და ინტერს ქომაგობს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე სამივე იტალიური გუნდი გავიდა პლეიოფში, კალჩო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში მეოთხე ადგილს გამოემშვიდობება. ანუ, 2012/2013 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მხოლოდ ორი გუნდი ეყოლება, ერთი კი საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ამ დროისთვის, უეფას საკლუბო რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ინგლისი 77.9

2. ესპანეთი 73.3

3. გერმანია 64.6

4. იტალია 56.9

5. საფრანგეთი 50.5

იტალია გასულ სეზონშიც ძალიან ახლოს იყო მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითებასთან, მაგრამ მაშინ "ინტერმა" გამოიდო თავი და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებით სერია ა-ს მესამე ადგილი შეუნარჩუნა. არადა, ფინალურ მატჩი მიუნხენის "ბაიერნს"

თერთმეტმეტრიანების სერიამდე მაინც რომ მიეყვანა თამაში, ბუნდესლიგა უკვე მომდევნო სეზონიდან წარსდგებოდა ლიგაში ოთხი გუნდით. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სამივე იტალიურმა გუნდმა გააღწია პლეიოფში, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ "მილანმაც", "ინტერმაც" და "რომამაც" ჯგუფში მეორე პოზიცია დაიკავეს. და რაც მთავარია, სერია A-ს ბინადარნი კატასტროფულად ასპარეზობენ ევროპის ლიგის გათამაშებაში. ტურნირს ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშნენ "პალერმო", "სამპდორია" და "იუვენტუსი". არადა, ტურინული გრანდი ევროპის ლიგის უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა და ვერავინ წარმოიდგენდა თუ ლუიჯი დელ ნერის გუნდი "ლეხთან" კონკურენციაში დამარცხდებოდა. ვერაფერი გვიჩვენეს გენუელებმაც - ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვარდნენ ბრემენის "ვერდერთან", შემდეგ კი ევროპის ლიგაშიც შეირცხვინეს თავი და ხარკოვის "მეტალისტს" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. "პალერმომაც" მოიჭრა თავი და საკმარისია მოსკოვის ცსკა-სთან გამართული მატჩები გავიხსენოთ. გუნდი, რომელიც საკუთარ მოედანზე იტალიური ფეხბურთის გრანდებს ამწარებს, არმილიებთან 0:3-ზე განადგურდა და უშანსოდ წააგო რუსეთის დედაქალაქშიც. მოკლედ, ისეთი შედეგები აჩვენეს სერია A-ს ბინადრებმა, მტერს რომ არ უსურვებ. საყოველთაო ვარაუდით, ეს იმითაც გახლავთ განპირობებული, რომ იტალიური გუნდებისთვის ევროპის ლიგა მეორეხარისხოვანი ტურნირია და ფეხბურთელები მაქსიმალურად არ იხარჯებიან. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი და "ლეგა კალჩოს" ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ადრიანო გალიანი:

"უეფას საკლუბო რეიტინგში გერმანიამ გადაგვასწრო და სასწაული უნდა მოხდეს, რომ სეზონის ბოლომდე მდგომარეობა გამოვასწოროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2012/2013 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მხოლოდ ორი გუნდი გვეყოლება. ასეთი მძიმე შედეგი კი ევროპის ლიგაში ჩვენი გუნდების წარუმატებელმა ასპარეზობამ გამოიწვია. აშკარაა, რომ ამ ტურნირზე ფეხბურთელები ძალებს ზოგავენ და მწვრთნელები საუკეთესო მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევენ. გასაგებია, რომ კალენდარი გადატვირთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ევროასპარეზი ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ჩემპიონთა ლიგაა თუ ევროპის ლიგა, როდესაც საერთაშორისო თამაშს ატარებ, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფულ შედეგამდე მივალთ".

ამ დღეებში, "ინტერს" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უწევს ასპარეზობა და გამარჯვების შემთხვევაში კალჩოს რამდენიმე ქულა დაემატება. გალიანი თანაქალაქელებს მთელი გულით გულშემატკივრობს: "ფორცა "ინტერ" - ჩვენ მხოლოდ სერია A-ში ვართ კონკურენტები, საერთაშორისო სარბიელზე კი ყველა იტალიურ გუნდს ვგულშემატკივრობ, მათ შორის "ნერაძურის". ვფიქრობ, რაფაელ ბენიტესის გუნდს შესწევს იმის უნარი, რომ საკლუბო მუნდიალი მოიგოს და იმედია, ასეც იქნება".

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს