ფიდეს რეიტინგით მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა ინდოელი ჰამფი კონერუ (2600) უნგრელი იუდით პოლგარის შემდეგ, რომელსაც მანდილოსნებში, ფაქტობრივად, არც უთამაშია

ფიდეს რეიტინგით მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა ინდოელი ჰამფი კონერუ (2600) უნგრელი იუდით პოლგარის შემდეგ, რომელსაც მანდილოსნებში, ფაქტობრივად, არც უთამაშია.

ინდოელმა დიდოსტატმა თავისი მაღალი კლასი თურქულ ანტაკიაშიც დაამტკიცა - ნოკაუტსისტემით ზედიზედ ოთხ მეტოქეს გასცდა და ნახევარფინალში გავიდა. მე-4 რაუნდის პირველ შეხვედრაში მან თეთრი ფიგურებით ჩინელ იუ ვენიუნს (2524) სძლია, გუშინ კი შავებით მე-60 სვლაზე დაუზავდა და საერთო ანგარიშით 1,5:0,5 გაიმარჯვა. ხვალ იგი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი, 2591) დაუპირისპირდება, რომელიც გუშინ ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლახნოს (უკრაინა, 2522) შეუთანხმდა ყაიმზე და პირველ პარტიაში მოგებით იგი კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკს ჩამოაცილა.

ნახევარფინალში გავიდა კიდევ ერთი ჩინელი - ჟაო სიუ (2474). ამ უკანასკნელმა ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი, 2460) გადაუღობა გზა - გუშინ განმეორებით პაექრობაში 50-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. მეოთხე ნახევარფინალისტს დღევანდელი ტაიბრეიკები გამოავლენს, რადგან რუან ლუფეის (ჩინეთი, 2480) და ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი, 2525) ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა.

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს