თბილისის ჭადრაკის სასახლეში "მინისტერიალის" თასის პარალელურად "მასმედიის თასიც" გათამაშდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ამას წინათ სამინისტროები და სამთავრობო უწყებები მინი-ფეხბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გუშინ კი ისინი სპორტის სამინისტროს და ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 64-უჯრიან დაფებს მიუსხდნენ. 15 გუნდი ჩაება ტურნირში "მინისტერიალი 2010". ასპარეზობის საზეიმო გახსნისას სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი ღონისძიებები უფრო ინტენსიური და მასობრივი გახდება, გაისად კი სულაც კომპლექსურ ასპარეზობას ჩავატარებთო.

ორ ჯგუფად თითოეულ გუნდში 3-3 მოჭადრაკე გამოდიოდა. ნახევარფინალისტები წრიული სისტემით გამოვლინდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოჭადრაკეებმა (დიდოსტატი თამარ წერეთელი, სპორტის ოსტატი რევაზ კიკაბიძე, პირველთანრიგოსანი ლაშა ჭანტურია) გადამწყვეტ ეტაპზეც იყოჩაღეს - ჯერ თავდაცვის სამინისტროს გუნდს აჯობეს 2,5:0,5, ფინალში კი ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს (გიორგი მაისურაძე, აკაკი გელაზონია, ვახტანგ ადეიშვილი) მშრალი ანგარიშით სძლიეს 3:0 და მთავარი პრიზი მოიპოვეს. მეორე ადგილზე ბანკირები გავიდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი პარლამენტის მე-2 გუნდმა (თეიმურაზ ჭახრაკია, ეკა კემულარია, ვაჟა შუბლაძე) იმარჯვა და "ბრინჯაოც" მას დარჩა.

თბილისის ჭადრაკის სასახლეში "მინისტერიალის" თასის პარალელურად "მასმედიის თასიც" გათამაშდა 6 გუნდის მონაწილეობით წრიული სისტემით. "მსოფლიო სპორტის" გუნდმა (რამაზ გურგენიძე, თენგიზ ჩობანიძე, დავით ბაკურაძე) 10 ქულით პირველობა არავის დაუთმო. ორი ქულით ნაკლები მოაგროვეს თავისუფალმა ჟურნალისტებმა. მესამე ადგილი "რუსთავი 2"-ს ხვდა.

გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოებისას საქართველოს ჭადრაკის მესვეურებმა დამსწრეთ ფედერაციის 2010 წლის ნომინანტები გააცნეს: წლის საუკეთესო მოჭადრაკეები - ნანა ძაგნიძე და ბაადურ ჯობავა, ახალგაზრდა მოჭადრაკეები - მარიამ დანელია და ქეთი წაწალაშვილი, საუკეთესო გუნდი - ქალთა ნაკრები, რომელმაც ხანტი-მანსიისკის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; წარმატებული მწვრთნელები - ლაშა ჯანჯღავა და ზურაბ სტურუა.

აღინიშნა, რომ ქართველმა მოჭადრაკეებმა ოფიციალურ შეჯიბრებებში 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. მათგან ოლიმპიადის "ბრინჯაოსთან" ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძაგნიძის პირველი, მეორე და მესამე ადგილები ფიდეს ქალთა გრანპრის ეტაპებზე, ჯობავას ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე, დანელიას და წაწალაშვილის ოქროები ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. გაისად ჩვენს მოჭადრაკეებს არანაკლებ დაძაბული სეზონი ელით - ევროპის ინდივიდუალური, გუნდური და საკლუბო ჩემპიონატები, ახალგაზრდული პირველობები და, რაც მთავარია, ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, ანუ შეჯიბრება, რომელშიც ქართველ მანდილოსნებს ჯერ მედალი არ მოუპოვებიათ. იმედია, ამ ნავსსაც გატეხენ და წლის მიწურულს თავმოსაწონიც მეტი ექნებათ.

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ