ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუსეთმა მონაკოს თავადი მოისყიდა

რუსეთმა მონაკოს თავადი მოისყიდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ალბერ მეორე პუტინისგან ქრთამის მიღებაშია ეჭვმიტანილი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მონაკოს თავადი ალბერ მეორე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევნების წინ რუსეთის წარმომადგენლებისგან ძვირფას საჩუქრებს იღებდა. ასეთი ინფორმაციით გუშინ ბრიტანული პრესა გამოვიდა.

მონაკოს დაზვერვის ყოფილმა საიდუმლო მრჩეველმა რობერტ ერინჯერმა (ფაქტობრივად ამ ადამიანმა შექმნა ამ სახელმწიფოს სპეცსამსახური და სათავეში ედგა მას) წერილი მისწერა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ჟაკ როგეს და ურჩია მას, ყურადღება მიაქციოს ფაქტებს, რომელიც რუსების მიერ სოკ-ის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის მოსყიდვას ადასტურებს.

ერინჯერი ირწმუნება, რომ ალბერ II პირადად რუსეთის პრემიერ-მინსტრისგან ვლადიმერ პუტინისგან იღებდა საჩუქრებს. მათ შორის იყო - რუსული ფულით დაფინანსებული პოლარული ექსპედიცია, სადილი კრემლში და ვილა ქალაქგარეთ, რომელიც ალბერ მეორეს კერძო ფერმის ტერიტორიაზე აშენდა.

56 წლის ერგინჯერი ამერიკის მოქალაქეა. კერძო დეტექტივი, ჟურნალისტი და მწერალი მონაკოს თავადზე კალიფორნიიდან მუშაობდა და როგორც ამბობენ, ალბერ მეორეზე უამრავი კომპრომატი შეაგროვა.

ერინჯერი 2002-07 წლებში დაზვერვაში მუშაობდა. სწორედ მაშინ შეამჩნია მან, რომ მონაკოში მყარად იკიდებდნენ ფეხს რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და კორუმპირებული ჩინოვნიკები. ამერიკელი ამტკიცებს, რომ პუტინი "სენატორ" სერგეი პუგაჩოვის დახმარებით აღწევდა საეჭვო საქმიან გარიგებებს ალბერ მეორესთან, თავად პუგაჩოვი კი ყველაფერს აკეთებდა "მონაკოს მოქალაქეობის შესაძენად". წერილის ავტორის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ თავადზე ზეწოლას ახდენდა რუსული დაზვერვაც.

ახლა ერინჯერი როგესთვის მიწერილ ღია წერილში ითხოვს, რომ სოკ-ის ეთიკის კომისიამ დაიწყოს გამოძიება "ხმის შეძენის" ფაქტთან დაკავშირებით. დეტექტივის მტკიცებით, 2006 წელს თავადმა იმოგზაურა არქტიკაში და ეს ექსპედიცია მთლიანად რუსეთის მიერ იყო დაფინანსებული (ალბერი II პირველი მოქმედი მონარქი გახდა, ვინც ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა), შემდეგ პუტინს კრემლში შეხვდა. ემინჯერის თქმით, ის ურჩევდა თავადს არ შეხვედროდა უცნობ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, რადგან ეს ყველაფერი შეიძლება კამერაზე დაფიქსირებულიყო, რასაც შემდეგ რუსეთის დაზვერვა შანტაჟის მიზნით გამოიყენებდა.

"გადამწყვეტი" ქრთამი აღმოჩნდა აგარაკი ალბერ მეორეს მამულში - ეს მშენებლობა მთლიანად რუსული ფულით იყო დაფინანსებული. ერინჯერს იმედი აქვს, რომ ჩატარდება გამოძიება, რომელიც მომავალში ასეთ ფაქტებს ააცილებს თავიდან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. "თუ გამოძიებაზე უარს იტყვით, მომავალში ყველას ეცოდინება, რომ თურმე ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოსყიდვა შესაძლებელი ყოფილა", - ასე ამთავრებს თავის წერილს ამერიკელი დეტექტივი.

52 წლის ალბერ მეორე ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მონაწილეა - ის ბობსლეიში გამოდიოდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია 1994 წლიდან. თავადი უცოლო გახლავთ, თუმცა ივნისში გამოცხადდა მისი ნიშნობის შესახებ სამხრეთაფრიკელ მოცურავესთან, ოლიმპიურ ჩემპიონ შარლინ უიტსტოკთან. ქორწილი 2011 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა