწინა ტურში "როსარიოს" ვერ მოუგეს და წინ "არგენტინოს ხუნიორსი" გაუშვეს.

მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლებოდა, რომ "ესტუდიანტესის" მეტოქე დიდი ხანი ჩემპიონობის მესამე პრეტენდენტი იყო და მხოლოდ ბოლო სამ-ოთხ ტურში ჩამოშორდა პირველი ადგილისთვის ბრძოლას. გარდა ამისა, "არსენალს" ჩვევია ტიტულის მაძიებელთა გაწბილება. გავიხსენოთ მაგალითად, 2004 წლის აპერტურა, როცა ბოლო ტურში "ველეს სარსფილდს" სტუმრად ფრე ეთამაშა და მას "ნიუელსის" დაწევის საშუალება არ მისცა.

მოკლედ ასეთი იყო წინასამატჩო ამბები. მხოლოდ ერთს დავამატებთ - დისკვალიფიკაციის შემდეგ "ესტუდიანტესს" დაუბრუნდა ენცო პერესი, ასე რომ, მასპინძლებს შემადგენლობის მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ.

თავად საჩემპიონო მატჩი მდიდარი არ ყოფილა სახიფათო მომენტებით. პირველ ტაიმში "ესტუდიანტესი" ფლობდა ინიციატივას, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა, "არსენალი" კი შიგადაშიგ სახიფათოდ იჩხვლიტებოდა, აი მეორე ტაიმში კი მასპინძლების უპირატესობა უდიდესი გახდა და სტუმრებს მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრი უწევდათ.

"სტუდენტების" შეტევათა უმრავლესობა ერთნაირად სრულდებოდა - ან ჩაწოდება გასტონ ფერნანდესზე ან საჯარიმოს გარედან გასროლა. ორივე შემთხვევაში დარტყმა ან კარს ცდებოდა ან თამაშში კარგად ერთვებოდა კამპესტრინი. სხვათა შორის, მატჩში, რომელშიც ჩემპიონობის პრეტენდენტს მოგება სჭირდებოდა, ფერნანდესი მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი ფორვარდი იყო.

ბოლოს "ესტუდიანტესის" სამწვრთნელო შტაბი მიხვდა, რომ ერთი თავდამსხმელი საკმარისი არ არის და გონიერი შეცვლა გააკეთა: ყოვლად უშინაარსო ვერონი (სახელოვან ვეტერანს ტრავმა აწუხებდა) გაიყვანა და როდრიგო ლოპესს მისცა შანსი. მაგრამ "სტუდენტებმა" იგივე რითმში გააგრძელეს თამაში და ბოლოს მაინც მიაღწიეს მიზანს. ლეანდრო ბენიტესმა კუთხური ჩააწოდა, მერკადოს თავზე მოხვდა ბურთი და კართან დადარაჯებულმა ფერნანდესმა ერთი მეტრიდან გაიტანა. აქ შეიძლება კამპესტრინის დადანაშაულება, რომელმაც ბოლო დარტყმამდე ბურთის ჩაჭრა არ სცადა, არადა იყო ამის შანსი.

წერტილი შეხვედრას სწორედ ლოპესმა დაუსვა. როდრიგომ ლამაზი ტრაექტორიით გაგზანა ბურთი კარში ბენიტესის მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ. არბიტრს მატჩისთვის თითქმის არაფერი დაუმატებია - უკვე ყველას უჭირდა ემოციების შეკავება. ოთხი წლის შემდეგ "ესტუდიანტესმა" დაიბრუნა არგენტინის ჩემპიონობა. ეს ამ გუნდის არსებობის ისტორიაში მეხუთე ტიტული გახლავთ.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში "ველესმა" 57-ე წუთისთვის გატანილი ორი უპასუხო გოლით მოამთავრა საქმე "რასინგთან" გასვლით შეხვედრაში და 74-ე წუთამდე მინიმუმ "ოქროს მატჩის" იმედად იყო, მაგრამ გასტონ ფერნანდესის გოლის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა და "ველეს სარსფილდმა" საჩემპიონო ამბიციები კლაუსურას გათამაშებისთვის გადადო.

"ესტუდიანტესის" მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ ბოლო ორი წელიწადში მეორე ტიტული მოიპოვა - 2009 წელს ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებას არგენტინის ჩემპიონობა დაუმატა. სხვათა შორის, საბელია იმ "ესტუდიანტესის" ნახევარმცველი იყო, რომელმაც 1982 და 1983 წლებში მოიპოვა ჩემპიონობა.

საბელიას მომავალი ბედი გაურკვეველია. ბოლო ინფორმაციით, ამ ტრიუმფის შემდეგ სპეციალისტს "რივერ პლეიტის" მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა "ესტუდიანტესის" ხელმძღვანელობა მის გაშვებას არ აპირებს და კონტრაქტის გახანგრძლივება აქვს გადაწყვეტილი.

XIX ტური

ესტუდიანტესი-არსენალი 2:0

ესტუდიანტესი: ორიონი, ფ. ფერნანდესი, დესაბატო, რე, მერკადო, ბრანია (88. რონკალია), ვერონი (59. რ. ლოპესი), როხო, ე. პერესი, ლ. ბენიტესი, გ. ფერნანდესი (82. მ. სანჩესი).

გოლები: 1:0 გ. ფერნანდესი (74), 2:0 რ. ლოპესი (87)

რასინგი-ველესი 0:2

ველესი: ბაროვერო, კუბერო, ს. დომინგესი, ორტისი, პაპა (65. ბელა), გ. დიასი, სომოსა, საპატა, მ. მორალესი (78. კრისტალდო), ხ. მარტინესი, ს. სილვა.

გოლები: 0:1 ხ. მარტინესი (23), 0:2 მ. მორალესი (57)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესტუდიანტესი 19 14 3 2 32-8 45

2. ველესი 19 13 4 2 33-9 43

3. არსენალი 19 9 5 5 22-19 32

4. გოდოი 19 7 8 4 32-25 29

5. რასინგი 19 8 5 6 25-18 29

6. რივერი 18 7 7 4 17-17 28

7. ლანუსი 18 8 4 6 19-21 28

8. ოლ ბოისი 19 7 5 7 24-23 26

9. ნიუელსი 19 6 8 5 13-12 26

10. კოლონი 19 7 5 7 21-29 26

11. ბოკა 18 7 3 8 19-19 24

12. სან ლორენსო 19 6 6 7 18-20 24

13. არგ. ხუნიორსი 18 6 5 7 21-20 23

14. ტიგრე 17 6 3 8 22-23 21

15. ბანფილდი 19 4 8 7 20-19 20

16. ოლიმპო 18 5 3 10 18-25 18

17. კილმესი 18 3 7 8 13-23 16

18. ხიმნასია 18 3 5 10 12-22 14

19. ინდეპენდიენტე 17 2 8 7 13-24 14

20. ურაკანი 18 3 4 11 15-33 13

ბომბარდირები: 11 - სილვა (ველესი); 10 - მარტინესი (ველესი); 9 - სტრაკალურსი (ტიგრე); 8 - რამირესი (გოდოი), მატოსი (ოლ ბოისი); 7 - პალერმო (ბოკა), ობოლო (არსენალი).

ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა