რუსეთის ბერძენ-რომაელთა ნაკრების ქართველმა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 18 ივლისს ბაქოში `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირში გამოვა...

რუსეთის ბერძენ-რომაელთა ნაკრების ქართველმა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 18 ივლისს ბაქოში `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირში გამოვა. რუსებმა წლეულს მხოლოდ ერთ შესარჩევ შეჯიბრებაში იასპარეზეს - უნგრულ სომბათჰეიში, ხოლო თბილისში, გივი კარტოზიას ხსოვნის ტურნირზე ჩამოსვლა ჯერ ნისიად მოინდომეს - `პოსლეზე~, მერე კი უფულობა მოიმიზეზეს და საერთოდ არ ჩამოვიდნენ! რამდენად მართლები იყვნენ ამ მიზეზის დასახელებისას, მათ სინდისზე იყოს, თუმცა ფაქტია - საჭიდაო სამყაროში ეს განმარტება სერიოზულად არავინ მიიღო. ფაქტია ისიც, რომ ზუსტად იმ დღეებში რუსებმა მეორე ნაკრები დორტმუნდში გააგზავნეს საერთაშორისო ტურნირზე.

რუსების გუნდი ბაქოში პატარა, მაგრამ წონადი და ტიტულოვანი იქნება. თავად განსაჯეთ, მასში სამი ოლიმპიური ჩემპიონია - ასლანბეკ ალბიევი (66), ალექსეი მიშინი (84) და ასლანბეკ ხუშტოვი (96). აგრეთვე მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ქართველი ამბაკო ვაჩაძე (66), რომელიც ზედიზედ მეორე წელიწადია, არავის უთმობს კონტინენტის ჩემპიონობას, სხვა მონაწილეები კი რუსტამ ხაჩბაროვი (60), ემილ შარაფეტდინოვი, რუსტამ ბელხაროევი (74), ოლეგ შოკალოვი (84) და შოხრუდი აიუბოვი (12) არიან.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში ოლიმპიურ ჩემპიონთაგან ფინალური ტურნირის საგზური მხოლოდ მიშინმა მოიპოვა, თუმცა უმაღლესი ტიტულის გამო ბაქოში სამივე მათგანი პერსონალურადაა მიწვეული. ამიტომ რუსებს 84-ში ადგილი გამოუთავისუფლდათ და შოკალოვიც ასე მოხვდა სიაში. 60-ში საგზური ასლან აბდულინმა მოიპოვა, მაგრამ კოღუაშვილს რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი, ოლიმპიურ ჩემპიონ ნაზირ მანკიევის ბიძაშვილი რუსტამ ხაჩბაროვი მიჰყავს. რუსეთის პირველობა ისედაც მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო და ეს ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პლანეტის პირველობაზე მოსკოვში სწორედ დებიუტანტი ხაჩბაროვი იჭიდავებს - მისთვის სტარტის მისაცემად კოღუაშვილმა აბდულინს დამსახურებულად მოპოვებული ბაქოში გამოსვლის უფლებაც `წაართვა~, თუმცა ის, შესაძლოა, სანაცვლოდ აგვისტოში პოლონეთის ტურნირზე აჭიდაოს.

შარაფეტდინოვმა უნგრეთში ფინალში შმაგი გულიაშვილი დაგვიმარცხა. იქ რუსებმა მეორე საგზურიც მოიპოვეს - ალექსეი ივანოვმა, თუმცა კოღუაშვილი ბაქოში მის ნაცვლად ევროპის პრიზიორ ბელხაროევს აჭიდავებს. ეს ცოტა გაუგებარი ცვლილებაა, რადგან რუსეთის პირველობაც შარაფეტდინოვმა მოიგო და მსოფლიოზე ჭიდაობის უმთავრესი კანდიდატიც ისაა. ივანოვმა ბრინჯაო მოიპოვა, ბელხაროევი კი პრიზიორებშიც ვერ მოხვდა. თუმცა კოღუაშვილს მარაგში პოლონეთის ტურნირიც აქვს და ვისაც ახლა არ აჭიდავებს, იქ გამოსცდის.

უნგრეთში რუსებმა ორ წონაში საერთოდ ვერ მოიპოვეს ფინალის საგზური - 55-ში და 96-ში. 96-ში, სადაც მათ ხუშტოვის ოლიმპიურმა ჩემპიონობამ უშველა და მისი სახით ბაქოში მონაწილე ეყოლებათ, აი, 55-ში კი ვერაფერი გააწყვეს. ამ წონაში ოლიმპიური ჩემპიონი კი ჰყავთ - ზემონახსენები ნაზირ მანკიევი, მაგრამ ის ტრავმების გამო ვერ ჭიდაობს. შესაბამისად, არც უნგრეთში გამოსულა და ახლახან რუსეთის ჩემპიონატიც გამოტოვა. ის რომ ფორმაში იყოს, მაშინ ბაქოშიც მიიწვევდნენ, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია, მის ნაცვლად სხვის წაყვანას კი ტურნირის რეგლამენტი არ ითვალისწინებს - მხოლოდ ლიცენზირებული სპორტსმენის შეცვლაა შესაძლებელი, ხოლო პერსონალურად მიწვეულებზე ეს წესი არ ვრცელდება.

რუსთა ბაქოური შემადგენლობა ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ ქართველებს მათი სახით ძლიერი მეტოქეები ეყოლებათ. იმედია, ჩვენები წარმატებით დასძლევენ რუსთა წინააღმდეგობას, თუმცა ფაქტია - იქ ძნელი გამოცდა ელით და არა მხოლოდ რუსებთან. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩვენები ბაქოში რუსებზე ბევრად დიდი, დაახლოებით 20-კაციანი გუნდით ჩავლენ, მაგრამ მთავარი ხომ ხარისხია და არა რაოდენობა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს