უარმა თავმოყვარეობა შეულახა თუ რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა შორს დაიჭირა...

უარმა თავმოყვარეობა შეულახა თუ რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა შორს დაიჭირა - ვინ თქვა ვესლი სნეიდერი მინდა, საიდან მოიტანეთო. ფერგიუსონისავე თქმით, მას არც გერმანელი ვარსკვლავის მესუთ იოზილის შეძენა მოსვლია თავში აზრად და საერთოდაც მისი ღრმა რწმენით ამჟამინდელი "იუნაიტედი" უკვე გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

ცნობისათვის: დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონისწინა შეკრებაზე კანადას მიემგზავრება, საიდანაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაშიც გადავა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ "იუნაიტედს" ხელეწიფება, როგორც პრემიერლიგის ტიტულის მოპოვება (რაც "იუნაიტედისთვის" ისტორიაში მეთორმეტე იქნება), ასევე ჩემპიონთა თასის მესამედ მოგება - თანამედროვე ენით რომ ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკულ ტურნეში არ მიემგზავრება ის ხალხი, ვინც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი გამონაკლისა "იუნაიტედის" ახალი შენაძენი, მექსიკელი თავდამსხმელი, 22 წლის ხავიერ ერნანდესი, რომელსაც ხელშეკრულებით მართებს თავის აწ უკვე ყოფილ კლუბთან გვადალახარას "ჩივასთან" თამაში. ეს მატჩი 30 ივნისსაა დანიშნული.

ტურნეში ვერც ძველი გვარდიის რამდენიმე წარმომადგენელი გაემგზავრა. კერძოდ, ინგლისში სამკურნალოდ დარჩნენ ოუენ ჰარგრივზი, გარი ნევილი და რიო ფერდინანდი. სამაგიეროდ, მწვრთნელს მხარში უდგანან პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. სულ, ამერიკის კონტინენტზე 22 კაცი გაემგზავრა. ტურში ხუთი შეხვედრაა გათვალისწინებული. კერძოდ, ჩიკაგოში ვარჯიშის შემდეგ "იუნაიტედი" პარასკევს ტორონტოს "სელტიკს" შეხვდება. 21 ივლისს დაგეგმილი თამაში "ფილადელფია იუნიონთან", 25-ში "კანზას სიტი უიზარდთან", ხოლო 28-ში ამერიკული "მეიჯორ ლიგ სოკერის" ყველა ვარსკვლავთან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტურნე მექსიკაში ერნანდესის მშობლიურ გუნდთაბნ თამაშით დასრულდება, 8 აგვისტოს კი "უემბლიზე" უკვე "ქომუნითი შილდია" - მარტივად რომ ვთქვათ, სუპერთასის შეხვედრა: "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ჩელსი".

თუმცა, დავუბრუნდეთ "სნეიდერის საქმეს". "ლელოს" მკითხველმა კარგად უწყის, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისური პრესა დაბეჯითებით წერდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერისგან" ჰოლანდიელი ვარსკვლავის შეძენას ცდილობდა და მასში იტალიელებს 30 მილიონ ფუნტს სთავაზობდა. მოდი, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მანჩესტერელთა ინტერესის ამბავი "შავ ლურჯების" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც დაადასტურა, ხოლო მორატი წესით არ უნდა იყოს ის კაცი, საქვეყნოდ იაფფასიან ტყუილებს რომ ამბობდეს, თუმცა მას მერე, რაც სნეიდერმა უარი შეუთვალა ფერგიუსონმა ასე ბრძანა:

"ღრმად მწამს, რომ ახლა გაცილებით ძლიერი გუნდი მყავს ვიდრე გასულ სეზონში მყავდა. ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილება შეემატათ, ისინი ერთი სეზონით გაიზარდნენ. ნამდვილად არ ვიცი საიდან მოიტანეს ამბავი თითქოს სნეიდერის ყიდვა მინდოდა. როგორ შეიძლება უარი შემომითვალოს კაცმა, რომლისთვის არაფერი შემითავაზებია?"

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შოტლანდიელმა სპეციალისტმა უარყო გერმანელ ვარსკვლავთან მესუთ იოზილთან დაკავშირებული ხმებიც. შეგახსენებთ, რომ იოზილი ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ იმ შეხვედრისა, რომელშიც გერმანელთა ნაკრებმა ინგლისისას 4:1 მოუგო.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს