ნიჟნი ნოვგორიდის გუნდის თავკაცმა რუსეთის პრემიერლიგისთვის გუნდის გაძლიერება უკვე დაიწყო
რუსეთში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე საკმაო დროა, თუმცა პრემიერლიგის ახალწვეული "ვოლგა" შემადგენლობის გადახალისებას უკვე ესწრაფვის. "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ომარ თეთრაძეს დაუკავშირდა და გუნდის ახალწვეულებსა და სამომავლო გეგმებზე ჰკითხა.

- ასე რატომ ჩქარობთ გუნდში ახალი ფეხბურთელების აყვანას, კონკურენტებმა რომ არ დაგასწრონ?

- არა, ვინმესადმი შიში არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჩვენი კლუბი არცთუ მდიდარია და კარგად გვესმის, რომ იმ ძველი შემადგენლობით, რომლითაც პრემიერლიგაში გადმოვედით, ძალიან გაგვიჭირდება. ამრიგად, გაძლიერება აუცილებელია და ვცდილობთ, ჩვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, წინასწარვე დავიბევოთ ის მოთამაშეები, ვისიც პრემიერლიგაში გვეიმედება.

- რა პრინციპით აპირებთ "ვოლგას" დაკომპლექტებას?

- ვინაიდან ჩვენი ამოცანა, პრემიერლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდის გამოყვანაა, გუნდში ისეთებს ვტოვებთ, რომლებმაც განაპირობეს "ვოლგას" წარმატებული სეზონი და შემადგენლობაში ყოფნა დაიმსახურეს. მოსამზადებელ პერიოდში "ძველებს" ახალწვეულებს შევადარებთ და გამოიკვეთება, ვინ უფრო ძლიერია და ვინ იმსახურებს გუნდში დარჩენას.

- ზოგიერთ მოთამაშეს უკვე გამოეთხოვეთ.

- გუნდიდან ისინი წავიდნენ, ვინც მოედანზე სხვებზე იშვიათად გამოდიოდნენ – სემაკინი, კოჟანოვი და ვოლკოვი. ეს მწვრთნელისთვის მტკივნეული საკითხია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს თავად მოთამაშეებისთვის უკეთესია. ვფიქრობ, "ვოლგაში" სათადარიგოთა სკამის ხეხვას, ურჩევნიათ, კონტრაქტი იმ გუნდთან გააფორმონ, სადაც მუდმივად თამაშს შეძლებენ.

- ახალწვეულებს როგორ დაახასიათებთ?

- ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალწვეულები "ვოლგას" პრემიერლიგაში დიდ სარგებლობას მოუტანენ. უკვე ძირითადის მოთამაშედ განვიხილავ გაალს. "ამკარში" მოთამაშე ვენგრს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და იმედი მაქვს, თავის საუკეთესო თვისებებს ჩვენთან წარმოაჩენს. ურიგოდ არ თამაშობდა "სიბირში" არავინი, რომელმაც ოსტატობა შესამჩნევად დახვეწა. ძალიან კარგად ირჯებოდა წელს ნალჩიკში გოგიტა გოგუა, რომელიც ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია და უდიდეს სამუშაოს ასრულებს. კარგად წარმოჩინდა "როსტოვსა" და "ტერეკში" მცველი ბენდზიც.

- როგორ იქნება ხოჯავასა და მარცვალაძის საქმე, რომლებიც "ვოლგამ" იჯარის შემდეგ გამოისყიდა. მათ ხომ პრემიერლიგის გამოცდილება არ აქვთ?

- მართალია გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ ერთი სული აქვთ, ეს გამოცდილება მიიღონ. კარგად ვიცნობ ორივე ფეხბურთელს და მათზე დიდ იმედებს ვამყარებ.

- ჰყავს "ვოლგას" ლიდერი?

- ამ როლში სწორედ ხოჯავა მესახება, რომელიც არაორდინალური ფეხბურთელია, გამოირჩევა მოედნის კარგი ხედვითა და მოულოდნელი მოქმედებებით. ხოჯავას შესწევს ძალა, საკუთარ თავზე აიღოს თამაში და გადაწყვიტოს მისი ბედი.

- კიდევ თუ სჭირდება "ვოლგას" რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება?

- დიახ, კიდევ არის გუნდში რამდენიმე პოზიცია, რომლის გაძლიერება მომავალი სეზონის წინ აუცილებლად გვმართებს.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა