ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბრაზილიურ-არგენტინული ტური

ბრაზილიურ-არგენტინული ტური

სერხიო აგუერო, ტურის საუკეთესო მოთამაშე

ესპანური პრიმერას მე-15 ტურიც დასრულდა და goal.com-მაც მორიგი რჩეული ნაკრები შემოგვთავაზა. ტაქტიკური სქემა ამჯერად 4-3-3-ია. წინა ტურთან შედარებით, ესპანელთა რიცხვი სიმბოლურში გაიზარდა და ოთხს მიაღწია. გუნდში 3-3 ბრაზილიელი და არგენტინელი, აგრეთვე ერთი ფრანგია.

მეკარე

დიეგო ალვეში (ალმერია): ბრაზილიელმა საფუძველი ჩაუყარა ტურის სენსაციას. მიგვაჩნია, რომ ანდალუსიური დერბის გადამწყვეტი მომენტი "ალმერიას" კარში დანიშნული პენალტი (ფრედერიკ კანუტე) იყო, რომელიც ალვეშმა მოიგერია. მართალია, 25 წლის მეკარეს კარი "მშრალად" არ შეუნახავს, მაგრამ მართლაც დამაჯერებლად ითამაშა "სანჩეს პისხუანზე" და გუნდს სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა. ამ მოგებით ხოსე ლუის ოლტრას გუნდმა დროებით მაინც დააღწია თავი გავარდნის ზონას.

მცველები

დანი ალვეში (ბარსელონა): კიდევ ერთი ბრაზილიელი და კიდევ ერთი ალვეში სიმბოლურ ნაკრებში. როცა "ბლაუგრანა" შინ თამაშობს ხოსეპ გვარდიოლას ინიციატივით დანი ალვეში უფრო ვინგერია, ვიდრე განაპირა მცველი. შესაძლოა, ამ ექსპერტიმენტმა თავიდან თავსატეხიც კი გაუჩინა "ბარსას", მაგრამ ახლა უკვე ეფექტი მოაქვს. მესის პირველი გოლისას ისეთი კედელი გაითამაშა, რომ სანამ კარგად დავაკვირდებოდით ჩავი ან ინიესტა გვეგონა. დანი ალვეშის შენარჩუნება დღეისათვის "ბარსელონას" პრიორიტეტული საკითხია.

ივან მარკანო (ხეტაფე): ხშირად ხდება ხოლმე, როცა იჯარით მყოფი ფეხბურთელი თავისი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებით გამოიდებს თავს. ამიტომ ზოგიერთი კლუბი ჭკუით იქცევა, როცა ხელშეკრულებაში წერს, იჯარით მყოფს მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია (გავიხსენოთ დრენტეს შემთხვევა), ახლა კი "ვილიარელის" ხელმძღვანელობა ნანობს, რომ მარკანოსაც ანალოგიურად არ გაუფორმეს კონტრაქტი. მარკანო მადრიდის გარეუბანში იჯარით თამაშობს, საკუთარი გუნდის წინააღმდეგ კი სუპერმოწადინებული იყო. დაცვაში კლდესავით იდგა, მიუხედავად იმისა, რომ "ხეტაფე" 10 კაცით თამაშობდა, მარკანოს მოწადინებით "ვილიარეალის" ყოჩაღმა ფორვარდებმა ვერაფერი გააწყვეს "ალფონსო პერესზე".

აბრამ პასი (ერკულესი): ალიკანტეელთა დამარცხება "ხოსე რიკო პერესზე" ძნელია. "ერკულესს" რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ დრენტეს, ტრეზეგეს და ვალდესს არაფერი გამოუვიდოდათ, დაცვის ხაზი, რომ არ უმაგრებდეთ ზურგს. დაცვის ბურჯი კი 31 წლის სტოპერი პასია. "ერკულესმა" შინ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, პასმა კი გოლი გაიტანა.

მარსელო (რეალი): ბოლო დროს მარსელოს თამაში გულს ახარებს, ის ერთდროულად სასარგებლო და ენერგიულია დაცვაში და შეტევაში. ადრე თუ დაცვაში მოიკოჭლებდა, ბრაზილიელმა ეს ნაკლი ჟოზე მოურინიოს ხელში ნელნელა გამოასწორა. პირველ ტაიმში "რეალის" ყველა კონტრშეტევა მან დაიწყო. მეორე ტაიმშიც აგრესიული თამაშით გამოირჩა, ფლანგზე კი აქტიურ ნიკოლას ბერტოლოს აჯობა.

ნახევარმცველები

პაბლო პიატი (ალმერია): სად იქნებოდა მოკრძალებული ანდალუსიური გუნდი, რომ არა მისი სარეკორდო შენაძენი? წინა ტურში არგენტინელის გოლის წყალობით "ალმერიამ" ქულა მოიპოვა (ის მაშინაც მოხვდა სიმბოლურში), "სევილიასთან" კი უბრალოდ დიდებულად ითამაშა. ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლიც გაიტანა, მოკლედ, რომ არა სერხიო აგუერო პიატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელობა "არ აცდებოდა".

ლასანა დიარა (რეალი): ფრანგს ჟოზე მოურინიო იშვიათად ათამაშებს, თუმცა პორტუგალიელი მაღალი აზრისაა დიარას შესაძლებლობებზე. "სარაგოსასთან" თამაშის შემდეგაც "განსაკუთრებულმა" ლასანა დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ამ ტურში ლასანა ტრავმებისა და ხედირას დისკვალიფიკაციის წყალობით მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამ თამაშში ლასანას გაცუდებული პასი ან წაგებული ორთაბრძოლა ჩვენ არ გვახსოვს.

ხოსე ანტონიო რეიესი (ატლეტიკო): "ატლეტიკომ" რომ თვალში გამოიხედა გამოცდილი ნახევარმცველის დამსახურებაცაა. აგუერომ ანგარიში რეიესის პასით გახსნა (თუმცა კი თანამსაჯი შეცდა). თავის ფლანგზე ისე ითამაშა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ძველი რეიესი და მისი დრიბლინგები "სევილიასა" და "რეალში".

თავდამსხმელები

ლიონელ მესი (ბარსელონა): კაცი, რომელიც "ცხოვრობს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში. დიდებული და შეუჩერებელი. ახლა მესი ისე თამაშობს, რომ მოქმედ კი არა ძველ ფეხბურთელებსაც ვერ შევადრით, უბრალოდ უნდა დატკბე მისი თამაშის ყურებით. პირველი გოლისას მესიმ ზედიზედ სამჯერ გაითამაშა კედელი დანი ალვეშთან. მეორე გოლზე რა ვთქვათ - მესიმ უბრალოდ ყველა ბასკი მცველი მოატყუა...

სერხიო აგუერო (ატლეტიკო): კუნს ამ სეზონში ასე კარგად არ უთამაშია. მისთვის უდიდესი მოტივაცია წინა დღით "ატლეტიკოსთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება იყო. რომ შეხედა, დიეგო ფორლანი ფეხს ვერ უწყობდა, არგენტინელმა მარტომ გაილაღა და პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე "დეპორტივოს" მცველებს. მეორე ტაიმში 22 წლის ფორვარდიც ჩაცხრა, როგორც მისი გუნდი - მიზანი უკვე მიღწეული იყო.

პედრო როდრიგესი (ბარსელონა): პედრო ისევე მნიშვნელოვანია ფიგურაა პეპ გვარდიოლას გუნდში, როგორც გასულ სეზონში იყო. "რეალ სოსიედადთან" პედრომ გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. 23 წლის შემტევი ძალიან კარგად უგებს შეტევაში მესის და ვილიას.

სხვები, რომელთაც ცოტა დააკლდათ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრამდე: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ხუან ალბინი (ხეტაფე), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ნელსონ ვალდესი (ერკულესი), რაულ გარსია (ატლეტიკო), ხოსე ანხელი (სპორტინგი).

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...