ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დელ ნერის მოულოდნელი განცხადება

დელ ნერის მოულოდნელი განცხადება

ბუფონი საჭირო აღარ არის?

"ლაციოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "იუვენტუსის" ბანაკში თითქოს სრული იდილია უნდა იყოს, თუმცა არც მთლად მასეა საქმე. ყველაფერი კი ლუიჯი დელ ნერის ბრალია, ვინაც პრესასთან საუბარში ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ არც თუ კორექტული განცხადება გააკეთა. ამას არავინ ელოდა, რადგან აქამდე მუდმივად იმაზე იწერებოდა, რომ ტურინში მოუთმენლად ელოდნენ ბუფონის მოედანზე დაბრუნებას. მივყვეთ თანმიმდევრობით: "იუვე"-"ლაციოს" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დელ ნერიმ ბანალური კომენტარები გააკეთა იმის შესახებ, რომ მისმა გუნდმა მთლიანობაში ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვა. იქვე დასძინა, რომ მილოშ კრასიჩი "იუვესთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი ტრანსფერი ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, მეტოქე შეაქო - დღეს ნათლად გამოჩნდა თუ რატომ უკავია "ლაციოს" სატურნირო ცხრილში ასეთი მაღალი ადგილიო. ამ ყველაფრის შემდეგ, დელ ნერის ერთი ასეთი კითხვა დაუსვეს: "სეზონის მეორე ნახევარში ალბათ გაცილებით უფრო ძლიერ "იუვენტუსს" ვიხილავთ, მით უმეტეს, გუნდს ჯანლუიჯი ბუფონი უბრუნდება"... მწვრთნელის კომენტარი ყველასთვის მოულოდნელი იყო:

"გეთანხმებით, სეზონის მეორე ნახევარში უკეთესი გუნდი გვეყოლება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. სწორი გზით მივდივართ და დღითი დღე ვპროგრესირებთ, რაც მაძლევს კიდეც ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს. რაც შეეხება ჯანლუიჯი ბუფონს, არა მგონია, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს დღეს გუნდისთვის, როგორც თუნდაც ერთი წლის წინ. ერთ დროს, ჯიჯი "იუვეს" მთავარი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ხშირმა ტრავმებმა გულშემატკივარი მიაჩვიას იმას, რომ გუნდს ჯიჯის გარეშე უწევს ასპარეზობა. რა თქმა უნდა, მისი გამოჯანმრთელება ყველას გაგვახარებს, მაგრამ გუნდის პროგრესის და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ჯიჯის დაბრუნებასთან არ გავაიგივებდი".

აი ამ პასუხს კი ბანალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ - დელ ნერი მალე წამოდგა და ჟურნალისტებს გაეცალა, რომლებმაც გზაში დააყარეს კითხვები, თქვენსა და ჯიჯის შორის უთანხმოება ხომ არ არისო, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. თუმცა, იტალიელ ჟურნალისტებს რას გამოაპარებ - მიდგნენ, მოდგნენ და გაარკვიეს, რომ დელ ნერი ბუფონის საქციელით ყოფილა გაბრაზებული. თურმე, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც კიპერი ტრავმას მკურნალობს, სულ ორჯერ-სამჯერ მისულა საწვრთნელ ბაზაზე და ისიც რამდენიმე წუთით. დელ ნერი კი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გუნდის ერთ მუშტად შეკვრას და ერთსულოვნებას. ამასთან, რამდენიმე დღის წინ გამართულ ფოტოსესიაზე, რომელშიც მთელმა "იუვენტუსმა" მიიღო მონაწილეობა, ბუფონი არ გამოცხადდა და გადაღებებმა მის გარეშე ჩაიარა. არადა, ჯიჯის თურმე არაერთგზის შეატყობინეს, რომ საწვრთნელ ბაზაზე ფოტოსესია იგეგმებოდა და მისი იქ ყოფნა აუცილებელი თუ არა, სასურველი იყო. ტურინელთა ბანაკში ერთი კულუარული ინფორმაციაც გავრცელებულა, რომლის მიხედვითაც ბუფონის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი ყოფილა დაინტერესებული. ინგლისელები ედვინ ვან დე სარის შემცვლელზე ფიქრობენ და თვალი სწორედ იტალიელ კიპერს დაადგეს. რაც მთავარია, მანჩესტერელებთან საუბარში ინგლისში გადაბარგების სურვილი თავად ბუფონსაც გამოუთქვამს. ამ ყველაფერმა დელ ნერი თურმე ძალიან გააბრაზა და ეს პრესკონფერენციაზე ვეღარ დამალა.

იტალიელი ჟურნალისტები ბუფონის პირად აგენტს, სილვანო მარტინას შეეხმიანენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "ძალიან საცოდავი სანახავი იყო დელ ნერი პრესკონფერენციაზე, რადგან თვითონაც არ იცოდა, რას ამბობდა. სიმართლე გითხრათ, მისი ასეთი საქციელი ძალიან გამიკვირდა, რადგან როგორც ღირსეულ ადამიანს, ისე ვიცნობდი. ვერ გეტყვით რატომ გააკეთა ასეთი კომენტარი, ჯიჯი ყველა ინტერვიუში იმას ამბობს, რომ "ვეკია სენიორაში" უნდა კარიერის გაგრძელება და მეტიც, დასრულება. სულ რომ მართლა ასე ფიქრობდეს მწვრთნელი, ამის საჯაროდ გაცხადება არასწორი იყო. რით დასრულდება ეს ყველაფერი? - ვერაფერს გეტყვით, ჯერ ჯიჯისთან არც მილაპარაკია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვითარების გამწვავებას ყოველმხრივ მოერიდება".

რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება მოუწია "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ, ჯუზეპე მაროტასაც. ის ყველაზე აქტიური ფიგურაა ტურინული გრანდის მესვეურთა შორის და ასეთ დროს, პრესასთან ხშირად ურთიერთობს: "პრესკონფერენციაზე არ ვყოფილვარ და სიმართლე გითხრათ, დელ ნერის კომენტარი არ მომისმენია. მგონია, რომ ჟურნალისტები დრამატიზირებას უკეთებთ ამ ყველაფერს და რეალურად, ლუიჯიმ სულ სხვა შინაარსის განცხადება გააკეთა. "იუვენტუსი" დიდი გუნდია და ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული, თუნდაც ის მოთამაშე მსოფლიოს დონის ვარსკვლავი იყოს. ვფიქრეობ, სწორედ ამის თქმა სურდა, თქვენ კი მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცით".

მაროტამ თავისებურეად შეალამაზა დელ ნერის სიტყვები, მაგრამ ფაქტია, რომ მწვრთნელს ასე კორექტულად და დიპლომატიურად არ ულაპარაკია. რით დასრულდება ეს ყველაფერი? - კითხვა, რომელიც პრესაში უკვე არაერთხელ გაისმა. შესაძლოა, ძალიან მალე მოგვარდეს ყველა გაუგებრობა და ვთქვათ, ჯერ დელ ნერიმ მოიხადოს ბოდიში, შემდეგ კი ბუფონმა შეჰფიცოს "იუვენტუსს" ერთგულება, ან პირიქით, გამწვავდეს კონფლიქტი და ჯიჯიმ მართლაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ამოჰყოს თავი. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა