"ინტერი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში საასპარეზოდ ემზადება და სწორედ ამ საპატიო მიზეზით გამოტოვა სერია A-ს XVI ტურის პაექრობა.

"ინტერი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში საასპარეზოდ ემზადება და სწორედ ამ საპატიო მიზეზით გამოტოვა სერია A-ს XVI ტურის პაექრობა. უფრო სწორად, "ჩეზენასთან" შეხვედრა გადაიდო და 19 იანვარს გაიმართება. იტალიელ ჟურნალისტებს მაინცდამაინც არ აინტერესებთ საკლუბო მუნდიალი და ბენიტესს ზამთრის სატრანსფერო საკითხებზე და კონკრეტულად, კარლოს ტევესის შესაძლო გადაბირებაზე ჰკითხეს. დიახ, ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ "ნერაძური" არგენტინელი თავდამსხმელით გახლავთ დაინტერესებული. მოვუსმინოთ რაფას:

"ტევესი? - რა დროს ტევესია, როდესაც წინ უმნიშვნელოლვანესი ტურნირის ძალიან რთული მატჩები გველის. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, რადგან არა მარტო ჩვენი გუნდის, მთელი კონტინენტის ღირსებას ვიცავთ. ამიტომ, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ძალები დავზოგოთ და მოახლოებულ პაექრობებს მთელი სერიოზულობით არ მოვეკიდოთ. ფეხბურთელები ძალიან კარგ ფორმაში არიან, რაც მახარებს. გამოჯანმრთელების გზას ადგას დიეგო მილიტო და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ამბავია. ვფიქრობ, მალე ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში და ისეთივე სახიფათო იქნება მეტოქე მცველებისთვის, როგორც გასულ სეზონში".

პრესასთან გასაუბრება დიეგო მილიტომაც მოისურვა და შემდეგი განაცხადა: "ბევრი თვლის, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი ტურნირია, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ამ ტურნირში თამაშის საშუალება ბევრ დიდ ფეხბურთელს არ ღირსებია და ამას კარგად ვაცნობიერებთ. შესაძლოა, კარიერა ისე დავასრულო, რომ საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობის საშუალება აღარ მომეცეს, ამიტომ, ყველანაირად ვეცდები, რომ ტიტული მოვიპოვო. თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმა მოვიშუშე და წესით, პირველივე შეხვედრაში უნდა მივიღო მონაწილეობა".

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს