„ბაიერნის“ ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ვან გაალმა უწიინდელი ჩვენება შეცვალა და ამით მთელი მიუნხენი ააფორიაქა

„ეს არის გუნდი, სადაც აღარასოდეს ვიმუშავებ!“ - თქვა ლუის ვან გაალმა ზუსტად ერთი თვის წინ და იცით, რომელი გუნდი იგულისხმა? ამსტერდამის „აიაქსი“! არ ვიცით, რა შეიცვალა ერთ თვეში, მაგრამ ფაქტია, რომ „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ჩვენება შეცვალა და ამით მთელი მიუნხენი ააფორიაქა.

„მიმაჩნია, რომ „აიაქსი“ ჩემთვის უდიდეს გამოწვევა იქნებოდა. ამ კლუბში რომ დამპატიჟონ, მზად ვარ, ჩემი უმთავრესი ამბიციაც კი გვერდით გადავდო და რომელიმე კარგ ნაკრებში მუშაობაზე უარი ვთქვა. „აიაქსის“ გენიალურმა ფანებმა ნდობა რომ გამომიცხადონ, ძალიან გამიხარდება და მზად ვიქნები, ამსტერდამული კლუბისთვის თავი კიდევ ერთხელ გადავდო,“ - განუცხადა ლუისმა ჰოლანდიურ გამოცემა „ნუსპორტს“.

თუმცა ვან გაალმა იქვე დასძინა, რომ ამისათვის საჭიროა, ამსტერდამულმა გრანდმა მისი ყველა მოთხოვნა შეასრულოს - თუ მხოლოდ მე ვიქნები ბოსი და ყველაფერს მე გადავწყვეტ, მზად ვარ, ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვები იმის შესახებ, რომ „აიაქსში“ აღარასოდეს ვიმუშავებ, უკან წავიღოო.

ისე, „აიაქსს“ ვან გაალის გულში მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ეს არის გუნდი, სადაც ლუისმა სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო წლები გაატარა. 1971-დან 1973 წლებში კი თვითონ ირიცხებოდა ფეხბურთელის რანგში, თუმცა არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. 1988 წლიდან ლუისი „აიაქსში“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, 1991 წელს კი მთავარი მწვრთნელი გახდა, რის შემდეგაც, ამსტერდამულ კლუბს სამჯერ მოაგებინა ჰოლანდიის ჩემპიონატი, ასევე ერთხელ ჩემპიონთა ლიგა (1995) და საკონტინენტთაშორისო თასი (1996). ვან გაალი „აიაქსში“ ბოლოს 2004 წელს იყო დასაქმებული და ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა თვე გაძლო. 2004 წლის ოქტომბერში ლუისისა და „აიაქსის“ თანამშრომლობა ჩხუბით დამთავრდა.

ამსტერდამული კლუბი ახლა უმწვრთნელოდაა - მარტინ იოლის წასვლის შემდეგ, გუნდს დროებით ფრანკ დე ბური ავარჯიშებს. ვან გაალს კი მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"