ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მეტრეველით დასრულდა: ტურნირიც, სეზონიც

მეტრეველით დასრულდა: ტურნირიც, სეზონიც

სოსო ლიპარტელიანის ნაკრები ტოკიოში დარჩება და ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას

როგორც მოსალოდნელი იყო, ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" გუშინდელი დღე ჩვენთვის დაწყებისთანავე დამთავრდა. გუშინ ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ნოდარ მეტრეველი მძიმე წონაში, რომელიც მასპინძელ მასარუ მომოსეს ხვდებოდა. მეტრეველი ამ წონის ახალი ბინადარია და ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა, თუმცა წარმატებისთვის მარტო ეს არ კმარა. ახლახან ჩატარებულ სამედიცინო შემოწმებაზე მისი ფიზიკური კონდიციები ძალიან მოეწონა ნაკრების ავსტრიელ კონსულტანტ პეტერ ზაიზენბახერს, მაგრამ მან იქვე დაამატა, ფორმაში არაა და მის მომზადებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდებაო.

რაც შეეხება მომოსეს, ის თბილისის წლევანდელი მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, სადაც ზვიად ხანჯალიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს მოუგო, მეტრეველს კი კარიერაში პირველად შეხვდა. თბილისის ტურნირი იაპონელისთვის ჯერჯერობით ერთადერთი მოგებული შეჯიბრებაა, თუმცა წლეულს ბრინჯაოები იაპონიის პირველობაზე და სუვონის მსოფლიოს თასზეც მოიპოვა. მან მეტრეველს იპონით მოუგო, თუმცა მომდევნო წრეში თანაგუნდელთან, აბსოლუტურ წონაში იაპონიის წლევანდელ ჩემპიონთან და ამ შეჯიბრების მომავალ ფინალისტ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან იუკოთი წააგო. ტაკაჰაშიმ ამის შემდეგ კუბელი მსოფლიოს პრიზიორი ოსკარ ბრისონი და გერმანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერიც დაჯაბნა და ფინალში გავიდა, მაგრამ ტრავმის გამო იქ ჭიდაობა ვერ შეძლო და გამარჯვება უბრძოლველად დაუთმო სამხრეთ კორეელ სუნგ-მინ კიმს.

ფინალამდე კორეელმაც რთული გზა გაიარა - პირველად შედარებით უცნობ ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხს მოუგო, მაგრამ იმან მანამდე ბრაზილიელი პანამერიკული თამაშების ექვსგზის გამარჯვებული დანიელ ჰერნანდესი დაამარცხა. ამის შემდეგ კიმმა ეგვიპტელი მსოფლიოს წლევანდელი პრიზიორი ისლამ ელ შეჰაბიც ჩამოიცილა გზიდან და აბსოლუტურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მასპინძელი დაიკი კამიკავაც (შეგახსენებთ - მან იმ ფინალში ფრანგი ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ტედი რინერი დაჯაბნა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილებით). საინტერესოა, რომ კიმმა ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო. აქედან პირველი სამი - იპონით, კამიკავას კი ორი ვაზარი აართვა. ბოლო წლებში კორეელებს მძიმე წონებში მაინცდამაინც ძლიერი ფალავნები არ ჰყავდათ, ახლა კი, ეტყობა, საქმე მათდა სასიკეთოდ იცვლება - აქ ხომ ამან იყოჩაღა, ზუსტად ერთი თვის წინ ამავე წონაში სხვა კიმმა გაიმარჯვა, სოო-ვან კიმმა.

მართალია, 100-ში მონაწილე არ გვყავდა, მაგრამ ცოტა რამ ამ წონაზეც, სადაც ჩემპიონი მასპინძელთა კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი გახდა. ალბათ, აქ ყველა ანაისა და კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ (0ღონდ 90-ში) ჰეე-ტაე ჰვანგის პაექრობას ელოდა, რომელიც შარშანდელს აქეთ უშეღავათოდ მიმდინარეობს. შარშან კანოს ტურნირზე კორეელმა ფინალში მოუგო ანაის და იაპონელებს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. სამაგიეროდ, ანაიმ მალევე კორეაში, სუვონის მასტერსზე ფინალში აუღო რევანში! იმის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ბოლოს კი ზემოაღნიშნულ აზიურ თამაშებზე იჭიდავეს და ისევ ფინალში, სადაც კორეელმა იმარჯვა. ამჯერად მათი შეხვედრა არ შედგა ებრაელ ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ არიელ ზეევის გამო - მეორე წრეში ჰვანგი ჯერ ვაზარზე დააგდო, მერე კი სულაც იპონით მოუგო. ამის შემდეგ 33 წლის ზეევმა მონგოლ ტამუულენგ ბატულგასაც სძლია, ხოლო ნახევარფინალში რუსთა დაღესტნელ (ეროვნებით ავარელია) ევროპის ჩემპიონ ტაგირ ხაიბულაევს იპონით აჯობა. ხაიბულაევმა მანამდე ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში ჩამოიშორა, რომელმაც იქამდე მონგოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი დააიპონა.

ანაიმ ნახევარფინალში ყაზახი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი დაამარცხა, ფინალში კი ზეევს ვაზარით აჯობა. საინტერესოა, რომ იაპონელს ორივესთან ასპროცენტიანი შედეგი აქვს - ორ-ორჯერ შეხვდა და ორივე მოუგო.

კანოს ტურნირით ძიუდოისტთა წლევანდელი წელიწადი არ დასრულებულა, მხოლოდ ჩვენთვის დამთავრდა. სეზონი 17-18 დეკემბერს ჩინეთში დამთავრდება ”დიდი პრიზით”, მაგრამ იქ ჩვენები გამოსვლას არ გეგმავენ. სოსო ლიპარტელიანის ნაკრები ჯერ ისევ ტოკიოში დარჩება და ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას, ტურნირებში კი გაისად ჩაებმება, როცა 15-16 იანვარს ბაქოში მასტერსზე გამოვლენ.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

100 კგ. 1. ტაკამასა ანაი (იაპონია), 2. არიელ ზეევი (ისრაელი), 3. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი), ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი).

+100 კგ. 1. სუნგ მინ კიმი (კორეა), 2. კაზუჰიკო ტაკაჰაში, 3. დაიკი კამიკავა (ორივე - იაპონია), ანდრეას ტოლცერი (გერმანია).

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება

[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის