ელერდაისის გაშვება საკვირველია

„ბლექბერნის“ ახალი ინდოელი მეპატრონეები აჯანყების მოწმენი გახდნენ. აბა, რა იქნებოდა, მათ ხომ თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ „ივუდ პარკიდან“ მწვრთნელის სემ ელერდაისის მოხსნა გადაწყვიტეს.

ფეხბურთელების სახელით გუნდი კაპიტანმა რაიან ნილსენმა ილაპარაკა. „ვენკი“ ჯგუფის გადაწყვეტილებამ ბლექბერნელი მოთამაშეები გააოგნა. ვინ ელოდა, რომ „ნიუკასლიდან“ კრის ჰიუტონის განთავისუფლების შემდგომ კვირაში ხალხისა და ფეხბურთელების საყვარელი მწვრთნელის მოხსნას პრემიერლიგაში კიდევ ვინმე გაბედავდა. ბუქმეიქერებმა კი დრო არ დაკარგეს და „ბლექბერნში“ ელერდაისის შემცვლელთა შორის ფავორიტად სწორედ ჰიუტონი დაასახელეს.

ჰიუტონის გარდა ახსენეს სვენ-გორან ერიქსონი, „ნიუკასლ იუნაიტედისა“ ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ალან შირერი და „აიაქსიდან“ ცოტა ხნის წინ წასული მარტინ იოლი, რომელიც თავის დროზე „ტოტენჰემს“ ედგა სათავეში და ძალიან უნდა ინგლისში დაბრუნება. ელერდაისმა, რომელიც კოტრაქტის დარღვევისთვის 2,5 მილიონ ფუნტს მიიღებს, თქვა:

„რასაკვირველია, წარმოდგენა არ მქონდა ასეთ რამეს თუ მიმზადებდნენ. პირდაღებული დავრჩი. უცბად გამომიძახეს თავმჯდომარესთან და მითხრეს, რომ „ბლექბერნის“ მწვრთნელი აღარ ვარ. მართალი გითხრათ, წესიერად ვერც ამიხსნეს რატომ მიშვებენ სამსახურიდან და ახლაც თავს ვიმტვრევ, ვცდილობ მიზეზს მე თვითონ მივხვდე. იქნებ, ერთ-ორ დღეში ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მაგრამ დღეს რაც არის ეს არის და ამიტომ, მინდა, „ბლექბერნში“ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“.

სანამ ელერდაისის შემცვლელს მიიყვანენ, გუნდს სტივენ კინი გაუძღვება. ის „ბლექბერნის“ ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი მწვრთნელთაგანი გახლდათ, თუმცა „დიდი სემის“ ასისტენტი არ ყოფილა. ასისტენტი ნილ მაკდონალდი იყო, რომელიც ელერდაისს მიაყოლეს. თუმცა, ყველაფერი ისე მარტივადაც არ არის „ვენკი“ ჯგუფში რომ ჰგონიათ. ფეხბურთელებს იმ თავკაცის გათავისუფლება, რომელმაც 2008 წელს გუნდი პოლ ინსისგან ჩაიბარა და მას მერე ჯერ გავარდნას გადაარჩინა, შემდეგ კი ცხრილის შუაში დაამკვიდრა, არაფრად ეპიტნავათ. დღეისათვის „ბლექბერნ როვერსი“ მე-13 ადგილზეა. ამ გუნდის მწვრთნელის რანგში ელერდაისის ბოლო თამაში კვირას ბოლტონში გაიმართა. „ბოლტონმა“ 2:1 გაიმარჯვა, რაც ბედის ირონიადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ: სწორედ „ბოლტონ უონდერერზი“ გახლავთ ის გუნდი, რომელშიც „დიდმა სემმა“ სახელი გაითქვა და ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

ნილსენმა, რომელიც გუნდის სახელით ლაპარაკობდა, განაცხადა: „სემ ელერდაისზე მხოლოდ კარგს თუ ვიტყვით და გული გვტკივა, რომ ასე მოეპყრნენ. ნამდვილ შოკში ვართ. გარწმუნებთ, ჩვენს გუნდში ყველა ფეხბურთელი ნაწყენია, რადგან იგი ძალიან კარგი ადამიანია. ბოლო ტურში „ბოლტონი“ რომ დაგვემარცხებინა მეშვიდე ადგილზე ვიქნებოდით. სემს არ მოეპყრნენ ისე, როგორც იმსახურებდა“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა