ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზაზა ფაჩულია: სასტარტოში ვის არ უნდა?!

ზაზა ფაჩულია: სასტარტოში ვის არ უნდა?!

გაზეთ "ჰუპსვორლდთან" ქართველმა ცენტრმა "ატლანტას" აწმყოსა და გუნდში საკუთარ ფუნქციაზე ისაუბრა

ზაზა ფაჩულიამ განვლილ უქმეებზე "ატლანტას" მიერ ჩატარებული ორიდან ერთ მატჩში ითამაშა. იგი გაციებული იყო და მწვრთნელმა სან ანტონიოში არ წაიყვანა. შინ დაბრუნებულმა "ჰოქსმა" "ინდიანას" უმასპინძლა და 97:83 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გამოჯანმრთელებულმა ფაჩულიამ მოედანზე 6 წუთი გაატარა. სხვათა შორის, ქართველ ცენტრს სოლომონ ჯონსის წინააღმდეგ მოუწია თამაში. სოლომონი შარშანწინ "ატლანტაში" ზაზას შემცვლელად იშვიათად თამაშობდა, წლეულს კი "ინდიანაში" გადასვლის შემდეგ დრო საგრძნობლად გაეზარდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: "ინდიანაში" ჯონსს ათამაშებენ საკმარისად და ფაჩულიას უფრო მეტ სათამაშო წუთებს არ არგუნებდნენ?

ჰოდა, ქართველი ცენტრის გადაყვანით "ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტი ლარი ბერდიც დაინტერესებულა, მაგრამ ერთ-ერთი ამერიკული გამოცემის თქმით, ბერდს ფაჩულიას "ინდიანაში" გადაყვანა იმ მიზეზით გადაუფიქრებია, რომ ზაზა ევროპელია...

გაზეთ "ჰუპსვორლდში" ფაჩულიასთან დაკავშირებით გაცილებით კონკრეტული მასალაა - ზაზა "ატლანტას" აწმყოზეც ლაპარაკობს და გუნდში საკუთარ ფუნქციაზეც.

"NBA-ში მოხვედრილ კალათბურთელთა უმეტესობა მანამდე თავის გუნდში მთავარ როლს თამაშობდა (კოლეჯების ლიგასა თუ ევროპაში). NBA-ში კი ბევრს უწევს სათადარიგო მოთამაშის სტატუსით დაკმაყოფილება. შესაბამისად, რამდენადაც ეფექტურად უნდა ითამაშოს სათადარიგომ მათი სახელი დარბაზებში იშვიათად ისმის. ისინი უმეტასად შავი სამუშაოთი არიან დაკავებული და ამ მხრივ გუნდს სერიოზულადაც ეხმარებიან.

"ატლანტა ჰოქსის" ცენტრი, ზაზა ფაჩულია მეექვსე სეზონია, რაც გუნდის ფარქვეშეთს ამაგრებს. მან 2005-დან 2007 წლებში 150 მატჩიდან 125-ში სასტარტოში ითამაშა, საშუალოდ 11.9 ქულას და 7.4 მოხსნას აგროვებდა.

2007 წელს "ჰოქსმა" დრაფტზე ელ ჰორფორდი აიყვანა და ფაჩულიას სათამაშო დრომაც საგრძნობლად იკლო: 30 წუთიდან 15-მდე შემცირდა. ზაზა ამბობს, რომ მეტი დრო ნამდვილად სურს, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც გუნდის ინტერესებია.

- სასტარტოში? ხუთეულში თამაში ვის არ უნდა. არ მეგულება კალათბურთელი, რომელიც საკუთარი სათამაშო დროით კმაყოფილია, მოედანზე 40 წუთსაც რომ ატარებდეს, 45 წუთი ენდომება. ეს ნორმალურია.

"ატლანტაში" სათადარიგოს როლთან დაკავშირებით ქართველი ამბობს:

- ჩვენი მწვრთნელი და გუნდის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან უნდა ჩავერთო. დიდი ხანია "ატლანტაში" ვარ და კარგად ვაცნობიერებ, გუნდს რა სჭირდება. მთავარია, "ჰოქსს" გამოვადგე და დიდი მნიშვნელობა არ აქვს სათადარიგო ვიქნები, თუ სასტარტო. თუ კალათბურთელი საკუთარი როლით უკმაყოფილოა, თავად მისთვისაა ცუდი და წარმატების მიღწევა გუნდისთვისაც რთულდება.

ფაჩულიას მიაჩნია, რომ "ჰოქსის" ხელმძღვანელობას კარგი შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი, რომელსაც პლეი ოფშიც წარმატებით შეუძლია თამაში. თუმცა ამისთვის აუცილებელია რეგულარული ეტაპის დამაჯერებლად ჩატარება და ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება.

- შარშან და შარშანწინ აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში ვითამაშეთ. წლეულს შედეგის გაუმჯობესებას ვაპირებთ. ეს ფინალში გასვლას გულისხმობს, რისთვისაც აუცილებელია ყველა კალათბურთელმა თავისი ფუნქცია კარგად გაიაზროს და საქმე გულმოდგინედ შეასრულოს. ფაქტია, რომ უკეთესად ავთამაშდით, რაც მეტი ქულის ჩაგდებაში არ გამოიხატება - მოგებული მატჩების უმეტესობაში 30-ზე მეტ შედეგიან გადაცემას ვასრულებთ. სწორედ ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ შეტევა "ატლანტას" მთავარი იარაღია.

მიმდინარე სეზონის მეოთხედი მიილია, "ჰოქსს" კი საკადრო პრობლემები მიეძალა. იდაყვის ტრავმა აქვს კაპიტან ჯო ჯონსონს, რომელიც იანვრამდე ვერ ითამაშებს. ჯოს ადგილი ვეტერანმა მო ევანსმა დაიკავა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ის 100 პროცენტით მზად არ არის. მსუბუქმა ფორვარდმა მერვინ უილიამსმა მუხლის ტრავმის გამო ოთხი მატჩი გამოტოვა...

- მე და ჯო ჯონსონი "ჰოქსში" ერთდროულად გადმოვედით. მას მერე უამრავი მატჩი ჩავატარეთ და არ მახსოვს ჯოს ტრავმის გამო დიდი ხნით დაესვენოს. ამჯერად უჩვეულო სიტუაციასთან გვაქვს საქმე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მის არყოფნაში რამდენიმე კალათბურთელი ლიდერის ფუნქციებს კარგად ართმევს თავს - სმიტი, ჰორფორდი, უილიამსი... სასიამოვნოა თანაგუნდელთა პროგრესის ხილვა. გუნდური თამაშის წყალობით არაერთი მატჩი ეფექტურად მოვიგეთ: სტუმრად "ორლანდოსთან", "ნიუ ჯერსისთან"... ასევე უნდა განვაგრძოთ და ჯონსონი რომ შემოგვიერთდება, მეტოქეთათვის უფრო სახიფათონი ვიქნებით, - განაგრძობს ზაზა. საინტერესოა, რომ ჯომ 2007-10 წლებში მხოლოდ 9 მატჩი გამოტოვა.

ფაჩულიას მოვუსმინოთ:

- ყველა კალათბურთელს ესმის, რომ ტრავმა სპორტის ნაწილია. NBA-ში რთული გრაფიკია, სეზონიც გრძელია და ტრავმის ალბათობაც არსებობს. თუმცა, აწყობილ გუნდს ერთი კალათბურთელის დაკლება არ უნდა დაეტყოს. "ატლანტა" სწორ გზას ადგას და იმედი მაქვს ასეც განაგრძობს, წლეულს მაინც ვითამაშებთ ფინალში."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა