საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთა ნახევარმცველს მოსკოვის ცსკა-ს დუბლებში თამაში არ აკმაყოფილებს

საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ გასული სეზონი რუსეთში გაატარა - მოსკოვის ცსკა-ს დუბლშემადგენლობაში თამაშობდა და სამშობლოში ახლახან დაბრუნდა.

როგორ აფასებს არმიელთა სარეზერვო გუნდში გატარებულ პერიოდს და სად გააგრძელებს კარიერას ძალამიძე, ნიკას სწორედ ამ საკითხებზე ველაპარაკეთ.

- ცსკა საბოლოოდ დატოვეთ თუ რა ხდება?

- "ბაიადან" ერთი წლით ვიყავი განათხოვრებული. საიჯარო ვადა ამოიწურა და შინ გამოვემგზავრე.

- მოსკოველებმა შემოგთავაზეს კონტრაქტის გაგრძელება?

- ამაზე იყო საუბარი, მაგრამ გარკვეული მიზეზთა გამო ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ცსკა-ს ხელმძღვანელობისთვის საბოლოო პასუხი ჯერ არ მითქვამს, მაგრამ სხვა გუნდში მირჩევნია კარიერის გაგრძელება.

- რატომ ამჯობინებთ სხვა კლუბს არმიელთა გუნდს?

- ცსკა-ში დიდი კონკურენციაა, რასაც არასდროს ვერიდები, მაგრამ, ისეთ ასაკში ვარ, რომ თამაში მჭირდება. დავინახე, რომ ცსკა-ში დარჩენის შემთხვევაში კარგა ხანს მომიწევს სარეზერვო გუნდში თამაში. მზარდი ფეხბურთელი ვარ და დიდი ხნით დუბლებში თამაში სარგებელს ვერ მომიტანს. სწორედ ამის გამო მინდა სხვა გუნდში გადასვლა. მირჩევნია ცსკა-ზე შედარებით სუსტ გუნდში ვიყო და სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.

- ცსკა-ში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- ვფიქრობ, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე. მთავარ გუნდშიც ვითამაშე ორი მატჩი ესპანურ შეკრებაზე ყოფნისას. დუბლებში ოცამდე მატჩი ჩავატარე, ორი ბურთი გავიტანე და 7 საგოლე გადაცემა გავაკეთე. თითო გოლი გავუტანე მოსკოვის "ლოკომოტივისა" და გროზნოს "ტერეკის" დუბლებს... უკეთესი იქნებოდა, ცსკა-ს მთავარ გუნდშიც მეთამაშა, სამი-ოთხი მატჩი მაინც, თუნდაც 10-15 წუთით, მაგრამ ამისი შესაძლებლობა არ მომეცა.

- ზუგდიდში დაბრუნდით და ახლა რას აპირებთ?

- რამდენიმე დღე "ბაიაში" ვვარჯიშობდი. ახლა ინდივიდუალურად ვემზადები, მინდა, კონდიციები შევინარჩუნო.

- გავიგე, უცხოურ ვარიანტებს ელოდებით.

- ამაზე ჩემი აგენტი მუშაობს და იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გაირკვევა.

- გავიგე, ავსტრიულ ვარიანტებს ელოდებით?

- ვნახოთ, არ ვიცი... როგორც მითხრეს, ჩემი აგენტი რუსულ კლუბებზე მუშაობს და ორ-სამ კვირაში თუ არა, იანვრის პირველ ნახევარში ყველაფერი მეცოდინება.

- რუსულ პრემიერლიგაში აღზევებული "ყუბანისა" და "ტომის" ვარიანტებზე ითქვა.

- ჩემთან კონკრეტულად კლუბებზე არავის უთქვამს. მართლა არ ვიცი, თორემ არ დავმალავდი. რუსეთში მომიწევს კარიერის გაგრძელება თუ სხვა ქვეყანაში, ეს მალე უნდა გაირკვეს. ჩემთვის მთავარია, სათამაშო პრაქტიკა და მთავარ გუნდში დამკვიდრების შესაძლებლობა მქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა